ეკოლოგიური ფაქტორების როლი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

საშვილოსნოს ყელის კიბო
ადამიანის პაპილომავირუსი
ნიტროზამინები
ტეტრაქლორეთანი
თამბაქო

როგორ უნდა ციტირება

კიკვაძე ნ., კოჩუაშვილი ნ., & ღამბაშიძე ქ. (2023). ეკოლოგიური ფაქტორების როლი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში. ახალგაზრდა მკვლევარები, 1(1), 115–122. https://doi.org/10.52340/2023.01.01.14

ანოტაცია

    საშვილოსნოს ყელის კიბო მულტიფაქტორული დაავადებაა, რომელიც გავრცელების მიხედვით მეოთხე კლინიკურად ყველაზე ხშირად დადასტურებული სიმსივნეა მსოფლიოს ქალთა პოპულაციაში. ამასთან, ვინაიდან დაავადების დიაგნოსტირება უმეტესად გვიან სტადიაზე ხდება, მისით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალი გახლავთ. დაავადების განვითარების მრავალი რისკ-ფაქტორი არსებობს, მათგან ყურადსაღებია, როგორც ქალის სექსუალური ცხოვრების წესი, ისე მისი სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ხარისხი, გენეტიკური დატვირთვა, ადამიანის პაპილომა ვირუსით დაინფიცირება, მშობიარობებისა და აბორტების ანამნეზი, ყოველდღიურად მოქმედი გარემო  ფაქტორები და სხვ. მიუხედავად, იმისა რომ თითოეულ ზემოთჩამოთვლილ ფაქტორს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორათა შორის, მათ შორის, ეკოლოგიურ ფაქტორებს ხშირად გადამწყვეტი როლი აკისრიათ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათთან ერთად შერწყმულია ვირუსული დაინფიცირება, ცხოვრების დაბალი ხარისხი თუ სექსუალური ქცევის დარღვევები (მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა, სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება, დაუცველი სქესობრივი კავშირი და სხვ.)  ამ მხრივ, განსაკუთრებით ყურადსაღებ კარცენოგენული ბუნების მქონე გარემო ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია გამოვყოთ ნიტროზამინების, ტეტრაქლორეთილენის, მეტალისა და მშრალი წმენდის მრეწველობაში გამოყენებული ქიმიური აგენტების, კვების მრეწველობაში გამოყენებული სოკოებისა თუ ბაქტერიების და თამბაქოს მოხმარების როლი, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების სხვადასხვა მექანიზმი და სიხშირე გააჩნიათ. თუმცა მათ შესახებ საზოგადოების და განსაკუთრებით ქალთა პოპულაციის ინფორმირებულობის დონე, ხშირად სამწუხაროდ, საკმაოდ დაბალია.

https://doi.org/10.52340/2023.01.01.14
pdf (English)

წყაროები

Angela Wearn, Lee Shepherd. (2022) Determinants of routine cervical screening participation in underserved women: a qualitative systematic review. Psychology & Health 0:0, pages 1-26.

Annual Report of the National Center for Disease Control of Georgia (NCDC), 2020-2021 year.

Brito-Marcelino A, Duarte-Tavares RJ, Marcelino KB, Silva-Neto JA. Cervical cancer related to occupational risk factors: review. Rev Bras Med Trab. 2020 Aug 4;18(1):103-108. doi: 10.5327/Z1679443520200419. PMID: 32783011; PMCID: PMC7413679.

Cléro, E., Bisson, M., Nathalie, V. et al. Cancer risk from chronic exposures to chemicals and radiation: a comparison of the toxicological reference value with the radiation detriment. Radiat Environ Biophys 60, 531–547 (2021).

Decree of May 20, 2020 on preventive vaccinations in Georgia

Kehinde Sharafadeen Okunade (2020) Human papillomavirus and cervical cancer, Journal of Obstetrics and Gynaecology, 40:5, 602-608.

Md. Mominur Rahman, Md. Rezaul Islam, Sheikh Shohag, Md. Tanjimul Ahasan, Nadia Sarkar, Hosneara Khan, Alexandru Madalin Hasan, Simona Cavalu, Abdur Rauf,Microbiome in cancer: Role in carcinogenesis and impact in therapeutic strategies, Biomedicine & Pharmacotherapy, Volume 149, 2022, 112898, ISSN 0753-3322.

Preci DP, Almeida A, Weiler AL, et al

Oxidative damage and antioxidants in cervical cancer

International Journal of Gynecologic Cancer 2021;31:265-271.

Ronald C. Eldridge, Michael Pawlita, Lauren Wilson, Philip E. Castle, Tim Waterboer, Patti E. Gravitt, Mark Schiffman, Nicolas Wentzensen,Smoking and subsequent human papillomavirus infection: a mediation analysis, Annals of Epidemiology, Volume 27, Issue 11, 2017, Pages 724-730.e1,ISSN 1047-2797.

Tanaka, Sayo; Palmer, Matthew; Katanoda, Kota. Cancer Science; Tokyo Vol. 113, Iss. 5, (May 2022): 1801-1807.

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...