ანოტაცია
66 წლის პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფმა ქალმა ექიმს მიმართა შემდეგი ჩივილებით: მუდმივი ყრუ ხასიათის ტკივილი მენჯის ღრუში, მუცლის გარშემოწერილობის გადიდება და მუდმივი სიმძიმის შეგრძნება, პერიოდული დიზურია. ანამნეზის მიხედვით დგინდება, რომ პაციენტს წარსულში დაუდგინდა ენდომეტრიოზი. ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფიის, მცირე მენჯის ღრუს CT-სა და OC ონკომარკერის, CA125, შემოწმების შედეგების მიხედვით, პაციენტს დაუდგინდა უცნობი წარმოშობის საკვერცხის კიბოს კლინიკური დიაგნოზი.
პაციენტს ჩაუტარდა მიმოხილვითი ლაპაროტომია, ტოტალური აბდომინალური ჰისტერექტომია დანამატებთან ერთად და ომენტექტომია. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა პოსტოპერაციული პერიოდის მე-4 დღეს და დაენიშნა ქიმიოთერაპიული მკურნალობის შერჩეული 6 კურსიანი რეჟიმი.
ოპერაციული მასალის მაკროსკოპული კვლევისას იდენტიფიცირდა მარჯვენამხრივი სიმსივნური წარმონაქმნი უსწორმასწორო და კვანძოვანი ზედაპირით. ასევე, ორივე ფალოპის მილი აღმოჩნდა დილატირებული, განივკვეთზე მოყვითალო, ნეკროზული უბნებით. საშვილოსნოს განაკვეთმა აჩვენა შევიწროვებული ენდომეტრიუმის ღრუ მოთეთრო-მოყვითალო ინტრამურულ კვანძთან ერთად.
ოპერაციული მასალისაგან მომზადებული ნიმუშების მიკროსკოპულმა ანალიზმა და იმუნოჰისტოქიმიურმა კვლევამ დაადასტურა დიაგნოზი: საკვერცხის ბილატერალური ნათელუჯრედოვანი კარცინომა; ICD CODE_8310/3; PT2bNxMx (FIGO IB), ადენომიოზი (შიდა ენდომეტრიოზი), ინტრამურული ლეიომიომა.
საკვერცხის ნათელუჯრედოვანი კარცინომა საკვერცხის ეპითელური კიბოს იშვიათი ქვეტიპია და მოიცავს საკვერცხის კარცინომათა დაახლოებით 5-10%-ს. საკვერცხეების ავთვისებიანი ტრანსფორმაციის მოლეკულური მექანიზმების გასარკვევად და მისი კავშირის შესასწავლად ენდომეტრიოზის ან მენჯის ქრონიკული ანთების ისტორიასთან, აუცილებელია, ისეთი გენეტიკური აბერაციების როლის დადგენა OCCC-ის გენეზში, როგორიცაა მაგალითად ARID1A გენის ფუნქციის დაკარგვის მუტაცია. ისევე, როგორც, მნიშვნელოვანია სპეციფიკური იმუნოჰისტოქიმიური მარკერების განსაზღვრა, რომლებითაც შესაძლებელი იქნება CCC-ის ადრეული დიფერენცირება სხვა ტიპის OC-ებისგან კლინიკურ პრაქტიკაში. გარდა ამისა, OCCC-ის განვითარების მოლეკულური გზების უფრო ღრმა ცოდნა, მოგვცემს შესაძლებლობას, შემუშავდეს მკურნალობის ალტერნატიული სტრატეგიები პაციენტების გადარჩენის შანსების გაზრდის მიზნით და დაინერგოს დაავადების სკრინინგ-პროგრამა მისი ადრეული დიაგნოსტიკისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, კერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ონკოლოგიაში.
წყაროები
Yaogang Wang & Zhigao Chen (2022) Long noncoding RNA UBA6-AS1 inhibits the malignancy of ovarian cancer cells via suppressing the decay of UBA6 mRNA, Bioengineered, 13:1, 178-189
Ravindran, F., & Choudhary, B. (2021). Ovarian Cancer: Molecular Classification and Targeted Therapy. In G. Ho, & K. Webber (Eds.), Ovarian Cancer - Updates in Tumour Biology and Therapeutics. IntechOpen.
Torre LA, Trabert B, DeSantis CE and others. Ovarian Cancer Statistics, 2018. CA Cancer J Clin 2018; 68: 284-296
Lundberg FE, Iliadou AN, Rodriguez-Wallberg K, et al. The risk of breast and gynecological cancer in women with a diagnosis of infertility: A nationwide population-based study. Eur J Epidemiol 2019; 34: 499-507
Michels KA, Brinton LA, Pfeiffer RM, et al. Oral Contraceptive Use and Risks of Cancer in the NIH-AARP Diet and Health Study. Am J Epidemiol 2018; 187: 1630-1641
Desai A, Xu J, Aysola K, Qin Y, Okoli C, Hariprasad R, Chinemerem U, Gates C, Reddy A, Danner O, Franklin G, Ngozi A, Cantuaria G, Singh K, Grizzle W, Landen C, Partridge EE, Rice VM, Reddy ES, Rao VN. Epithelial ovarian cancer: An overview. World J Transl Med. 2014 Apr 12;3(1):1-8. PMID: 25525571; PMCID: PMC4267287.
Robbins “Basic Pathology” , 10th Edition;
Khandeparkar, S. G., Deshmukh, S. D., Lekawale, H. S., Bhoge, A., & Ahmed, A. T. (2014). A rare case of synchronous right ovarian clear cell carcinoma and an incidental left ovarian endometrioid carcinoma with immunohistochemical study. Journal of mid-life health, 5(2), 91–94.
NCDC-HEALTH CARE STATISTICAL YEARBOOK.2020 (Fig. 5.29; pg67_canser new cases by sites, Georgia);
Center of Cancer Research UK. The Article “Screening for Ovarian Cancer”, last reviewed_22Dec.2021;
Ovarian tumors by incidence and cancer risk.svg. (2020, October 30). Wikimedia Commons, the free media repository. Retrieved 11:51, April 9, 2022
Vercellini P, Scarfone G, Bolis G, Stellato G, Carinelli S and Crosignani PG: Site of origin of epithelial ovarian cancer: The endometriosis connection. BJOG. 107:1155–1157. 2000.
Sato N, Tsunoda H, Nishida M, Morishita Y, Takimoto Y, Kubo T and Noguchi M: Loss of heterozygosity on 10q23.3 and mutation of the tumor suppressor gene PTEN in benign endometrial cyst of the ovary: Possible sequence progression from benign endometrial cyst to endometrioid carcinoma and clear cell carcinoma of the ovary. Cancer Res. 60:7052–7056. 2000.
Jones S, Wang TL, Shih IeM, Mao TL, Nakayama K, Roden R, et al. Frequent mutations of chromatin remodeling gene ARID1A in ovarian clear cell carcinoma. Science. 2010;330:228–231.
Xiao W, Awadallah A, Xin W. Loss of ARID1A/BAF250a expression in ovarian endometriosis and clear cell carcinoma. Int J Clin Exp Pathol. 2012;5:642–650.
Wiegand KC, Shah SP, Al-Agha OM, Zhao Y, Tse K, Zeng T, et al. ARID1A mutations in endometriosis-associated ovarian carcinomas. N Engl J Med. 2010;363:1532–1543.
Lin K, Zhan H, Ma J, Xu K, Wu R, Zhou C, et al. Increased steroid receptor RNA activator protein (SRAP) accompanied by decreased estrogen receptor-beta (ER-β) levels during the malignant transformation of endometriosis associated ovarian clear cell carcinoma. Acta Histochem. 2014;116:878–882.
Tomassetti A, De Santis G, Castellano G, Miotti S, Mazzi M, Tomasoni D, et al. Variant HNF1 modulates epithelial plasticity of normal and transformed ovary cells. Neoplasia. 2008;10:1481–1492.
Maeda D, Mao TL, Fukayama M, et al. Clinicopathological significance of loss of ARID1A immunoreactivity in ovarian clear cell carcinoma. Int J Mol Sci 2010;11:5120–5128.
Ness RB: Endometriosis and ovarian cancer: Thoughts on shared pathophysiology. Am J Obstet Gynecol. 189:280–294. 2003.