ანოტაცია
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დიარეული დაავადებების პრევენციაში დღესაც პრიორიტეტულია ჰიგიენა და წყლით მომარაგების ხარისხის გაუმჯობესება. შიგელოზი, როგორც ძველად, ამჯერადაც “ჭუჭყიანი ხელების” დაავადებად განიხილება, ვინაიდან ყველაზე ხშირად ამ გზით ვრცელდება და თანაც, მინიმალური კონტაქტია საკმარისი დაავადების განვითარებისთვის. რაც შეეხება გადაცემის სხვა გზებს, ასევე აქტუალურია, თუმცა შედარებით იშვიათად გვხვდება საკვებით, წყლით და სქესობრივი გზით გადაცემა (ჰომოსექსუალ მამაკაცებში).
Downloads
Download data is not yet available.