პაციენტი ორსულობის მესამე ტრიმესტრში პირველადად დიაგნოსტირებული მიტრალური სარქვლის მძიმე ხარისხის სტენოზით
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

მიტრალური სარქვლის სტენოზი
ორსულობა
ორსულობის მესამე ტრიმესტრი
მიტრალური სტენოზის ოპერაციული მკურნალობა
რევმატული ცხელება

როგორ უნდა ციტირება

გეწაძე ე., & ვაშაყმაძე ნ. (2024). პაციენტი ორსულობის მესამე ტრიმესტრში პირველადად დიაგნოსტირებული მიტრალური სარქვლის მძიმე ხარისხის სტენოზით. ახალგაზრდა მკვლევარები, 2(1), 74–80. https://doi.org/10.52340/jr.2024.02.01.10

ანოტაცია

მიტრალური სარქვლის სტენოზი არის გულის სარქვლოვანი დაავადების ფორმა, რომელიც ხასიათდება მიტრალური სარქვლის ხვრელის შევიწროებით. მიტრალური სტენოზი გულის სარქვლოვანი დაავადებების 12% -ს წარმოადგენს, ძირითადი მიზეზი კი რევმატული დაავადებაა - 85% -ში და დეგენერაციული, კარედების კალციფიკაციით გამოწვეული - 12% -ში.

 

26 წლის ქალი გადმოიყვანეს რაიონული კლინიკიდან ორსულობის 27-ე კვირაზე, მძიმე მდგომარეობაში, მიტრალური სარქვლის კომბინირებული მანკით, მძიმე ხარისხის სტენოზითა და ნაკლოვანებით, რაც მცირე წრის შეგუბებასა და მწვავე სუნთქვის უკმარისობას იწვევდა. გამოხატული იყო ორმხრივი ჰიდროთორაქსი, რომელიც შემოსვლისას დადრენირდა. პაციენტი პერიოდულად საჭიროებდა არაინვაზიურ ხელოვნულ ვენტილაციას (CPAP). ფორსირებული დიურეზის ფონზე მიღწეული იქნა გულის სტაბილური რეკომპენსაცია, თუმცა ორსულობის ზრდასთან ერთად ხელმეორედ დეკომმპენსაციის რისკები მაღალი იყო. შესაბამისად შედგა ინტერდისციპლინარული კონსილიუმი, კარდიოლოგების, მეანგინეკოლოგების, კარდიოანესთეზიოლოგების, კარდიოქირურგების და ნეონატოლოგების მონაწილეობით. თეორიული განსჯის საკითხი იყო:  1. ორსულობის შეწყვეტა. 2. ინტერვენციული ჩარევის შესაძლებლობა (ბალონური ვალვულოპლასტიკა). 3. ქირურგიული მკურნალობის შესაძლებლობები.

   კონსილიუმი შეთანხმდა ორსულობის გაგრძელებაზე, მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, დეკომპენსაციის ადრეული ნიშნების გაჩენისთანავე ჩატარდებოდა საკეისრო კვეთა. სხვადასხვა დისციპლინების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის შედეგად ორსულობა მიყვანილი იქნა  35 კვირაზე, რის შემდგომაც ჩატარდა გეგმიური საკეისრო კვეთა.

   საკეისრო კვეთიდან 6 კვირის შემდეგ პაციენტს ჩაუტარდა მიტრალური სარქვლის ჩანაცვლება მექანიკური სარქვლით. პოსტოპერაციული პერიოდი ორივე ჯერზე მიმდინარეობდა გართულებების გარეშე, დედა და ბავშვი თავს გრძნობენ  კარგად.

https://doi.org/10.52340/jr.2024.02.01.10
PDF (English)

წყაროები

https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK430742/#article-25199.r3.

Iung B, Vahanian A. Epidemiology of acquired valvular heart disease. Can J Cardiol. 2014;30:962-70.

Klein HH, Pich S. Physiologische Anderungen des Herz-Kreislauf-Systems in der Schwangerschaft [Cardiovascular changes during pregnancy]. Herz. 2003 May;28(3):173-4. German. doi: 10.1007/s00059-003-2455-2. PMID: 12756474.

Movahed MR, Ahmadi-Kashani M, Kasravi B, Saito Y. Increased prevalence of mitral stenosis in women. J Am Soc Echocardiogr 2006;19:911–3 .

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...