საქართველოში სამეწარმეო სკოლა-ინკუბატორების დაფუძნების საჭიროების შესახებ
DOI:
https://doi.org/10.52340/gbsab.2025.54.02საკვანძო სიტყვები:
სკოლა-ინკუბატორები, სამეწარმეო აზროვნება, ინკლუზიური ბიზნესიანოტაცია
სტატია - „საქართველოში სამეწარმეო სკოლა-ინკუბატორების დაფუძნების საჭიროების შესახებ“ - განხილულია ქვეყანაში რეგისტრირებულ და ფაქტიურად ამუშავებულ (ანუ მოქმედ) საწარმოთა დისბალანსის საკითხი და ამის ძირითად მიზეზად დასახელებულია ბიზნესის მართვაში პოტენციურ მეწარმეთა დაბალი პროფესიონალიზმი. სტატიის ავტორების აზრით, როცა რეგისტრირებულ საწარმოთა საერთო რიცხვიდან აქტიურია მხოლოდ 20-25 პროცენტი, დანარჩენი კი უმოქმედოა, და ეს ვითარება ერთეული შემთხვევა კი არ არის, არამედ, წლიდან -წლამდე მეორდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს ისეთი ადამიანები იწყებენ, რომელთაც ამის ელემენტალური ცოდნა არა აქვთ.
საქართველო 1991 წლიდან დამოუკიდებელი გახდა და დაიწყო სოციალისტური ეკონომიკის გადაყვანა საბაზრო ეკონომიკაზე. მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის დახმარებით გატარდა მრავალი ღონისძიება. ყურადღების გარეშე დარჩა მხოლოდ ბიზნეს-ინკუბატორების დაფუძნების საკითხი და იქ ადამიანებისთვის ბიზნესის სწავლება, რაც მასშტაბურად განხორციელდა პოლონეთშიც, უნგრეთშიც, ჩეხეთშიც და სხვაგანაც.
წინამდებარე სტატია ეძღვნება ამ საკითხის ორგანიზებას საქართველოს რეგიონებში. სტატიის ავტორები იმედოვნებენ, რომ თუ ეს საკითხი მოგვარდება, აღარც ახლადგახსნილ საწარმოთა 75-80% იქნება უმოქმედოდ და აღარც მოსახლოების 40-45% - ღარიბი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ღუდუშაური ზ., ბალიაშვილი ე. მეწარმეობა, მცირე მეწარმეობა: თეორია და პრაქტიკა. თბ., 2004.
ხაბელაშვილი თ. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თანა¬მედ¬როვე მდგომარეობა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები. დისერტაცია. თბ., 2018.
ბიზნეს სექტორი საქართველოში. თბ., 2024.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე"

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .