ქართული ეროვნული იდენტობის მარკერები
DOI:
https://doi.org/10.52340/gbsab.2025.55.03საკვანძო სიტყვები:
ემიგრაცია, მარკერები, ეროვნული იდენტობა, დიასპორა, ისტორიული მეხსიერებაანოტაცია
მიგრაციული პროცესები კაცობრიობის ჩამოყალიბების, განვითარებისა და არსებობის თანმხლები მოვლენაა და სათავეს უძველეს წარსულში იღებს. ძველი „ოიკუმენა“ და მასთან ერთად სამხრეთ კავკასიაც ადრიდანვე მოექცა კულტურული თუ ეთნოკულტურული გავლენების ქვეშ და განაპირობა რეგიონის განსაკუთრებულ, თვითმყოფად ეთნოკულტურულ არეალად ჩამოყალიბება.
საქართველოს საარქივო ფონდებში, ემიგრაციის მუზეუმში დაცული ემიგრაციული ეპისტოლარული მემკვიდრეობის შესწავლა-გაანალიზება საშუალებას გვაძლევს, ნათელი წარმოდგენა ვიქონიოთ ქართული ემიგრაციის სულიერი ღირებულებების ორიენტაციებზე. მათთვის ძირითად ორიენტირს ეროვნულ კულტურასთან, მის ტრადიციებთან კავშირი წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისათვის. ეთნიკური ტრადიციები მშობლიურ ენასთან ერთად არის ის მუხტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ქართველთა თვითშეგნებას. ყოველივე ამის ნათელი დასტურია ქართული ემიგრაციის ღირსეულ წარმომადგენელთა სულიერი მემკვიდრეობა.
უკანასკნელ პერიოდში ემიგრაციის ბოლო თაობების სახით შეინიშნება ეთნოთვითშეგნების შესუსტება, რაც შერეული ქორწინებებისა და ემიგრაციის ხანდაზმულობის გამო ეთნომეხსიერების დაქვეითებით შეიძლება აიხსნას. ქართველ ემიგრანტთა უმრავლესობა წარმოადგენს უცხო გარემოში ასიმილირებულ მოქალაქეებს, რომელთაც ისტორიული სამშობლოს ხატი შორეული მოგონების სახითღა შემორჩენიათ. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ემიგრანტთა ბევრი შთამომავალი აღარ ფლობს მშობლიურ ენას. ის ფაქტი, რომ მშობლიური ენისა და ტერიტორიის მიღმა დარჩენილ, ზოგჯერ კონფესიაშეცვლილი მიგრანტის შეგნებაში ისტორიული მეხსიერების სიმტკიცე, უცხო გარემოსთან ბუნებრივი ასიმილაციის მიუხედავად, ზოგიერთ ეთნიკურად მყარ ფსიქოლოგიურ ნიშან-თვისებას ინარჩუნებს, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება ქართული ემიგრაციის მემკვიდრეობითი თაობების ერთ ადგილზე დამკვიდრების ტენდენციაში. მიგრანტი ყოველთვის გრძნობს სხვადასხვა სახის ბარიერების არსებობას თავის თავსა და ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეს შორის, რასაც ემატება ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფალთა მიერ ემიგრაციის შემზღუდველი რეჟიმის შემოღება, რამაც შესაძლოა, არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩინოს მიგრანტს, რითაც აიხსნება ისტორიული გვარის უცხოურ ქარგაზე გადაკეთების არც თუ იშვიათი შემთხვევები. ქართველ მიგრანტთათვის ყველაზე რთული დასაძლევია ჯერ ფსიქოლოგიური, შემდგომ კი მატერიალური ფაქტორი. მიგრანტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ გარკვეული დროით ეთნიკური თავისებურებების შენარჩუნება ნაწილობრივ შესაძლებელია, თუ იქნება ისტორიულ სამშობლოსთან უწყვეტი კავშირები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აბესაძე ი. სოციალურ-კულტურული ადაპტაციის პრობლემა და ქართული ემიგრაციის აქტუალური პრობლემები , იხ.: ჟურნ. „ახალი პარადიგმები“, N1, 1998, გვ. 120-125;
ავალიშვილი ზ. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, მოგონებები, ნარკვევები, თბ., 1990;
გეგეშიძე მ. ეთნიკური კულტურა და ტრადიციები, თბ., 1975;
გოგიშვილი დ. ქართველთა ეროვნული იდენტობა, იხ.: ჟურნ. „კულტურათა დიალოგი და დიასპორა“, თბ., 2010, N3 გვ. 61-69;
გომართელი ნ. საქართველო და მსოფლიო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, თბ., 2021, გვ. 45-54;
თევზაძე გ. „ქართველი ერის დაბადება, იდენტობა და იდეოლოგია, ეროვნულობა და რელიგიურობა“
მიოლერი ი. ისტორიული მეხსიერება და ნაციონალური იდენტობა
ჩხარტიშვილი მ. ნაციონალური იდენტობა და დიასპორა, იხ.: ჟურნ. „კულტურათა დიალოგი და დიასპორა“, თბ., 2009, გვ. 95-100;
შათირიშვილი ალ. ერის რაობა და მშობლიური გრძნობა, პარიზი, 1962, იხ.: საქ. ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივი, ფონდი N278, აღწ. 1. საქმე 60.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე"

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .