ღვიძლის საკუთარი არტერიის ანევრიზმა: იშვიათი კლინიკური შემთხვევის აღწერა
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

ღვიძლის საკუთარი არტერიის ანევრიზმა
სპლენექტომია
ვასკულური პათოლოგია

როგორ უნდა ციტირება

არჩვაძე ნ., უთრუთაშვილი მ., & ბარლიანი დ. (2025). ღვიძლის საკუთარი არტერიის ანევრიზმა: იშვიათი კლინიკური შემთხვევის აღწერა. ახალგაზრდა მკვლევარები, 3(4), 37–43. https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.05

ანოტაცია

წარმოდგენილი შემთხვევა ასახავს 77 წლის მამაკაცში ღვიძლის საკუთარი არტერიის ანევრიზმის ქირურგიული მართვის სირთულეს. პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, არტერიული ჰიპოტენზიით, ჰიპოგლიკემიით, მუცლის ძლიერი ტკივილითა და გულისრევით. ანამნეზში აღენიშნებოდა ცერებრული და კორონარული დაავადებები.

კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა 2.8 სმ-იანი ანევრიზმა ღვიძლის საკუთარ არტერიაში, რომელიც აწვებოდა პორტულ ვენას, და ასევე დიდი ჰემატომა (18×9 სმ) ელენთის დაზიანებით. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია: ლაპაროტომია, მუცლის ღრუს დრენირება, სპლენექტომია, ეპიცისტოსტომია და ანევრიზმის სისხლძარღვოვანი რეკონსტრუქცია. მოთავსდა სამი დრენაჟი.

პოსტოპერაციულად განვითარდა გართულებები: მწვავე რესპირატორული უკმარისობა, შოკი, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, პოსტჰემორაგიული ანემია და კოაგულოპათია. პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში, მექანიკურ ვენტილაციაზე, ჩაუტარდა ჰემოტრანსფუზია, ანტიბიოტიკოთერაპია და ვაზოპრესორული მხარდაჭერა. მაღალი კრეატინინის გამო საჭირო გახდა ნეფროლოგის ჩართვა.

მკურნალობის ფონზე მდგომარეობა ეტაპობრივად გაუმჯობესდა: აღდგა დიურეზი, ნორმალიზდა ღვიძლის და თირკმლის ფუნქცია, კორექტირდა ანემია. ოპერაციიდან მერვე დღეს პაციენტი ექსტუბირდა, ხოლო ორ კვირაში – გადაყვანილ იქნა ქირურგიულ დეპარტამენტში.

ღვიძლის არტერიის ანევრიზმები იშვიათია, ხშირად უსიმპტომო, მაგრამ რუბტურისას სიცოცხლისთვის საშიშია. მიუხედავად მაღალი რისკისა (APACHE II – 82%), პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად გაუმჯობესდა.

https://doi.org/10.52340/jr.2025.03.04.05
pdf (English)

წყაროები

Rodrigues R, Vilaça L, Oliveira J, et al. Open Repair of an Incidentally Diagnosed Hepatic Artery Aneurysm.

Open Access J Surg. 2018;9(2):555758. doi:10.19080/OAJS.2018.09.555758.

Metias M, Liu E, Troncone M, et al. Open surgical repair of giant hepatic artery aneurysm. J Vasc Surg Cases Innov Tech. 2022;8(4):825–829. doi:10.1016/j.jvscit.2022.10.013.

Soares T, Castro-Ferreira R, Neto M, Rocha Neves J, Pinto JP, Sousa J, Gamas L, Dias P, Sampaio S, Teixeira JF. Endovascular Treatment of Proper Hepatic Artery Aneurysm - Case Report. Rev Port Cir Cardiotorac Vasc. 2017 Jul-Dec;24(3-4):171. PMID: 29701401.

Van Holsbeeck A, Dhondt E, Marrannes J, Claus E, Bonne L, Defreyne L, Maleux G.

Coil Embolization of True, Common and Proper, Hepatic Artery Aneurysms: Technique, Safety and Outcome. Cardiovasc Intervent Radiol. 2023 Apr;46(4):480-487. doi: 10.1007/s00270-023-03379-0. Epub 2023 Mar 14. PMID: 36918422.

Zarzaur BL, Croce MA, Fabian TC. Variation in the use of urgent splenectomy after blunt splenic injury in adults. J Trauma. 2011 Nov;71(5):1333-9. doi: 10.1097/TA.0b013e318224d0e4. PMID: 21808210.

Downloads

Download data is not yet available.