რეკონტექსტუალიზებული ახალი ამბავი (ქართული ტელეარხების Facebook ქარდების მაგალითზე)

ავტორები

  • თინათინ მაჭარაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-7794-1648

საკვანძო სიტყვები:

ქარდი, რეკონტექსტუალიზაცია, ტელემედია, სოციალური მედია, Facebook, დისკურსის ანალიზი

ანოტაცია

თანამედროვე მედიაგარემოში, ახალი ტექნოლოგიების მზარდი განვითარების ერაში აუდიტორია ახალი ამბების გასაცნობად უფრო აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას (Newman, N., al., 2026), ვიდრე სატელევიზიო გადაცემებს, ამიტომ ტრადიციული მედიასაშუალებების განვითარების სტრატეგიაში სოციალური გვერდების შექმნა-დახვეწა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ახალი ამბის გადაცემის ერთ-ერთი ახალი ფომა, ქარდი,  ტელევიზიების Facebook გვერდებზე ხშირად გვხვდება ვიზუალურ კონტენტს შორის.  ტექსტისა და გამოსახულების კომბინაციით შექმნილი გრაფიკული პოსტების, ქარდების, შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს ცალკეული კვლევებიც, მაგალითად, ევროპულ საზოგადოებრივი მაუწყებლობის კონტექსტში  პფურტშელერის ნაშრომი (Pfurtscheller, 2020) და ამერიკულ კომერციულ სივრცეში გუო და სუნის რაოდენობრივი ანალიზი (Guo & Sun, 2024). ქართული მედია კი ამ თვალსაზრისით სრულიად შეუსწავლელია, რაც განსაზღვრავს წინამდებარე კვლევის აქტუალობას.

კვლევის მიზანია საქართველოს ხუთი წამყვანი ტელეარხის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის, იმედის, ფორმულასა და ტვ.პირველის, Facebook გვერდებზე გამოქვეყნებული ქარდების ანალიზი თვისებრივ ანალიზზე დაყრდნობით, რათა დადგინდეს მსაგვასება და განსხვავება ქარდების სტრუქტურულ და დიზაინურ მოდელებს შორის და შესაბამისად, გამოიკვეთოს, რა ფუნქციას ასრულებს ქარდი (ინფორმირება, ემოციური აქცენტირება, „გასაზიარებლობის" სტიმულირება) თითოეული მაუწყებლის საკომუნიკაციო სტრატეგიაში.

კვლევამ ცხადჰყო, რომ მსგავსი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეარხები იყენებენ  ქარდების თითქმის ერთნაირ სტრუქტურულ და დიზაინურ მოდელებს.  რაც შეეხება ქარდის ფუნქციას საკომუნიკაციო სტრატეგიაში, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ტვ. პირველი იყენებს პრომოციულ მიდგომას,  დანარჩენი ოთხივე ტელეარხი ახდენს პოლარიზაციის პროვოცირებას, გამოაქვს რა ქარდის ვერბალურ კოდად პოლიტიკურად სენსიტიური განცხადება ჩარჩოს გარეშე.

ამგვარად, კვლევა გვთავაზობს ემპირიულ საფუძველს მომავალი, უფრო ფართომასშტაბიანი (მათ შორის რაოდენობრივი) კვლევებისთვის ქართულ კონტექსტში, რაც გაამდიდრებს პოსტსაბჭოთა მედიაგარემოს შესახებ სამეცნიერო ლიტერატურას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

თინათინ მაჭარაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

წყაროები

აკადემიური წყაროები:

Guo, M., & Sun, F.-S. (2024). Local news on Facebook: How television broadcasters use Facebook to enhance social media news engagement. Journalism Practice, 18(5), 1100–1118. https://doi.org/10.1080/17512786.2022.2074519

Moran, G., Muzellec, L., & Johnson, D. (2020). Message content features and social media engagement: Evidence from the media industry. Journal of Product & Brand Management, 29(5), 533–545. https://doi.org/10.1108/JPBM-09-2018-2014

Newman, N., Robertson, C. T., Eddy, K., & Nielsen, R. K. (2026). Reuters Institute digital news report 2026. Reuters Institute for the Study of Journalism, University of Oxford. https://reutersinstitute.politics.ox.ac.uk/digital-news-report/2026

Pfurtscheller, D. (2020). More than recycled snippets of news: Quote cards as recontextualized discourse on social media. AILA Review, 33(1), 204–226. https://doi.org/10.1075/aila.00037.pfu

Thomson, T. J., & Anderson, R. (2025). Audience perceptions of engaging news photos: A picture-sorting and interview study. Journalism Practice. Advance online publication. https://doi.org/10.1080/17512786.2025.2499882

Tsuladze, L., & Abzianidze, N. (2025). Polarisation through deviation discourse: strategic usage of Europeanisation by political and media actors in Georgia. East European Politics, 41(2), 294–315. https://doi.org/10.1080/21599165.2025.2491139

არააკადემიური წყაროები:

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალი https://analytics.comcom.ge

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის Facebook გვერდი https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge

ტელეკომპანია პირველის Facebook გვერდი https://www.facebook.com/tvpirveli.ge/?locale=ka_GE

ტვ. იმედის Facebook გვერდი

https://www.facebook.com/tvimedi/?locale=ka_GE

ფორმულას Facebook გვერდი https://www.facebook.com/TVFormula/?locale=ka_GE

რუსთავი 2-ის Facebook გვერდი https://www.facebook.com/rustavi2/?locale=ka_GE

აბსტრაქტის ინგლისურ ენაზე თარგმნისას გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-22

როგორ უნდა ციტირება

მაჭარაშვილი თ. (2026). რეკონტექსტუალიზებული ახალი ამბავი (ქართული ტელეარხების Facebook ქარდების მაგალითზე). მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში, (1). Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/media/article/view/5382

გამოცემა

სექცია

სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.