ანოტაცია
შესავალი: კრანიოფარინგიომა არის ცენტრალური ნერვული სისტემის იშვიათი, კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება პედიატრიულ პოპულაციაში. მისთვის დამახასიათებელია ნახევრად კისტური, ემბრიონული მალფორმაცია თურქული კეხის მიდამოში.
კლინიკური შემთხვევის პრეზენტაცია: ჩვენ წარმოგიდგენთ 4 წლის ბიჭის კლინიკურ შემთხვევას კრანიოფარინგიომის დიაგნოზით. მისი სიმპტომები გამოიხატებოდა ძლიერი თავის ტკივილით, მხედველობის ცვლილებით, გულისრევის შეგრძნებით და ტონური ხასიათის გულყრებით. თავის ტვინის ვიზუალიზაციამ გამოავლინა არასწორი ფორმის, არაჰომოგენური სტრუქტურის, მოცულობითი წარმონაქმი ალაგ გაკირული კერებით, სუპრასელალურ მიდამოში. წარმონაქმნი იწვევდადა ზეწოლას ოპტიკურ ქიაზმასა და შუატვინის სტრუქტურებზე, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ოკლუზიური ჰიდროცეფალია. ქირურგიული რესექცია ჩატარდა ინტერჰემისფერული ტრანსკალოზალური მიდგომით. სიმსივნე წარმატებულად ამოიკვეთა, ცენტრალური უშაქრო დიაბეტის გარდა არანაირი პოსტ-ოპერატიული გართულება არ შემჩნეულა.
დასკვნა: ჩვენი კლინიკური შემთხვევის მოხსენება ხაზს უსვამს პედიატრიული კრანიოფარინგიომის მკურნალობის სირთულეებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მულტიდისციპლინარული კოლაბორაციის მნიშვნელობაზე პაციენტის ოპტიმალური მკურნალობისათვის.
წყაროები
Haupt R, Magnani C, Pavanello M, Caruso S, Dama E, Garrè ML. Epidemiological aspects of craniopharyngioma. J Pediatr Endocrinol Metab. 2006 Apr 1;19 Suppl 1:289–93.
Feng Y, Ni M, Wang YG, Zhong LY. Comparison of neuroendocrine dysfunction in patients with adamantinomatous and papillary craniopharyngiomas. Experimental and Therapeutic Medicine. 2019 Jan 1;17(1):51–6.
Torres MO, Shafiq I, Mesfin F. Pediatric Craniopharyngioma. StatPearls [Internet]. 2023 Apr 24 [cited 2024 Apr 12]; Available from: https://www.statpearls.com/point-of-care/28245
K B, T B, L A, N H. The Anterior Interhemispheric Transcallosal Approach in Craniopharyngiomas. International Journal of Cancer Research & Therapy. 2021 Jul 17;6(2):62–6.