ზედა ყბის ფრონტალური ლოკალიზაციის გიგანტური რადიკულური კისტები ცხვირისა და ჰაიმორის წიაღებში ზრდით
pdf (English)

როგორ უნდა ციტირება

აწყვერელი ლ., ბრეგაძე ო., ჭუჭულაშვილი ნ., წიკლაური გ., & სეხნიაშვილი ნ. (2023). ზედა ყბის ფრონტალური ლოკალიზაციის გიგანტური რადიკულური კისტები ცხვირისა და ჰაიმორის წიაღებში ზრდით . თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 56, 14–16. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/2257

ანოტაცია

აღწერილია ცხვირისა და ჰაიმორის წიაღებში შეზრდილი, ზედა ყბის ფრონტალური ლოკალიზაციის გიგანტური რადიკულური კისტის იშვიათი კლინიკური შემთხვევა. პაციენტი 26 წლის, მამაკაცი, კლინიკაში მომართვისას უჩიოდა ტკივილს მარცხნივ ზედა ყბის არეში, საკბილე მორჩისა და თვალბუდის ქვედა მიდამოს რბილი ქსოვილების ანთებად შეშუპებას, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას. სახის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფიით დაისვა დიაგნოზი: მარცხენა ზედა ყბის ძვლის გიგანტური რადიკულური კისტა ცხვირისა და ჰაიმორის წიაღებში ზრდით, გამწვავების ფაზა. კისტა იწვევდა შესაბამის მხარეს, მსხლისებური შესავლის ქვედა კედლის, ჰაიმორის წიაღის მედიალური და ქვედა კედლების მაგარი სასისა და საკბილე მორჩის ძვლოვანი ქსოვილის ვრცელი მასივის დესტრუქციას. ერთი მხრივ, ის განიცდიდა შეზრდას ცხვირში და ავიწროებდა ცხვირის მარცხენა ქვედა სავალის შიდა სივრცეს, მეორე მხრივ - ჰაიმორის წიაღში შეზრდის გამო ავსებდა მის ქვედა ნახევარს და, ამასთან, ვრცელდებოდა  ჰორიზონტალური მიმართულებით - ფრონტალური მიდამოდან მოლარების პროექციამდე, რის გამო, მასში ფიქსირდებოდა მარცხენა ზედა ყბის არეში არსებული ყველა კბილის ფესვი. წინასაოპერაციო მომზადების რეჟიმში პაციენტს დაენიშნა ანტიმიკრობული თერაპია. ამასთან, კბილების შენარჩუნების მიზნით, ოპერაციის წინ ჩაუტარდა ადრე ენდოდონტიურად ნამკურნალები 21, 22, 23, 25, 26 და 27 არხების განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა და დაბჟენა. პირველადი მომართვიდან 2 კვირაში პაციენტი ჰოსპიტალიზდა და ჩაუტარდა ოპერაცია: მარცხენა ზედა ყბის ძვლის სეგმენტური რეზექცია საღი ძვლის ფარგლებში, რადიკალური ცისტექტომია, 24 სტატიკადარღვეული კბილის ექსტრაქცია, 21, 22, 23, 25, 26 და 27 კბილების ფესვების მწვერვალების წაკვეთა, ოროანტრალური ფისტულის დახურვა.

pdf (English)

წყაროები

Peterson’s - Principles of Oral and Maxillofacial Surgeru, Third Edition, 2014 ( vol. 2

Oral and Maxillofacial surgery, Missouri: Elsevier 2018

Guerrissi JO.- Giant cells mandibular lesion: surgical treatment with preservation of the dentition. J Craniofac Surg. 2013 Jul;24(4):1394-6.

Причины рецидивов кистозных образований челюстей Д.М.н., проф. AB Щипский, ИВ Годунова* Московский государственный медикостоматологический университет им. А. И. Евдокимова, Москва, Россия Стоматология 2, 2016 с.84-88

Downloads

Download data is not yet available.