ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში (სინდიეთი) 2022 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში (სინდიეთი) 2022 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები

ავტორები

  • თამარ შალიკაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • იზოლდა დუმბაძე სსიპ აჭარის მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.13

საკვანძო სიტყვები:

სინდიეთი - ხელვაჩაური, მარანი, ქვევრი, საწნახელი

ანოტაცია

აჭარის მუზეუმის, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ექსპედიციის წევრები: თამარ შალიკაძე, ემზარ კახიძე, იზოლდა დუმბაძე, არჩილ მალაყმაძე, ნუგზარ აფაქიძე), 2022 წელს კვლევითი სამუშაოები სოფელ სინდიეთში აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.  ძირითადი სამუშაოები წარმოებდა წინა წელს გამო-ვლენილი მარნის სამხრეთით  მიკვლეული ქვის ყორისა და მოზრდილი წყობის  დაზუსტების მიზნით.  გაიწმინდა  საშუალო ქვებისაგან ნაშენი ოთხკუთხა ფორმის ავზი, რომელიც დაწურული წვენის მოსაკავებლად ყოფილა გამართული, ე.წ. ისარნა. იგი თავის დროზე კირქვით ყოფილა შელესილი.  რამდენიმე დღიანი სამუშაოების შედეგად გამოჩნდა  ქვითკირით ნაშენი, კარგად დაცული საწნახელიც. როგორც ცნობილია, საწნახელი ყურძნის დაწურვასთან და ღვინის დაყენებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პირველ ინვენტარს წარმოადგენს. საქართველოში ქვითკირით ნაგები საწნახლები X-XI საუკუნიდან ჩნდება, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განსაკუთრებულ დაწინაურებაზე მეტყველებს. აჭარაში ისინი მრავლადაა დაფიქსირებული მაჭახლის ხეობაში, ქედისა და შუახევის მუნიც-ის სოფლებში და სხვ.   თვით საწნახლისა და ავზის ტერიტორიაზე ჩნდება სხვადასხვა დოქისა და ჯამების ფრაგმენტები. მარანი წინასწარეულად განვითარებული თუ გვიანი შუასაუკუნეებით უნდა დათარიღდეს. თუმცა  ვიდრე არ დასრულდება კომპლექსის ბოლომდე შესწავლა თარიღზე საუბარი ნაადრევად გვეჩვენება. წინ საინტერესო სიახლეები გველის.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

თამარ შალიკაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ აჭარის მუზეუმის სამეცნიერო და საგამომცემლო საქმისკურატორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პადაგოგი.

იზოლდა დუმბაძე, სსიპ აჭარის მუზეუმი

აჭარის მუზეუმის, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის სამსახურის უფროსი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი.

წყაროები

თოფურია ნ. ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფის ისტორიიდან, თბ., 1984.

კახიძე ნ. მაჭახლის ხეობა, ბათუმი. 1974.

კახიძე ა., მამულაძე შ., აწარის არქეოლოგიური ძეგლები, ბათ. 2018.

ფრუიძე ლ. მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, თბ., 1974.

ფრუიძე ლ. საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია, წიგნი მესამე, თბ., 2018.

ჯორჯაძე ლ. მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება ხელმ-ძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლობისა, ტფილისი. 1976.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-27

როგორ უნდა ციტირება

შალიკაძე თ., & დუმბაძე ი. (2023). ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში (სინდიეთი) 2022 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები . მუზეუმი და გლობალიზაცია, 1(1), 139–147. https://doi.org/10.52340/gmg2023.01.13

გამოცემა

სექცია

არქეოლოგია
Loading...