ტრანსნაციონალური გადაზიდვების საერთაშორისო და შიდასამართლებრივი რეგულირება

ტრანსნაციონალური გადაზიდვების საერთაშორისო და შიდასამართლებრივი რეგულირება

ავტორები

  • ია ხარაზი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2024.09.01.21

საკვანძო სიტყვები:

ტრანსნაციონალური გადაზიდვები, TIR - კარნეტი, ATA-კარნეტი, IMO, ინკოტერმსი, „ჰამბურგის წესები“, ტაიმ-ჩარტერი, ბერბოუტ-ჩარტერი, TRACECA, ICAO, IATA, CPD-კარნეტი, ანაკლიის პორტი

ანოტაცია

წარმოდგენილი საკითხის კვლევისას განვიხილე სხვადასხვა ქვეყნების გადაზიდვების შიდასამართლებრივი და საერთაშორისო რეგულირების ძირითადი მექანიზმები, რათა ნაშრომში რეალურად წარმოჩინა ის ძირითადი საფუძვლები, რომლებიც უმეტესწილად განაპირობებენ მსოფლიო ქვეყნებს შორის გადაზიდვების ფუნდამენტური საკითხების ჩამოყალიბებას.  ასევე განხილულ იქნა გადაზიდვების არსი, პრინციპები, საფუძვლები, და სამართლებრივი ბუნება. ნაშრომის მიზანი და ამოცანაა სატვირთო გადაზიდვების, საზღვარზე არალინცენზირებული ტვირთის გადატანის და კონტროლის მექანიზმების, ასევე სამგზავრო საავტომობილო გადაყვანის საშუალებით, ტვირთის გადაზიდვის, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კვლევა და ანალიზი. თეორიული ასპექტები მოიცავს არსებული გადაზიდვების ხელშეკრულებების, მსოფლიო ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო  გადაზიდვების რეგულირების ძირითადი მექანიზმების კვლევას, არსებული ხარვეზების ანალიზს და გადაჭრის გზებს. ასევე, კონვენციების და მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ოფიციალური სისტემების (როგორც ქართულ ისე უცხოური ლიტერატურის გამოყენებით) პრობლემების აღმოჩენას და აღმოფხვრის საშუალებებს.

სტატია მოიცავს სასამართლო გადაწყვეტილებების (როგორც რეალური პრაქტიკული მაგალითების) განხილვას საერთაშორისო და შიდასამართლებრივ სატვირთო და სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების საკითხებზე, რომლებიც ბევრად უფრო ნათელს, პროგნოზირებადს და რეგულირებადს გახდის განსახილველ საკითხს.

სტატიაში ასევე განხილულია სავაჭრო პალატის მიერ შემუშავებული საქონლის მიწოდების საბაზისო პირობები, (ინკოტერმსი), რომელთა საფუძველზე განისაზღვრება საქონლის ყიდვა- გაყიდვის ხელშეკრულების მხარეთა ვალდებულებები საქონელბრუნვის სხვადასხვა ეტაპზე (მიმწოდებლის საწყობიდან - მიმღების საწყობამდე), აგრეთვე გამყიდველსა და მყიდველს შორის სატრანსპორტო და სხვა თანამდევი ხარჯების განაწილების წესი, რისკის გადაცემის მომენტი და პასუხისმგებლობა გადაზიდვის დროს საქონლის განადგურების ან დაზიანების შემთხვევაში და ა.შ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ია ხარაზი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი

წყაროები

{1} საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) დაფუძნებულია 1958 წელს, იგი აერთიანებს 129 სახელმწიფოს.

{2} საერთაშორისო ურთიერთობის მხრივ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და ძირითადი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://mta.gov.ge/?m=52.

{3} საქართველოს საზღვაო კოდექსი, https://matsne.gov.ge/ka/document/view/29908?

publication=32].

{4} ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, სახელმწიფოს საქონელი გატანილ იქნეს სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, რომელშიც ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.

{5} დამატ. იხ. ხარაზი ი; ხარაზი ქ; საბაჟო სამართალი, მეორე ნაწილი, დამხმარე სახელმძღვანელო, თბ; 2022.

{6} იხ. კონვენცია საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული არაკანონიერი აქტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/12

?publication=0 .

{7} ამილახვარი ზ; ამილახვარი გ; წერეთელი ნ; ბიზნესის სამართალი (სახელმძღვანელო), თბ; 2010, 272.

{8} ძალაში შევიდა 1932 წლის 2 ივლისიდან.

{9} ამილახვარი ზ; ამილახვარი გ; წერეთელი ნ; ბიზნესის სამართალი (სახელმძღვანელო), თბ; 2010, 272.

{10} ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ განაცხადი 20 თებერვალი, 2023; 7.

{11} დანელია ი; თსუ-ს ეკონომიკის დოქტორანტი და Evergreen Marine Corp. Evergreen Line (BSA Georgia)-ს კომერციული მენეჯერი. ანაკლიის პორტი და მისი პერსპექტივები, https://forbes.ge/anakliis-porti-da-misi-pe/.

{12} დანელია ი; თსუ-ს ეკონომიკის დოქტორანტი და Evergreen Marine Corp. Evergreen Line (BSA Georgia)-ს კომერციული მენეჯერი. ანაკლიის პორტი და მისი პერსპექტივები, https://forbes.ge/anakliis-porti-da-misi-pe/.

{13} იაშვილი ნ; მაღალაშვილი ე; ნაჭყებია ზ; სახელშეკრულებო ურთიერთობებეის პრაქტიკა, თბილისი, 2006, 156-157.

{14} იქვე.

{15} ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ კონვენცია პ/დ N 2289, საქართველო შეუერთდა 1999 წლის 22 ივლისს. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1380813?

publication=0.

{16} 1956 წლის 19 მაისს კონვენცია „გზის მეშვეობით საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულების შესახებ და ხელმოწერის პროტოკოლი“ დეტალურად იხ. https://matsne.gov.ge/ka/

document/view/1380813?publication=0; შესრულებულია ჟენევაში.

{17} ევროპის საბჭოს/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 13.12.2007 [III სექცია] ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ხაზები (Islamic Republic of Iran Shipping Lines) თურქეთის წინააღმდეგ - 40998/98, ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22fulltex

t%22:[%2240998/98%22],%22documentcollectionid2%22:[%22GRANDCHAMBER%22,%22CHAMBER%22],%22itemid%22:[%22001-83951%22]}.

{18} საქართველოს საჰაერო კოდექსი, მ.63.ნ.ნ.2. https://matsne.gov.ge/ka/document/view/33298?publication=33

{19} იხ. ICAO-ს საბჭოს წლიური ანგარიშები, https://www.icao.int/about-icao/Pages/annual-reports.aspx

{20} იხ. IATA- ს ყოველწლიური მიმოხილვა, https://www.iata.org/publications/pages/annual-review.aspx .

დღეისათვის „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ ICAO ორგანიზაციის წევრია 193 სახელმწიფო, საქართველო მისი წევრია 1993 წლიდან. შტაბბინა მდებარეობს მონრეალში. დეტალურად იხ. https://www.icao.int/about-icao/Pages/member-states.aspx .

{21} Amadeus-ის ოფიციალური სტატისტიკა ავიაგადაყვანა/ გადაზიდვებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია: https://corporate.amadeus.com/en/about-us/history.

{22} გეფერიძე დ., საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების ასპექტები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2009, 83-84.

{23} იხ. 1961 წლის გვალადაჰარის კონვენციით დადგენილი - არარეგულირებული საჰაერო გადაზიდვები.

ვროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი, Ka.wikipedia.org/wiki/ ევროპა-კავკასია_აზიის_სატრანსპორტო დერეფანი.

{24} ვროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი, Ka.wikipedia.org/wiki/ ევროპა-კავკასია_აზიის_სატრანსპორტო დერეფანი.

{25} ურიდია გ., რუხაია ფ., არახამია მ., საბაჟო გაფორმება TIR და STA (GPD) კარნეტის პრინციპებით, თბ., 2004, გვ-5.

{26} იქვე, 9.

{27} იქვე, 9-10.

{28} TIR სისტემის შესახებ, http://girca.org/TIR_სისტემის_შესახებ/m125.

{29} გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) შეიქმნა 1947 წელს ECOSOC- ის მიერ . UNECE- ის ძირითადი მიზანია პან-ევროპული ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. UNECE მოიცავს 56 წევრ სახელმწიფოებს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნებში.

{30} ურიდია გ., რუხაია ფ., არახამია მ., დასახ. ნაშრ., გვ-15.

{31} იხ. Cambridge Core, British Institute of International & Comparative Law. The Proper Law of the Contract and Renvoi: Further Comments on the Amin Rasheed Shipping Case, Volume 33, Issue 1 January 1984 , pp. 199-202.

{32} ურიდია გონერ, რუხაია ფრიდონ, არახამია მერაბ, საბაჟო გაფორმება TIR და ATA (CPD) კარნეტის პრინციპებით, თბილისი, 2004, 34.

{33} ურიდია გონერ, რუხაია ფრიდონ, არახამია მერაბ, საბაჟო გაფორმება

TIR და ATA (CPD) კარნეტის პრინციპებით, თბილისი, 2004, 35

{34} ხარაზი ი; საბაჟო სამართალი, პირველი ნაწილი, თბ; 2021, 664.

{35} ხარაზი ი. დასახ. ნაშრ. 665.

{36} ხარაზი ი. დასახ. ნაშრ. 666.

{37} გოჩიტაშვილი თ., ნავთობისა და გაზის სატარანზიტო მილსადენები (არსებული და პერსპექტიული), თბ., 2014, გვ-52, http://weg.ge/sites/default/files/1.-energy-transit-projects.pdf.

{38} საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თავი მეთორმეტე გადაზიდვა-გადაყვანა. https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=101.

{39} ზამბახიძე ტ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი IV, ტომი I, თბ., 2001, 312.

{40} Administration of the Territory of Papua and New Guinea v China Navigation Ltd [1967- 68] PNGLR 239 (1 December 1967), http://www.paclii.org/libraries/maritime-law/case-summaries-sea-carriage/index.html

{41} Belae v Markwarth Shipping Company Ltd [1981] SBHC 10; [1980-1981] SILR 218 (23 October 1981) ხელმისაწვდომია: http://www.paclii.org/libraries/maritime-law/case-summaries-sea-carriage/index.html.

{42} ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ხაზები (Islamic Republic of Iran Shipping Lines) თურქეთის წინააღმდეგ - 40998/98 გადაწყვეტილება 13.12.2007 [III სექცია] 34-ე მუხლი დაზარალებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამართლებრივად და ფინანსურად დამოუკიდებელი კომპანია: დაზარალებულის სტატუსი დადასტურდა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი 1-ელი დამატებით ოქმის 1.2 მუხლი საკუთრებით სარგებლობის კონტროლი, https://hudoc.echr.coe.int/geo#{%22itemid%22:[%22001-120753%22]}.

{43} საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განმარტება საქმეზე #ას-792-1007- 08; http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/ganmarteba43.pdf.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-15

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...