ანოტაცია
ანატომიური აპოგეა - თავის ტვინი, დღემდე ბოლომდე შეუსწავლელი და იდუმალებით მოცული ორგანოა. მრავალი მეცნიერის სამიზნეს ოდითგანვე წარმოადგენდა თავის ტვინის ყველა ამოცანის ამოხსნა. ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-17-ე საუკუნეში, ძველეგვიპტურ სამედიცინო ტრაქტატში, ედვინ სმიტის პაპირუსში, რვაჯერ მოიხსენიება თავის ტვინის იეროგლიფი, რომელიც აღწერს ქალას ტრავმული დაზიანების სიმპტომებს, დიაგნოზსა და პროგნოზს. მასშივე ნახსენებია თავის ტვინის ზედაპირი, გარსები და თავ-ზურგტვინის სითხე. აღორძინების პერიოდში თომას უილისი პირველმა შემოიღო ტერმინი „ნევროლოგია“ და თავის ნაშრომში „Cerebri Anatome - თავის ტვინის ანატომია“ აღწერა ნათხემის სტრუქტურა, თავის ტვინის ჰემისფეროები და ღერო, და რაც მთავარია სისხლით მომარაგება. ვილიზიის წრე ატარებს მის სახელსა და ტვინის მკვებავი სისხლძარღვების ერთიანობას მოიაზრებს. დღესდღეობით, ტვინის მორფო-ფუნქციური საკითხების შესწავლის პარალელურად, კიდევ ერთი აქტუალური საკითხი დგება დღის წესრიგში - თავის ტვინის დაბერება და მასზე მოქმედი ფაქტორები. დაბადებიდან მოყოლებული სიცოცხლის განმავლობაში თავის ტვინში ხდება ცვლილებები. უმრავლესობა საშვილოსნოსშიდა განვითარების ბუნებრივ და ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ტვინის დაბერება კომპლექსური პროცესია და კოგნიტური შესაძლებლობების დარღვევის წინაპირობაა. პათოლოგიური ცვლილებებისგან განსხვავებით, ნორმალური დაბერების დროს ხდება უფრო მსუბუქი, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები სტრუქტურულ, ბიოქიმიურ, მიკროსკოპულ, თუ მოლეკულურ დონეებზე. განსაკუთრებით, საინტერესოა ლიმბური სისტემის განხილვა ამ ასპექტში, მისი ასაკდამოკიდებული ცვლილების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. დაფიქსირებულია მეცნიერების აზრთა სხვადასხვაობა დაბერების მიზეზებთან დაკავშირებით, ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველაფრის საფუძველი გენომური ცვლილებებია, სხვანი აღიქვამენ დაბერებას ავადმყოფობად, მაშინ, როცა ზოგიერთის აზრით, დაბერების მიზეზი პირდაპირ კავშირშია ჟანგვით პროცესებთან. თუ 30-40 წლის ასაკში ტვინის 1მმ2 ფართობზე ნეირონების რაოდენობა 825-ია, 60 წლის ასაკში 640-680-ია, ხოლო 70-80 წლისას 400-500-ია, ესე იგი, ვლინდება ნეირონების ასაკობრივი კლება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მრავალია შესასწავლი და აღმოსაჩენი, როგორც ტვინის მორფოლოგიის, ასევე ნორმალური დაბერების პროცესთან დაკავშირებით, ეს საკითხი მაინც რჩება აქტუალურად. დანამდვილებით შეიძლება ვისაუბროთ ტვინის ნორმალური დაბერების ასპექტებზე, როგორც სუბუჯრედულ, ასევე მაკროსკოპულ ცვლილებებზე და დაბერების შემანელებელ და თავიდან აცილებად საკითხებზე.[1]
წყაროები
რამაზ ხეცურიანი - ლექცია „დაბერების პროცესი“. 2022წ.
რამაზ ხეცურიანი - ლექცია „ტვინი და აზროვნება“. 2023წ.
Агапов П.А. Боголепова И.Н. Малофеева Л.И. “ИЗМЕНЕНИЕ ТОЛЩИНЫ КОРЫ ПОЛЯ ВЕРХНЕЙ ТЕМЕННОЙ ОБЛАСТИ МОЗГА МУЖЧИН И ЖЕНЩИН В ПРОЦЕССЕ СТАРЕНИЯ”. 22.02.2019
Jiseon Lee and Hee-Jin Kim, „Normal Aging Induces Changes in the Brain and Neurodegeneration Progress: Review of the Structural, Biochemical, Metabolic, Cellular, and Molecular Changes“. 30 June 2022
Pjnar Hediye Gunbey, Karabekir Ercan, AyGe Serap Findikoglu, H. Taner Bulut,
Mustafa Karaoglanoglu, Arslan Halil, “The Limbic Degradation of Aging Brain:
A Quantitative Analysis with Diffusion Tensor Imaging”. 13 April 2014
Третьякова В. Д , „ВОЗРАСТНЫЕ ИЗМЕНЕНИЯ В МОЗГЕ И ФАКТОРЫ ВЛИЯЮЩИЕ НА НИХ„. 21.06.2023
Dr. Eric Berg DC- lecture “The best Anti Aging Foods for the brain- foods for brain health”. 2020