ანოტაცია
კანის და კანის დანამატების ჩირქოვანი ანთებითი დაავადება, პიოდერმიტი, გავრცელებული პათოლოგიაა დერმატოლოგიაში და ხასიათდება პოლიმორფული კლინიკური გამოვლინებებით და ქრონიკული მიმდინარეობით. პიოდერმიტები ძნელად ექვემდებარებიან მკურნალობას და იწვევენ რეციდივულ, ხანგრძლივად მიმდინარე პროცესებს. პიოდერმიტების ეტიოლოგიას ემპირიულად უკავშირებენ კოკოვან ფლორას და თვლიან, რომ ეს არის მხოლოდ სტაფილოკოკებით და სტრეპტოკოკებით გამოწვეული პათოლოგია. პიოდერმიტების კლასიფიკაციაშიც შეტანილია ტერმინები სტაფილოდერმია და სტრეპტოდერმია. ცნობილია, რომ აღნიშნული მიკრობები კანის მიკროფლორის მუდმივი წარმომადგენლებია [2]. კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის შედეგად (მაცერაცია, მიკროტრამვები, ქიმიური ფაქტორები) ეპიდერმისში, დერმაში, ჰიპოდერმაში და კანქვეშა ქსოვილებში სწორედ ეს მიკრობები გვხვდება. ამავე დროს, შესაძლებელია, რომ პიოდერმიტების განვითარებაში აპრიორულად მონაწილეობენ სხვა აერობული და ანაერობული მიკრობებიც.
წყაროები
2. გ.გოგიჩაძე-სამედიცინო მიკრობიოლოგია. თბილისი, მეცნიერება, 2009წ. გვ.208. Покровский В. И. - Медисинская Микроб¬иология. М., Мир. 2006, 131с.
3. Нобел А. Микробиология кожы. Москва, Мир, 2008.
4. Биргер М.О. Справочник по микровиол- огическим и вирусологическим методам иссле¬дования. Москва, Медицина, 1983.
Покровский В. И. Позднеев О. К - Меди¬синская Микробиология. Москва, Медицина, 1999.