რეკონტექსტუალიზებული ახალი ამბავი (ქართული ტელეარხების Facebook ქარდების მაგალითზე)
საკვანძო სიტყვები:
ქარდი, რეკონტექსტუალიზაცია, ტელემედია, სოციალური მედია, Facebook, დისკურსის ანალიზიანოტაცია
თანამედროვე მედიაგარემოში, ახალი ტექნოლოგიების მზარდი განვითარების ერაში აუდიტორია ახალი ამბების გასაცნობად უფრო აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას (Newman, N., al., 2026), ვიდრე სატელევიზიო გადაცემებს, ამიტომ ტრადიციული მედიასაშუალებების განვითარების სტრატეგიაში სოციალური გვერდების შექმნა-დახვეწა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ახალი ამბის გადაცემის ერთ-ერთი ახალი ფომა, ქარდი, ტელევიზიების Facebook გვერდებზე ხშირად გვხვდება ვიზუალურ კონტენტს შორის. ტექსტისა და გამოსახულების კომბინაციით შექმნილი გრაფიკული პოსტების, ქარდების, შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს ცალკეული კვლევებიც, მაგალითად, ევროპულ საზოგადოებრივი მაუწყებლობის კონტექსტში პფურტშელერის ნაშრომი (Pfurtscheller, 2020) და ამერიკულ კომერციულ სივრცეში გუო და სუნის რაოდენობრივი ანალიზი (Guo & Sun, 2024). ქართული მედია კი ამ თვალსაზრისით სრულიად შეუსწავლელია, რაც განსაზღვრავს წინამდებარე კვლევის აქტუალობას.
კვლევის მიზანია საქართველოს ხუთი წამყვანი ტელეარხის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის, იმედის, ფორმულასა და ტვ.პირველის, Facebook გვერდებზე გამოქვეყნებული ქარდების ანალიზი თვისებრივ ანალიზზე დაყრდნობით, რათა დადგინდეს მსაგვასება და განსხვავება ქარდების სტრუქტურულ და დიზაინურ მოდელებს შორის და შესაბამისად, გამოიკვეთოს, რა ფუნქციას ასრულებს ქარდი (ინფორმირება, ემოციური აქცენტირება, „გასაზიარებლობის" სტიმულირება) თითოეული მაუწყებლის საკომუნიკაციო სტრატეგიაში.
კვლევამ ცხადჰყო, რომ მსგავსი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეარხები იყენებენ ქარდების თითქმის ერთნაირ სტრუქტურულ და დიზაინურ მოდელებს. რაც შეეხება ქარდის ფუნქციას საკომუნიკაციო სტრატეგიაში, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ტვ. პირველი იყენებს პრომოციულ მიდგომას, დანარჩენი ოთხივე ტელეარხი ახდენს პოლარიზაციის პროვოცირებას, გამოაქვს რა ქარდის ვერბალურ კოდად პოლიტიკურად სენსიტიური განცხადება ჩარჩოს გარეშე.
ამგვარად, კვლევა გვთავაზობს ემპირიულ საფუძველს მომავალი, უფრო ფართომასშტაბიანი (მათ შორის რაოდენობრივი) კვლევებისთვის ქართულ კონტექსტში, რაც გაამდიდრებს პოსტსაბჭოთა მედიაგარემოს შესახებ სამეცნიერო ლიტერატურას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აკადემიური წყაროები:
Guo, M., & Sun, F.-S. (2024). Local news on Facebook: How television broadcasters use Facebook to enhance social media news engagement. Journalism Practice, 18(5), 1100–1118. https://doi.org/10.1080/17512786.2022.2074519
Moran, G., Muzellec, L., & Johnson, D. (2020). Message content features and social media engagement: Evidence from the media industry. Journal of Product & Brand Management, 29(5), 533–545. https://doi.org/10.1108/JPBM-09-2018-2014
Newman, N., Robertson, C. T., Eddy, K., & Nielsen, R. K. (2026). Reuters Institute digital news report 2026. Reuters Institute for the Study of Journalism, University of Oxford. https://reutersinstitute.politics.ox.ac.uk/digital-news-report/2026
Pfurtscheller, D. (2020). More than recycled snippets of news: Quote cards as recontextualized discourse on social media. AILA Review, 33(1), 204–226. https://doi.org/10.1075/aila.00037.pfu
Thomson, T. J., & Anderson, R. (2025). Audience perceptions of engaging news photos: A picture-sorting and interview study. Journalism Practice. Advance online publication. https://doi.org/10.1080/17512786.2025.2499882
Tsuladze, L., & Abzianidze, N. (2025). Polarisation through deviation discourse: strategic usage of Europeanisation by political and media actors in Georgia. East European Politics, 41(2), 294–315. https://doi.org/10.1080/21599165.2025.2491139
არააკადემიური წყაროები:
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალი https://analytics.comcom.ge
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის Facebook გვერდი https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
ტელეკომპანია პირველის Facebook გვერდი https://www.facebook.com/tvpirveli.ge/?locale=ka_GE
ტვ. იმედის Facebook გვერდი
https://www.facebook.com/tvimedi/?locale=ka_GE
ფორმულას Facebook გვერდი https://www.facebook.com/TVFormula/?locale=ka_GE
რუსთავი 2-ის Facebook გვერდი https://www.facebook.com/rustavi2/?locale=ka_GE
აბსტრაქტის ინგლისურ ენაზე თარგმნისას გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი.


