კომერციული ბანკების საქმიანობის - „ოპერაცია“, „პროდუქტი“ და „მომსახურების“ არსის სრულყოფა და მათი განსჯისადმი ავტორებისეული შვიდი მიდგომის ჩამოყალიბების პრობლემატიკა
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2023.08.02.17საკვანძო სიტყვები:
ფინანსური აქტივები, ინოვაციური ინვესტირება, საბანკო კრედიტი, ვალის მომსახურება, ინვესტიციის უკუგებადობაანოტაცია
ნაშრომში განხილულია საბანკო პროდუქტების გაყიდვის სისტემის შექმნის თანამედროვე მომსახურებისა და კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების, ეროვნული ეკონომიკის სისტემის განვითარების ძირითადი ტენდენციების, კლიენტების პოტენციური მოთხოვნის თეორიული კვლევები. ჩამოყალიბებულია მომსახურების თეორიების სამი ძირითადი ეტაპი: პირველი ეტაპი - XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლო და 70-იანი წლების დასაწყისი; მეორე ეტაპი - XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების დასაწყისი; მესამე ეტაპი - XX საუკუნის 1991 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით.
ყურადღება გამახვილებულია საბანკო მომსახურების თეორიაში რიგ პრობლემებზე, როგორებიცაა: დასავლეთის ბანკების გამოცდილების საბანკო მომსახურეობების თანამედროვე ქართულ ბაზარზე გამოყენების თავისებურებები, საბანკო მომსახურეობები კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, საბანკო მომსახურეობები უახლესი საბანკო ტექნოლოგიების გამოყენებით შესწავლილია არასაკმარისად დეტალურად და მითითებულია აღნიშნულის რიგი ობიექტური მიზეზები, როგორებიცაა: ინფორმაციების დახურულობა და მიუღწევადობა, დასავლეთის წყაროებში უპირატესად საერთო მახასიათებლებისა და რეკომენდაციების არსებობა.
ჩამოყალიბებულია მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე საერთაშორისო და ქართულ საბანკო პრაქტიკაში განვითარებადი კომერციული ბანკების საქმიანობის - ოპერაცია, პროდუქტი და მომსახურების ტენდენციებისა და ცნებების სრულყოფა და მათი განსჯისადმი ავტორებისეული შვიდი მიდგომის ჩამოყალიბების პრობლემატიკა, როგორებიცაა: ფულადი, საოპერაციო-ტექნოლოგიური, იურიდიული, მომსახურეობრივი, განუსაზღვრელი, შედეგობრივი, მომსახურეობრივ-საოპერაციო. მითითებულია, რომ საბანკო პროდუქტი - არის „კომერციული ბანკის” ურთიერთდაკავშირებული მომსახურეობებისა და ოპერაციების კომპლექსი. აღნიშნულია, რომ საბანკო მომსახურეობა - არის „კომერციული ბანკის“ მიერ კლიენტებზე მიწოდებადი საბანკო ოპერაციების თანმხლები და ოპტიმიზირებადი საქმიანობის ტექნიკური, ტექნოლოგიური, ფინანსური, ინტელექტუალური და პროფესიონალური სახეობები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Потапова ЕС. Совершенствование банковских продуктов для корпоративных клиентов в рамках внедрения систем дистанционного банковского обслуживания (на примере Красноярского отделения№ 8646 ПАО Сбербанк) (Doctoral dissertation, Сибирский федеральный университет). 2018.
Самсонова, Л.А.. "Дистанционное банковское обслуживание." Философия проблемы информационных технологии и киберпространства. 2012: 81-91.
ასათიანი ვ. ცაავა გ. კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური ანალიზი (თეორია, მეთოდები და პრაქტიკა). თბილისი: დანი. 2014.
ბურდიაშვილი რ.. ფინანსური აღრიცხვა ბანკში. თბილისი: პოლიგრაფისტი.2013.
ცაავა გ, ბიბილური ა, ციფრული ეკონომიკა ფინანსურ ინდუსტრიაში. თბილისი: დანი.2023.
ცაავა გ, ბურდიაშვილი რ, მოსიაშვილი, ვ. რისკოლოგია: ფინანსური რისკების სტრატეგიული მენეჯმენტი. თბილისი: დანი.2020.
ცაავა გ, ხანთაძე, გ. საბანკო მენეჯმენტი (თეორია, მეთოდები და პრაქტიკა). თბილისი: დანი.2015.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .