ოსმალთა ბატონობის გავლენა აჭარაზე აჭარის მუზეუმის, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული მასალების მიხედვით

ოსმალთა ბატონობის გავლენა აჭარაზე აჭარის მუზეუმის, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული მასალების მიხედვით

ავტორები

  • ქეთევან დეკანაძე სსიპ აჭარის მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.17

საკვანძო სიტყვები:

იაზმა, ჩადრი, ფესი თეფელუღი, დუვალი და ვალა, ჩათხი, თორი, ჩათაკა, ელეგი, ფეშტემალი, ზუბუნ-ფარაგა, იჩლუღი, სიხმა, ჩაქურა, ყაბალახი, იახა

ანოტაცია

საქართველო თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის, მასზე გამავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზებისა და მდიდარი ბუნებრივი რესურსის გამო, ყოველთვის ექცეოდა სხვადასხვა დამპყრობელთა ინტერესებში. საქართველო ვერც ოსმალთა აგრესიას გადაურჩა. ქართველი ერი არც ერთ მტკაველ მიწას უბრძოლველად არ თმობდა, მაგრამ მტრის სიმრავლემ, ფეოდალთა სეპარატიზმა განაპირობა მათი დამარცხება. მრავალსაუკუნოვანმა ბატონობამ ცხადია, თავისი კვალი დაამჩნია და გავლენა იქონია აჭარის ყოფასა და კულტურაზე. ამ პროცესებს კარგად წარმოაჩენს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული მასალა. სწორედ ამიტომაცაა ჩვენთვის საყურადღებო ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში არსებული აჭარული სამოსი, რომელიც ნათლად ცხადყოფს ამ პერიოდში მიმდინარე პროცესებსა და შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ამ დროის აჭარული სამოსი ბევრად მრავალფეროვანია. მიუხედავად ჩვენი ქვეყნის ურთულესი ისტორიული პირობებისა, აჭარამ  თავისი განვითარების მანძილზე შეძლო საკუთარი ტრადიციების, მხატვრული ინდივიდუალობისა და ზოგად-ქართული იერის შენარჩუნება, თუმცა უცხო ქვეყნის გავლენა აშკარაა. ცხადია, ოსმალთა გავლენა ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე გაცილებით ფართოა, თუმცა ის ცალკე კვლევა-ძიების საგანია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ქეთევან დეკანაძე, სსიპ აჭარის მუზეუმი

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის

 მეცნიერ-მუშაკი; ბსუ დოქტორანტი, ისტორიის უფროსი მასწავლებელი

წყაროები

• ბატონიშვილი ვ., აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, 1941;

• ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, თბილისი 1987;

• ბეზარაშვილი ც.,ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშ, თბილისი, 1974;

• გვათუა ნ., ქართველ ქალთა ჩაცმულობა,თბილისი, 1970;

• გვათუა ნ.,ჩაცმულობის ისტორიიდან (ქალის ქართული ჩაცმულობა XIX და XX სს დასაწყისი) თბილისი, 1967;

• ვარშალომიძე ჯ., ხალხური დეკორატიული ქსოვილები და ნაქარგობა (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა XIII) თბ.1986;

• ზუტნერი ა., აჭარლები, თბ.2007 წ;

• მუზეუმის მაცნე IX (ტრადიციული სამოსი აჭარაში), ბათუმი, 2017;

• მური ჟ., ბათუმი და ჭოროხის აუზი, ბათუმი 1962;

• ნოღაიდელი ჯ., ეთნოგრაფიული ნარკვევები აჭარელთა ყოფა-ცხოვრებიდან, თბილისი, 1935;

• სამსონია ი., ტანსაცმელი და ჩაცმულობა (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა, II) ბათუმი 2009;

• სამსონია ი ., ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი 2005;

• სახოკია თ., მოგზაურობანი, ბათუმი 1985;

• ფუტკარაძე შ., ჩვენებურების ქართული, ბათუმი, 1993;

• ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი, აჭარა, ბათუმი 2019 წ;

• ყაზბეგი გ., სამი თვე თურქეთის საქართველოში, თბილისი, 1995;

• შალიკავა მ., უცხოელი მოგზაურები აჭარული ჩაცმულობის შესახებ, (აჭარის საარქივო სამმართველო), ბათუმი 2010;

• ჩოფიკაშვილი ნ., ქართული კოსტიუმი (VI-XIV სს), თბ. 1964;

• ციციშვილი ი., მასალები ქართული ჩაცმულობის ისტორიისათვის, თბ. 1964;

• ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. III-IV, თბ.1962;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-31

როგორ უნდა ციტირება

დეკანაძე ქ. (2023). ოსმალთა ბატონობის გავლენა აჭარაზე აჭარის მუზეუმის, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული მასალების მიხედვით. მუზეუმი და გლობალიზაცია, 1(1), 186–197. https://doi.org/10.52340/gmg2023.01.17

გამოცემა

სექცია

ეთნოლოგია
Loading...