კოლხეთის უძველესი რკინის მეტალურგიული წარმოების ძეგლების ტექნოლოგიური ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.52340/gmg2023.01.011საკვანძო სიტყვები:
მადანი, წიდა, ჰემატიტი, გოეტიტიანოტაცია
საქართველოს ტერიტორიაზე თვითნაბადი მინერალების, მადნებისა და ქანების მოპოვების, დამუშავების, მიღებისა და გამოყენების კულტურა უძველესია და კაცობრიობის განვითარების ყველა ძირითად ისტორიულ საფეხურს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ რკინის ჟანგეულების და ჰიდროჟანგეულების მცირე მოცულობის მადანგამოვლინებები საქართველოს თითქმის ყველა რაიონში და დიდ სოფელში გვხვდება, რაც ადრეულ პერიოდში საკმარისი იყო ადგილობრივი მცირე წარმოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. საქართველოს რკინის მეორეული მადნების და მადანგამოვლინებების უმეტესობა წარმოქმნილია პირველადი სულფიდური საბადოების ჟანგვის ზონაში დაჟანგვისა და დაშლის შედეგად. ჩვენ მიერ გამოკვლეული მასალა, რომელიც წარმოდგენილია რკინის მადნებისა და წიდების ფრაგმენტებით, გამოვლენილია აჭარის (8 უბნის წიდის ნიმუშები), გურიისა (11 უბნის წიდის ნიმუშები) და სამეგრელოს (9 უბნის მადნისა და წიდის ნიმუშები) ტერიტორიაზე. აღნიშნული მასალა დაექვემდებარა კომპლექსურ: რეტგენოფაზურ, რენტგენოფლუორესცენციურ და მეტალოგრაფიულ ანალიზს. დადგინდა, რომ გურიისა და აჭარის ზღვისპირა ზოლში წარმოდგენილი ძეგლების წიდები მსგავსია, როგორც ვიზუალურად, ასევე, ქიმიური და ნივთიერი შედგენილობით. ვფიქრობთ, რომ ორივე რეგიონში რკინის წარმოებისათვის რკინის ჟანგეულ (ჰემატიტი) და ჰიდროჟანგეულ (გოეტიტი, ლიმონიტი) მინერალებთან ერთად, საწყის მადნებში სპილენძისა და თუთიის სულფიდებიც იყო პარაგენეზისში. სამეგრელოს რეგიონში კი, რკინის წარმოებისათვის მხოლოდ რკინის ჟანგეულები (ჰემატიტი) და ჰიდროჟანგეულები (გოეტიტი, ლიმონიტი) გამოიყენებოდა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
თავაძე ფ., საყვარელიძე თ., აბესაძე ც., დვალი თ. / Tavadze F., Sakvarelidze T., Abesadze Ts., Dvali T.
რკინის მიღების ცივბერვითი პროცესი ძველ საქართველოში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის შრომები (სმამიშ.), II თბილისი, 95-108
თავაძე ფ., ინანიშვილი გ., საყვარელიძე თ., ხეროდინაშვილი ზ., ხარატი რ. / Tavadze F., Inanishvili G., Sakvarelidze T., Kherodinashvili Z.
არქეოლოგიური რკინის კვლევა მიკროზონდზე, სმამ, 74, №2, 389-391.
თავაძე ფ., საყვარელიძე თ., აბესაძე ც., დვალი თ. / Tavadze F., Sakvarelidze T., Abesadze Ts., Dvali T.
რკინის წარმოების ისტორიისათვის საქართველოში, სამუზეუმო ექსპონატების რესტავრაცია, კონსერვაცია, ტექნოლოგია (სრკტ.), კრებული, II თბილისი, 5-61.
ინანიშვილი გ. / Inanishvili G.
რკინის წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე ძვ.წ. XII-I საუკუნეებში, ძიებანი, XII, თბილისი.
ინანიშვილი გ. / Inanishvili G.
ლითონდამუშავება ანტიკური ხანის საქართველოშ, იბერია-კოლხეთი, N 3, თბილისი, 50-56.
ინანიშვილი გ., მაისურაძე ბ., გობეჯიშვილი გ. / Inanishvili G., Maisuradze B., Gobejishvili G.
საქართელოს უძველესი სამთამადნო და მეტალურგიული წარმოება (ძვ.წ. III – I ათასწლეულები), თბილისი.
ინანიშვილი გ./ Inanishvili G
ქართული მეტალურგიის სათავეებთან (ძვ.წ. IV-I ათასწლეუ-ლები),თბილისი.
ფოფორაძე ნ. / Foforadze N.
საქართველოს მინერალები და ქანები, თბილისი.
ხახუტაიშვილი დ. / Khakhutaishvili D.
კოლხეთის რკინის მეტალურგიის სათავეებთან, კრ. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, I, თბილისი, 45-58.
ხახუტაიშვილი დ. / Khakhutaishvili D.
რკინის მეტალურგიის ჩასახვა-განვითარების პირველადი ცენტ¬რე¬ბის საკითხისათვის. ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი-საიუბილეო კრებული, თბილისი.
ხახუტაიშვილი დ. / Khakhutaishvili D.
ძველკოლხური რკინის მეტალურგიის ისტორიისათვის (ოჩხამუ¬რის ხეობა). კრ. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, VII, 17-34.
ხახუტაიშვილი დ. / Khakhutaishvili D.
მასალები რკინის წარმოების ადრეული საფეხურისათვის ჩრდილო კოლხეთში (1972 წლის არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები), სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, IX, თბილისი, 3-38.
ხახუტაიშვილი დ. / Khakhutaishvili D.
რკინის წარმოების ძველკოლხური კერა სუფსა-გუბაზეულის ხეობაში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, X, 3-36.
ხახუტაიშვილი ნ., თავამაიშვილი გ. / Khakhutaisvili D., Tavamaishvili G.
უძველესი რკინის მეტალურგიის ახალი კერა ჩაქვისწყლის ხეობაში, ძიებანი, № 9, თბილისი, 34-40.
ხახუტაიშვილი დ., ხახუტაიშვილი ნ. / Khakhutaishvili D., Khakhutaishvili N.
შავი მეტალურგიის უძველესი კერა აჭარის ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა, I, ბათუმი, 198-203.
ხახუტაიშვილი ნ. / Khakhutaishvili N
ჭოროხის აუზის რკინის საწარმოო კერის კიდევ ერთი სახელოსნო უბანი, კრ. გონიო-აფსაროსი, VIII, ბათუმი.
Erb-Satullo N., Gilmour B., Khakhutaishvili N. / ერბ-სატულლო ნ., გილმოური ბ., ხახუტაიშვილი ნ.
Late Bronze and Early Iron Age copper smelting technologies in the South Caucasus: The view from ancient Colchis c. 1500-600 BC, Journal of Archaeological Science, 49, 147-159.
Erb-Satullo N., Gilmour B., Khakhutaishvili N. / ერბ-სატულლო ნ., გილმოური ბ., ხახუტაიშვილი ნ.
Crucible technologies in the Late Bronze-Early Iron Age South Caucasus: Copper processing, tin bronze production, and the possibility of local tin ores, Journal of Archaeological Science, 61, 260-276.
Erb-Satullo N., Gilmour B., Khakhutaishvili N. / ერბ-სატულლო ნ., გილმოური ბ., ხახუტაიშვილი ნ.
The metal behind the myths: Iron smelting in the southeastern Black Sea region, Antiquity, 94, 401-419.
Khakhutaishvili N. / ხახუტაიშვილი ნ.
Development of iron metallurgy in West Transcaucasia (Historical Kolkhe¬ti), “METALLA”, № 12, Deutsche Bergbau-Museum, Bochum, Deutsche Bergbau-Museum, Bochum, 80–87.
Khakhutaishvili N. / ხახუტაიშვილი ნ.
Ancient iron production related to the recent findings on Gonio Castle surroundings (2001–2003), Eirene. Studia Graeca et Latina XLII, 222–234.
Khakhutaishvili N. / ხახუტაიშვილი ნ.
Chorokhi workshop of the ancient Colchian centre of iron metallurgy (Excavations in 2001), in A. Sagona, M. Abramishvili (eds), Archaeology in Southern Caucasus: Perspectives from Georgia, Ancient Near Eastern Studies Supplement 19, Leuven, 397–405.
Khakhutaishvili D. A. / ხახუტაიშვილი დ.ა.
[1987], The Manufacture of Iron in Ancient Colchis, BAR International Series 1905, Archaeopress, Oxford.
Инанишвили Г. В. / Inanishvili G.V.
Железо на Южном Кавказе, Археология Кавказа (АК.), 1. Тбилиси.
Хахутаишвили Д.А. / Khakhutaishvili D.A.
Сырьевая база и техника производства железа в древней Колхиде. Сб. „История горной науки и техники“, Тбилиси.
Хахутаишвили Д. / Khakhutaishvili D.
Производство железа в древней Колхиды, Мецниереба, Тбилиси.