ანოტაცია
საშვილოსნოს არტერიების სკლეროფიბროზს და კალცინოზს ნაკლები მნიშვნელობა ექცევა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ამ მოვლენაზე მოხდა ყურადღების აქცენტირება, რადგან ის განიხილება, როგორც საძილე არტერიების მასტენოზებელი ათეროსკლეროზის და კორონაროათეროსკლეროზის მგრძნობიარე ინდიკატორი [4]. ხშირად ხსენებულ ცვლილებებს ნახულობენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებშიც [2, 6].
Mონცკებერგ-ის არაოკლუზიურ მედიაკალცინოზს, რომელიც აზიანებს საშუალო და მცირე ზომის კუნთოვანი ტიპის არტერიებს, არაიშვიათად ნახულობენ გამოვარდნილ საშვილოსნოში [1]. თუმცა, საილუსტრაციო მასალიდან და შესაბამისი აღწერილობიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში საშვილოსნოს რადიალური არტერიების კედელი გასქელებულია ჰიალინოზის შედეგად, სანათური კი შევიწროვებულია, რაც მედიაკალცინოზისთვის არ არის დამახასიათებელი. ეს კი გარკვეულ ეჭვს ბადებს არტერიების კალცინოზის სახის შეფასების სისწორეში.