ლევანტის საპაიო კომპანია

ლევანტის საპაიო კომპანია

ავტორები

  • იზოლდა ბელთაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.03

საკვანძო სიტყვები:

კომპანია, ვაჭარ-ავანტიურისტი, ლევანტი, მონოპოლიური, პროტექციონისტური, ქარტია

ანოტაცია

ლევანტის კომპანია იყო ინგლისის ერთ-ერთი აქციონერული კომპანია, რომელიც წარმოიშვა 1581 წელს.  საპაიო კომპანიაში გაერთიანებული იყო ლონდონის  ვაჭარ-ავანტიურისტთა კომპანიასთან შედარებით უფრო მდიდარი ვაჭრები, რომელთაც ბრუნვაში ჰქონდათ დიდი ოდენობის კაპიტალი, რაც მათ საშუალებას აძლევდა გაეწია დიდძალი ხარჯები ლევანტის ქვეყნებში. ვაჭარ-ავანტიურისტთა კომპანიის ცალკეული  წევრი ვაჭრობდა დამოუკიდებლად. თვითონ უზრუნველყოფდა ფრახტს. თავის თავზე იღებდა ვაჭრობის დროს ზარალს და მოგებასაც. კომპანიის ვაჭრობა იყო უმთავრესად კონტინენტური და ვერ გასწევდა ხარჯებს შორეული   ვაჭრობისათვის, ხოლო ლევანტის კომპანიამ ეს შეძლო. 1588 წლისთვის- Levant Company- გადაკეთდა მარეგულირებელ, მონოპოლიურ  კომპანიად ლევანტის ქვეყნებში (შუა საუკუნეების ეპოქაში ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებს-მცირე აზიას, სირიას, პალესტინას, ეგვიპტეს, საბერძნეთს მიაკუთვნებდნენ ლევანტის ქვეყნებს, რომლებიც შედიოდნენ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში) და მისი  სტატუსი იყო - სააქციო კომპანია. 1592 წლის  7 იანვარს კომპანიას მიენიჭა ახალი წესდება, რომლის მიხედვით კომპანიასთან გაერთიანდა თურქეთის და ვენეციის  კომპანიები. 1581 წლის ქარტიით ინგლისელ ვაჭრებს მიენიჭათ 12 წლით ვაჭრობის უფლება. 1601 წელს კი 15 წლით. 1661 წელს მეფე ჩარლზ II-ის წესდებით, კომპანია გადაკეთდა პოლიტიკურ ორგანოდ, რომელსაც  საკანონმდებლო უფლება  ჰქონდა ლევანტის ქვეყნებში. კომპანიის წევრების რაოდენობა შეზღუდული არ იყო. ძირითადი კანდიდატი უნდა ყოფილიყო საბითუმო მოვაჭრე ან შვიდწლიანი სტაჟის მქონე. 25 წლამდე პირები დაიშვებოდა  თუ  გადაიხდიდა 25 ფუნტს. ხოლო ზემოთ მყოფი ასაკის მქონე ორჯერ დიდს.  კომპანიის წევრთა რაოდენობა სხვადასხვა დროს დასახელებულია:  29, 43, 119, 300 კაცი. ლევანტის კომპანიაში  გაერთიანებული იყვნენ, გარდა ლონდონელებისა, ასევე პროვინციელი  ვაჭრებიც. ასევე  კომპანიის ვაჭრები გაერთიანებული იყვნენ  სამ და მეტ კომპანიაში. ვაჭართა დიდი კაპიტალი რომ არა ისინი ვერ შეძლებდნენ ერთდროულად რამოდენიმე კომპანიის სავაჭრო საქმეებში მონაწილეობას. ლევანტის კომპანიას სათავეში ედგა მმართველი -გუბერნატორი, რომელსაც ჰყავდა 12 თანაშემწე. კომპანიას ასევე  ჰყავდა პასუხისმგებელი წარმომადგენლები იმ ადგილებში, სადაც მას ჰქონდა კომერციული გარიგებები. ასეთი იყო ელჩი კონსტანტინოპოლში და კონსულები, ვიცე-კონსულები ლევანტის სხვადასხვა ქალაქში.  გარდა ამისა, საელჩოს თანამშრომლები იყვნენ თარჯიმნები, ხაზინადარი და მქადაგებელი. კომპანიას დაწესებული ჰქონდა იმპორტის და ექსპორტის  რეგულირების წესები. ინგლისიდან გაჰქონდა ძირითადად მაუდის ქსოვილები, ხოლო შემოჰქონდა აბრეშუმი, ბამბა, მოცვი, ნარკოტიკები, ილზი, ჯავზი, პილპილი, მიხაკ- დარიჩინი, ღვინოები, და სხვა აღმოსავლური საქონელი. ძირითადად ვაჭრობდნენ: ვენეციაში,  ზანტში, კეფალონიაში, კანდიაში, კონსტანტინეპოლში, სციოში, ალეპოში, ტრიპოლში, ალჟირში, კარტეხანში, ალიკანტეში, ბარსელონაში, ვალენსიაში, მარსელში, ასევე არ უშვებდნენ გადაჭარბებული რაოდენობის საქონლის გატანას და შემოტანას, ვინაიდან ეს გამოიწვევდა საქონლის ჩაწოლას და მოგება ნაკლები დარჩებოდა. ლევანტის  კომპანია ყოველწლიურად ქვეყანას აძლევდა შემოსავლის სახით 4 ათას ფუნტ სტერლინგს. სამეფო ხელისუფლება არ უშვებდა ურთიერთობის გამწვავებას ლევანტის ქვეყნებთან: ვენეციასთან, თურქეთთან, მიუხედავად ინგლისელ ვაჭართა არაერთი უკმაყოფილებისა, ვინაიდან პოლიტიკური თვალსაზრისით ინგლისისათვის წამგებიანი იქნებოდა ეს. აი, ეს არის სწორედ დიპლომატია. უმჯობესი იყო დაზარალებულიყო  ინგლისელი ვაჭარები, ვიდრე გამწვავებულიყო ურთიერობა ლევანტის ქვეყნებთან.   ინგლისელმა ვაჭრებმა განავითარეს ბამბის და აბრეშუმის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც ვითარდებოდა კაპიტალისტური  გზით, რაშიაც  ინგლისს  დაეხმარა მაუდის ქსოვილების წარმოების გამოცდილება. საბოლოოდ, ინგლისური ქსოვილებით ვაჭრობა ლევანტის ქვეყნებში დიდძალ მოგებას უტოვებდა ინგლისს. ასევე აღმოსავლური საქონლის (ნედლეულის)  აბრეშუმის, ბამბის  შემოტანამ  ხელი შეუწყო შესაბამისი წარმოების განვითარებას, რამაც  განაპირობა ქვეყნის  ეკონომიკური დაწინაურება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

იზოლდა ბელთაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

წყაროები

ბელთაძე-ხინიკაძე ი (2009). ინგლისის სავაჭრო კომპანიები დ კოლონიური ექსპანსია ( XV-XVII ს. დასაწყისში),თბილისი.

EPSTEIN M.A., (1908) THE EARLY HISTORY OF THE LEVANT COMPANY. LONDON

Мортон А.А. (1950) История Англии. Москва.

Осокин М.Г. (1982) Торговля Англии с Левантом в период кризиса Английского абсолютизма (1600-1640). Москва .

Штокмар В.В., (1962) Экономическая политика английского абсолютизма в эпоху его расцвета. Ленинград.

Яброва М.М., (1983) Зарождение раннекапиталистических отношений в английском городе (Лондон XІV- начале XVІ века) Автореферат дисс. на соиск.учен.степ. доктора ист.наук. Саратов,

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-27

გამოცემა

სექცია

ისტორია
Loading...