კლინიკური შემთხვევის აღწერა: პაციენტი ცეცხლნასროლი ჭრილობებით ყბა-სახის მიდამოში
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

ყბა-სახის ცეცხლნასროლი დაზიანება
რეკონსტრუქციული ქირურგია
სუიციდის მცდელობა

როგორ უნდა ციტირება

ჩიგლაშვილი ა., & კაპანაძე თ. (2024). კლინიკური შემთხვევის აღწერა: პაციენტი ცეცხლნასროლი ჭრილობებით ყბა-სახის მიდამოში. ახალგაზრდა მკვლევარები, 2(1), 65–73. https://doi.org/10.52340/jr.2024.02.01.09

ანოტაცია

უკანასკნელ წლებში თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ყბა-სახის მიდამოს ცეცხლნასროლი დაზიანებები, რომელთა გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა კრიმინალური ტრავმები,  მეორე ადგილს იკავებს სუიციდის მცდელობა, ხოლო მესამე ადგილს - იარაღისადმი გაუფრთხილებელი და უცოდინარი მოპყრობა.

ზოგადად, ყბა-სახის ორგანოების ცეცხლნასროლი დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ქსოვილების ელასტიურობაზე, სიმტკიცეზე, ჰისტოლოგიურ შენებასა და გასროლის მანძილზე. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ,  კლინიკურ სურათსა და მკურნალობის მეთოდზე აისახება.

ამ მხრივ, საინტერესო კლინიკურ შემთხვევას წარმოადგენს 38 წლის მამაკაცი, რომელიც ალ.ალადაშვილის სახ. კლინიკაში შემოყვანილ იქნა 2022 წლის მაისში. ეს გახლდათ გლუვლულიანი იარაღით მიყენებული თვითდაზიანება. აღინიშნებოდა ქვედა ყბის მთლიანობის დარღვევა; ლოყის, ქვედა ყბის და ყვრიმალის მიდამოებში რბილი ქსოვილების დეფექტი, დიდი რაოდენობით უცხო სხეულების (ტყვიის საფანტი) არსებობით.

დაზარალებულს გაეწია პირველადი დახმარება, რაც ეფუძნებოდა სწორ დიაგნოსტიკას, ასფიქსიისა და ტრავმული შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

ზუსტი დიაგნოსტიკისთვის გადაღებულ იქნა CT კვლევა და პაციენტი მომზადდა საოპერაციოდ.

ოპერაციის მსვლელობისას:

  • ანტისეპტიკური დამუშავებისა და სისხლდენის შეჩერების შემდეგ ჩატარდა ჭრილობის გულდასმით რევიზია და ნანახი უცხო სხეულების მოცილება;
  • ნეკრექტომია,
  • ქვედა ყბის ოსტეოსინთეზი ტიტანის მინიფირფიტითა და ჭანჭიკებით;
  • რბილი ქსოვილების დეფექტის დახურვა მოხდა როტირებული ნაფლეთებით, რომლის წარმოსაქმნელად, როგორც მოგეხსენებათ, კანზე ტარდება დეფექტის ერთ-ერთი კიდიდან დაწყებული მოხრილი, ნახევარრკალოვანი განაკვეთი, შემდგომ მის მიერ შემოსაზღვრული უბანი აითიშება, წარმოქმნილი ნაფლეთი მოტრიალდება ცენტრალური წერტილის ირგვლივ და მოთავსდება დეფექტის არეში.

საბოლოოდ, ოპერაცია წარიმართა ყოველგვარი გართულების გარეშე და დასრულდა სასურველი შედეგით. პაციენტი ამჟამად გადის რეაბილიტაციას და გადამისამართებულია პლასტიკურ ქირურგთან ნაწიბურის კორექციისთვის.

ამგვარი კლინიკური შემთხვევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი არის ის, რომ სახის მძიმე დაზიანებისას წარმოშობილ დეფექტებს პაციენტები უკიდურესად მძიმედ განიცდიან და გაურბიან საზოგადოებასთან ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციური, სოციალური ფუნქციის აღდგენა  დამაკმაყოფილებელი ესთეტიკური მდგომარეობისა და სხვა ფიზიოლოგიური ფუნქციების (ღეჭვა, ყლაპვა, მეტყველება, სუნთქვა ) აღდგენასთან ერთად დღესდღეობით დიდ გამოწვევას წარმოადგენს ყბა-სახის ქირურგებისთვის.

ვთანხმდებით იმაზე, რომ ყბა-სახის მიდამოს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფართო მასშტაბის დაზიანებას გულისხმობს და  სპეციფიკურ მიდგომასაც მოითხოვს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით. რაც შეეხება გამოჯანმრთელების პროცესს, მისი მიმდინარეობა დიდადაა დამოკიდებული დაზიანების ზონის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებსა და დაზიანების სიმძიმეზე.

https://doi.org/10.52340/jr.2024.02.01.09
PDF (English)

წყაროები

Doctor VS, Farwell DG. Gunshot wounds to the head and neck. Cur Open Otolaryngology Head Neck Surg. 2007; 15(4):213‐218. [PubMed] [Google Scholar] 1. Maclean JN, Moore CE, Yelan SA. Gunshot wounds to the face–acute management.

Facial Plast Surg. 2005; 3:191‐198. [PubMed] [Google Scholar]

Kaufman Y, Cole P, Hollier LH , Jr. Facial Gunshot wounds: trends in management. Craniomaxillofacial Trauma Reconstruct. 2009;2(2):85-90

30. Firat C, Geyik Y. Surgical modalities in gunshot wounds of the face. J Craniofacial Surg. 2013; 4:1322‐1326. [PubMed] [Google Scholar]

Behnia H, Motamedi MH. Reconstruction and rehabilitation of short‐range, highvelocity gunshot injury to the lower face: a case report. J Crianiomaxillofacial Surg.

; 4:220‐227. [PubMed] [Google Scholar]

28. Azevedo L, Zenha H, Rios L, Cunha C, Costa H. Dorsalis pedis free flap in oromandibular reconstruction. Eur J Plast Surg. 2010;6:355‐359. [Google Scholar]

29. Jones N, Vögelin E, Markowitz B, Watson J. Reconstruction of composite throughand‐through mandibular defects with a double‐skin paddle fibular osteocutaneous flap. J Plast Reconstr Surg. 2003; 3:758‐765. [PubMed] [Google Scholar]

Keyhan O, Mehriar P, Ghanean S, Jahangirnia S. Management of maxillofacial gunshot wounds. A retrospective study. Triple R. 2016; 1:79‐85. [Google Scholar]

Emes Y, Atalay B, Aktas I, Oncu B, Aybar B, Yalcin S. Management of a mandibular fracture accompanying a gunshot wound. J Craniofacial Surg. 2009; 20(6):2136‐2138. [PubMed] [Google Scholar]

Shimoyama, T, Kaneko, T, Horie, N. Initial management of massive oral bleeding after midfacial fracture. J Trauma. 2003; 54(2):332-336; discussion 336.Google Scholar

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...