დაბერება და ღვიძლის არაალკოჰოლური სტეატოზი
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

არაალკოჰოლური ჰეპატოსტეატოზი
დაბერება
მეტაბოლიზმი
ჰიპერლიპიდემია
ტელომერები
ეპიგენეტიკა
მიტოქონდრიული დისფუნქცია
მიკრობიოტა

როგორ უნდა ციტირება

ხუსკივაძე ნ., დილსიზ ნ., & გოგოლაძე მ. (2024). დაბერება და ღვიძლის არაალკოჰოლური სტეატოზი. ახალგაზრდა მკვლევარები, 2(2), 33–41. https://doi.org/10.52340/jr.2024.02.02.04

ანოტაცია

არაალკოჰოლური ჰეპატოსტეატოზი, იგივე NAFLD, მედიცინაში დღესაც აქტუალურ და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით არაალკოჰოლური ჰეპატოსტეატოზით  დაავადებულთა რიცხვი მსოფლიო ზრდასრული მოსახლეობის 24 %-ს წარმოადგენს  ( ჯამში ერთი მილიარდი ადამიანი). ის მოიცავს გაცხიმოვნებული ღვიძლის დაავადების ფართო სპექტრს, დაწყებული მარტივი სტეატოზიდან, დამთავრებული არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტით. დადგენილია, რომ NAFLD წარმოადგენს მულტისისტემურ დაავადებას, რომელსაც აქვს ზეგავლენა მრავალ ექსტრაჰეპატურ ორგანოსა და რეგულატორულ გზებზე. ჩვენს მიერ წარმოდგენილი თემა, მიზნად ისახავს ასაკის მატებასთან ერთად განვითარებული ფიზიოლოგიური ცვლილებების და მათთან ასოცირებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით NAFLD-ის მიმოხილვას ასაკოვან პაციენტებში. დაბერება თავისთავად დაკავშირებულია ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან, როგორიცაა დაქვეითებული მეტაბოლიზმი, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, სიმსუქნე და მიდრეკილება ინსულინ-რეზისტენტობისადმი. ეს ფაქტორები დიდ როლს თამაშობს NAFLD-ს შემთხვევების ზრდაში. არსებობს მრავალი თეორია, რომელიც აკავშირებს დაბერებულ ღვიძლს NAFLD-სთან, თუმცა, უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს: ტელომერების დამოკლება, მიტოქონდრიული დისფუნქცია, უჯრედული დაბერება და ეპიგენეტიკური ცვლილებები. მეტიც, უახლესი კვლევებით დგინდება კავშირი ღვიძლის ფუნქციის ცვლილებასა და ნაწლავის ნორმალური მიკრობიოტას დარღვევებს შორის. ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებისა და არაალკოჰოლური სტეატოზის ურთიერთკავშირის მექანიზმების დადგენა ქმნის იმ საფუძველს, რაც დაგვეხმარება მიზანმიმართული პრევენციული ღონისძიებებისა და ადრეული ინტერვენციის ხერხების  ოპტიმალური შერჩევისა და დაგეგმისთვის. კლინიკურად, არაალკოჰოლური სტეატოზის მქონე ადამიანები ხშირად ასიმპტომატურები არიან და მათი დიაგნოსტიება ხდება დაავადების განვითარების გვიან ეტაპზე, როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია ფიბროზი ან თავს იჩენს ისეთი გართულებები, როგორებიცაა პორტული ჰიპერტენზია და ჰეპატოცელულური კარცინომა. არაალკოჰოლური სტეატოზის დიაგნოსტიკა მოიაზრებს ღვიძლის გაცხიმოვნების სხვა მიზეზების გამორიცხვას, რაც ემყარება რადიოლოგიურ და ჰისტოლოგიურ მასალებს. ზოგადი სკრინინგი რეკომენდებულია ADA-ს მიერ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდებისთვის. ამასთანავე, რადიოლოგიური და ბიოფსიური მასალები, მათი დადებითი მხარეების და მიუხედავად, ასოცირებულია რიგ გამოწვევებთან, რომლებიც საჭიროებს დამატებით აკადემიურ აღმოჩენებსა და სამეცნიერო კვლევებს. NAFLD-ს მართვა მრავალმხრივია. მართვის ძირითად ნაწილს ცხოვრების სტილის გაუმჯობესება წარმოადგენს.  ფარმაკოთერაპია ამ ეტაპზე არ არის სრულყოფილი. 

დასკვნა: დაბერება არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც საჭიროებს სამედიცინო მომსახურების და მკურნალობის მეთოდების დახვეწას და ადაპტაციას. აღსანიშნავია, რომ  არაალკოჰოლური ჰეპატოსტეატოზის შემთხვევების რაოდენობრივი ზრდა ,თანმხლები გართულებები და სიკვდილიანობის მაღალი  რისკი კიდევ უფრო ზრდის ასაკოვან მოსახლეობაში აღნიშნული პრობლემის მნიშვნელობას. 

https://doi.org/10.52340/jr.2024.02.02.04
PDF (English)

წყაროები

Alqahtani, S. A., & Schattenberg, J. M. (2021). NAFLD in the Elderly. Clinical interventions in aging, 16, 1633–1649.

Christopher D. et al., NAFLD: A multisystem disease Byrne, Journal of Hepatology, Volume 62, Issue 1, S47 - S64

Ghoneim S, Dhorepatil A, Shah AR, Ram G, Ahmad S, Kim C, Asaad I. Non-alcoholic steatohepatitis and the risk of myocardial infarction: A population-based national study. World J Hepatol 2020; 12(7): 378-388 [PMID: 32821336 DOI: 10.4254/wjh.v12.i7.378]

Li, Y., Adeniji, N. T., Fan, W., Kunimoto, K., & Török, N. J. (2022). Non-alcoholic Fatty Liver Disease and Liver Fibrosis during Aging. Aging and disease, 13(4), 1239–1251.

Peggy B. Leung, et al , JAMA. 2023;330(17):1687-1688. doi:10.1001/jama.2023.17935

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...