წითელას დიაგნოსტიკის საკითხისათვის
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

ხოჭავა მ., ჯოხთაბერიძე თ., & შალამბერიძე ი. (2026). წითელას დიაგნოსტიკის საკითხისათვის. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 53, 134–136. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/4609

ანოტაცია

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ტემპერატურის მომატება, თვალის, ყელის, სასუნთქი გზების დაზიანება, ლაქოვან-პაპულური გამონაყარი და სასუნთქი ორგანოების მხრივ ხშირი გართულებები. დაავადება პირველად აღწერეს IX საუკუნეში. გამონაყარით მიმდინარე სხვა დაავადებებისაგან მისი დიფერენციაცია დიდხანს ვერ ხორციელდებოდა. XX საუკუნის დასაწყისში დადგენილ იქნა წითელას ვირუსული ბუნება. 1916 წელს მოწოდებული იყო დაავადების პროფილაქტიკა რეკონვალესცენტის შრატით.

ვირუსის გამოყოფა შეიძლება სისხლიდან, შრატიდან, ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან. ინფექციის წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა ფორმით დაავადებული პირი. ვირუსი ორგანიზმიდან გამოიყოფა ინკუბაციური პერიოდის ბოლო 1-2 დღეს, პროდრომულ პერიოდში (კატარული პერიოდი) და 3-4 დღე- გამონაყრის პერიოდში; მე-5 დღიდან გამოყოფა წყდება. ინფექცია გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ლაპარაკის, ხველისა და ცხვირცემინების დროს წვეთოვან აეროზოლში მყოფი ვირუსი ჰაერის ნაკადით ვრცელდება დახურულ შენობებში დიდ მანძილზე. დერეფნისა და ვენტილაციის საშუალებით შესაძლოა ვირუსი გავრცელდეს მეზობელ სადარბაზოებსა და სხვა სართულებზე. მესამე პირით ინფექციის გადატანა იშვიათია, რადგან ადამიანის ორგანიზმის გარეშე ვირუსი სწრაფად იღუპება [1,2,3,4,5].

 

PDF (English)

Downloads

Download data is not yet available.