ანოტაცია
სურსათის უვნებლობა მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რადგან დაბინძურებულმა საკვებმა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც საკვებისმიერი მოშხამვა, ასევე, ლეტალობა. ბოლო წლებში სურსათის უვნებლობის საკითხები აქტუალური გახდა როგორც განვითარებადი, ასევე, განვითარებული ქვეყნებისთვის. ეს განაპირობა ალიმენტურდამოკიდებული დაავადებების ზრდამ. სურსათის უვნებლობა ერთდროულად მოითხოვს სახელმწიფოს, მომხმარებლის, ბიზნეს-ოპერატორების, ფერმერების, მეცნიერებისა და მკვლევარების ძალისხმევასა და ურთიერთმხარდაჭერას.
სურსათის უვნებლობა განიხილება სურსათის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კონტროლის (HAჩჩP - Hაზარდ Aნალყსის ჩრიტიცალ ჩონტროლ Pოინტს) მექანიზმის მიხედვით. HAჩჩP-ის განხორციელება საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც აუცილებელი პირობა სურსათის უვნებლობისა და ვარგისიანობის უზრუნველსაყოფად, რაც ასევე აძლიერებს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების პოტენციალს [5,6,7]. საქართველოში HAჩჩP-ის სისტემა 2006 წლი-დან ფუნქციობს - მას შემდეგ, რაც 2005 წელს საქართველომ მიიღო “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონი. 2012 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სურსათის უვნებლობის ახალი კანონი “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებ-ლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი (# 178/2002)”, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაციას. აღნიშნული კოდექსის მე-17 მუხლში გაიწერა უშუალოდ მიკვლევადობის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HAჩჩP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა [2,9,10]. HAჩჩP უფრო აქტუალური გახდა საქართველოში მას შემდეგ, რაც 2014 წლის 27 ივნისს გაფორმდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება [3,4,8].