სიმბოლო - ნიშანთა სემანტიკა აჭარის ეთნოკულტურაში (ჯვარი)
DOI:
https://doi.org/10.52340/gmg2023.01.22საკვანძო სიტყვები:
სიმბოლო, რიტუალი, ჯვარი, ეთნოკულტურაანოტაცია
უძველესი ადამიანის აზროვნების წესი უაღრესად სიმბოლურია. არქაული ადამიანის მსოფლაღქმა აერთიანებს სიმბოლურ აზროვნებასა და სიმბოლურ ქმედებას, რომელიც შემონახულია მითორიტუალურ სისტემაში და სიმბოლოს ხატოვან სახე-ნიშანს, რომელიც დაფიქსირებულია მატერიალურ კულტურაში. სიმბოლოში კოდიფიცირებულია უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ადამიანების საკრალური წარსულიდან. კოლექტიურ მეხსიერებაში დალექილი ეს ცოდნა სწორედ სიმბოლოს მეშვეობით გადაეცამა თაობიდან თაობას. ამგვარად, სიმბოლო-ნიშნის მეშვეობით ხდება გარკვეული აზრის მქონე შინაარსის გადაცემა, სიმბოლოს სემანტიკის კვლევა კი, სწორედ ამ შინაარსის გახსნაში გვეხარება. ყველაზე ხატოვნად ადამიანების სიმბოლური აზროვნება აისახება მატერიალურ კულტრაში, ხელოვნების ტრადიციული დარგების ნიმუშებში, დაწყებული ინტერიერის დეკორიდან, ტანსაცმლის ორნამენტით დასრულებული. ამავე დროს, სიმბოლო-ნიშანთა სემანტიკის კვლევა არამატერიალური კულტურის მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემის დასმისა და გადაჭრის საშუალებას იძლევა, რადგან სიმბოლო ასახავს ადამიანების მსოფმხედველობის გენეზისისა და ტრანსფორმაციის პროცესებს და თუ შევძლებთ ამ სიმბოლური ნიშნების წაკითხვას, ჩვენთვის გასაგები გახდება ამა თუ იმ წეს-ჩვეულების არსი, რიტუალის დანიშნულება. ნიშანი თავისთავად არ არის სიმბოლო. სიმბოლოდ ნიშანი იქცევა მაშინ, როცა ეძლევა გარკვეული აზრი, განსაკუთრებული საკრალური მნიშვნელობა. ასეთი განსაკუთრებული საკრალურობით გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ასტრალური სიმბოლო ჯვარი. იგი, როგორც ნიშანი-სიმბოლო, კარგადაა ცნობილი ქრისტიანული იკონოგრაფიიდან, მაგრამ ქართველთა მითორიტუალურ ცნობიერებაში შემონახულია ამ სიმბოლოს ქრისტიანული კონტექსტისგან განსხვავებული სემანტიკა. სტატიაში, აჭარის ეთნოგრაფიული ყოფის მაგალითზე, მიმოხილულია ჯვრის სიმბოლური გააზრების სხვადასხვა ასპექტი, მითორიტუალურ მოდელებში ჯვრის სიმბოლური დატვირთვა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ჯ.ვარშალომიძე, ქრისტიანული მოტივები აჭარის ხალხურ დეკორატიულ ხელოვნებაში, ჯვარი, ჩვენი სულიერების ბალავარი, II, თბ., 2010
ი.სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005
თ.სახოკია, მოგზაურობანი, თბ., 1950
ი.სურგულაძე, ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, თბილისი, 1986
ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი, აჭარა, ბათუმი, 2018
გ.ჩიტაია, ქვის კუბო ქვემო ალმედან, მოამბე, VIII, თბ., 1940
გ.ჩიტაია, შრომები, II, თბ., 2000