სიმპტომებიდან წინადადებებამდე: ფსიქიატრიული სკრინინგის როლი დანაშაულის წინასწარმეტყველებაში
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

ფსიქიატრიული სკრინინგი
კრიმინალური ტენდეციები
ფსიქოზი
რისკის შეფასება
დანაშაულის პრევენცია

როგორ უნდა ციტირება

ჰაშიმი ნ., & ელიმამ ე. ო. (2025). სიმპტომებიდან წინადადებებამდე: ფსიქიატრიული სკრინინგის როლი დანაშაულის წინასწარმეტყველებაში. ახალგაზრდა მკვლევარები, 3(1), 80–83. https://doi.org/10.52340/jr.2025.03.01.05

ანოტაცია

დაპატიმრებულ პირთა ფსიქიატრიული შეფასება აჩვენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობები ფართოდ არის გავრცელებული სასჯელაღსრულებით სისტემაში მყოფ პირებს შორის. აღნიშნული ფაქტი აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს ფსიქიატრიული სკრინინგის ადრეული გამოყენების სარგებელზე — დანაშაულებრივ ქცევაზე წინასწარი პროგნოზის თვალსაზრისით. მოცემული მიმოხილვა მიზნად ისახავს შეაფასოს ფსიქიატრიულ დარღვევებსა და დანაშაულებრივ ქცევას შორის კავშირი, აგრეთვე ფსიქიატრიული სკრინინგისა და რისკის შეფასების მეთოდების ეფექტიანობა ადრეული აღმოჩენისა და პრევენციის კონტექსტში. ლიტერატურის მიმოხილვა ჩატარდა ისეთი კვლევითი მონაცემთა ბაზების გამოყენებით, როგორიცაა Scopus, PubMed და NIH და შეიცავდა ობზერვაციულ კვლევებს 2000-2025 წლებში. მონაცემებში წარმოდგენილი იყო ზრდასრული და არასრულწლოვანი მოსახლეობა სხვადასხვა ქვეყნიდან; ყველა ექსპერიმენტული ტიპის კვლევა გამოირიცხა. ანტისოციალური პიროვნების აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა, ქცევითი დარღვევები და ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტივობის დარღვევა გავრცელებული იყო სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მოსახლეობაში.
ა.შ.შ.-ს აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დარღვევები აღენიშნებათ შტატების პატიმრების 56%-ს, ფედერალური პატიმრების 45%-ს და ადგილობრივი ციხეების 64%-ს. ეს მოიცავს მანიურ, დეპრესიულ და ფსიქოზურ - მდგომარეობებსა და დანაშაულში ჩართულობას შორის შესაძლო კავშირზე. შეფასების ინსტრუმენტებად გამოყენებული
იყო ვანდერბილტის შეფასების შკალა, მენტალური დარღვევების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოზე (DSM-5) დაფუძნებული კითხვარი, ფსიქოპატიის გადამეორებული სია (PCL-R) და ბროსეტის ძალადობრივი სია (BVC) თუმცა მათი პროგნოზული ვალიდურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.
მიგნებები ცხადყოფს, რომ ფსიქიატრიული დარღვევები არაპროპორციულად გავრცელებულია მართლმსაჯულების სისტემაში ჩართულ პირებს შორის რაც ფსიქიატრიულ დაუცველობასა და დანაშაულებრივ ჩარევებში არსებულ კავშირს ამყარებს. არსებული ლიტერატურა განსხვავდება დიაგნოზირების კრიტერიუმებისა და მონაცემთა ხარისხის ცვალებადობის მიხედვით, ისევე როგორც სხვადასხვა იურისდიქციებში არსებული აღმოჩენებით. შემოწმების მეთოდების სათანადო და ეთიკური გამოყენების შემთხვევაში, ფსიქიატრიული სკრინინგი შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დანაშაულის პრევენციაში — განსაკუთრებით პირობების გათავისუფლებასა და წინასასამართლო შეფასებებში, უნდა გაითვალისწინოს ორივე: ინდივიდის უფლებები და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

https://doi.org/10.52340/jr.2025.03.01.05
PDF (English)

წყაროები

● Blair, R. J. R. (2010). Neuroimaging of psychopathy and antisocial behavior: A targeted review. Current Psychiatry Reports, 12(1), 76–82. https://doi.org/10.1007/S11920-009-0086-X

● Buchanan, A., Binder, R., Norko, M., & Swartz, M. (2015). Resource document on psychiatric violence risk assessment. Focus, 13(4), 490–498. https://doi.org/10.1176/appi.focus.130402

● Death Penalty Information Center. (n.d.). New government study finds over half of inmates have mental problems. Retrieved May 11, 2025, from https://deathpenaltyinfo.org/new-government-study-finds-over-half-of-inmates-have- mental-problems

● Emilian, C., Al-Juffali, N., & Fazel, S. (2025). Prevalence of severe mental illness among people in prison across 43 countries: A systematic review and meta-analysis. The Lancet Public Health, 10(2), e97–e110. https://doi.org/10.1016/S2468-2667(24)00280-9

● Fazel, S., & Seewald, K. (2012). Severe mental illness in 33,588 prisoners worldwide: Systematic review and meta-regression analysis. The British Journal of Psychiatry, 200(5), 364–373. https://doi.org/10.1192/BJP.BP.111.096370

Downloads

Download data is not yet available.