About

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი „მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში“ არის ორ ენოვანი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლის მიზანია ცოდნის გაზიარება, სიახლის შექმნა, მეცნიერების განვითარება მედიისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებით განხორციელებული უახლესი კვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ჟურნალი შესაძლებლობას აძლევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალსა და ახალგაზრდა მკვლევრებს გამოაქვეყნონ პრაქტიკული ღირებულების სტატიები.

გამომცემელი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოცემის ადგილი: საქართველო

კატეგორია: მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის კვლევები

შესრულების ენა: ქართული და ინგლისური

ფორმატი: PDF

რეცენზირება:

ჟურნალში რეცენზირება ხდება ორმაგი, ბრმა მეთოდით, რაც გულისხმობს, რომ ავტორებსა და რეცენზენტებს არ აქვთ ინფორმაცია მეორე მხარის იდენტობის შესახებ.

თითოეული სტატიის შეფასებისთვის საჭიროა ერთი რეცენზენტი.

სტატიის შეფასებისათვის საჭირო დღეების რაოდენობა - 10 დღე.

ავტორის მიერ სტატიის ხელახლა განხილვის რეების რაოდენობა - 15 დღე.

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე mediastudies@bsu.edu.ge