ანოტაცია
არაქნოიდული კისტა არის სითხით სავსე ტომარა, რომელიც შეიძლება გაიზარდოს როგორც ზურგის, ასევე თავის ტვინში. წარმოშობის მიზეზი ბოლომდე არ არის დაზუსტებული, თუმცა, ითვლება, რომ იგი თანდაყოლილია, რაც გამოწვეულია არაქნოიდული ქსოვილის არასწორი განვითარებით. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომებს არ იწვევს, თუმცა შეიძლება გამოხატული იყოს თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ჰიდროცეფალია, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა. სიმპტომატიკა განსხვავებულია კისტის ადგილმდებარეობისა და ზომის გათვალისწინებით. არანამკურნალებმა კისტებმა შეიძლება გამოიწვიოს ტვინის შეუქცევადი დაზიანება და მოძრაობის პრობლემები. მოცემული კლინიკური შემთხვევა ეხება 1 წლის პაციენტს მარცხენა ცერებრალური არაქნოიდული კისტითა და ჰიდროცეფალიით. კლინიკური და რადიოლოგიური მონაცემების საფუძველზე საჭირო გახდა ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელთან კონსულტაცია, რასაც ქირურგიული ჩარევის რეკომენდაცია მოჰყვა, კერძოდ, პირველ ეტაპად მიმართული - ცისტოვენტრიკულოცისტერნოსტომია, ხოლო ინტრაკრანიული ჰიპერტენზიის შენარჩუნების შემთხვევაში დაიგეგმა შემდგომში შუნტირება პროგრამული შუნტის იმპლანტირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კისტების მკურნალობისას რუტინულად მიმართავენ შუნტირებას, თუმცა ამ შემთხვევაში თავიდანვე განხორციელდა ენდოსკოპიური ქირურგიული ჩარევა, რამაც განსაკუთრებულობა შესძინა მკურნალობის მიდგომას.
პაციენტი არის 1 წლის ბიჭი, რომელსაც ანამნეზური მონაცემებით აღენიშნება მარცხენამხრივი ინტრაცერებრული, ზომაში მზარდი არაქნოიდული კისტა და ჰიდროცეფალია. გამოიხატა ნევროლოგიური სიმპტომატიკა, დინამიკაში პროგრესირებადი ინტრაკრანიული ჰიპერტენზია, ცეფალგია, გულისრევა, ღებინება, ჰორიზონტალური ნისტაგმი, ყიფლიბანდი დაჭიმულია, ამობერილი, თავი-ჰიდროცეფალური ფორმის. აღნიშნულის საფუძველზე საჭირო გახდა ნეიროქირურგიული ჩარევა, პირველ ეტაპად მიმართული - ცისტოვენტრიკულოცისტერნოსტომია. ოპერაცია მოიცავდა კისტური წარმონაქმნის კედლის პერფორაციას ვენტრიკულურ სივრცეში. საწყისი ოპერაციის შემდეგ, საკონტროლო კტ კვლევის ჩატარების შედეგად გამოვლინდა დადებითი პოსტოპერაციული შედეგები. ამ ეტაპზე პაციენტი დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. რეკომენდირებულია ამბულატორიულად ნეიროვიზუალიზაციური კონტროლი. დინამიკაში ჰიდროცეფალიის პროგრესირების შემთხვევაში უნდა განიხილოს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. პაციენტი დინამიკაში გაუმჯობესებული მდგომარეობით, შესაბამისი რეკომენდაციითა და დანიშნულებით ეწერება ბინაზე.
არაქნოიდულმა კისტამ და მასთან ერთად არსებულმა ჰიდროცეფალიამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებიც საჭიროებს აუცილებელ ქირურგიულ ჩარევას. როგორც წესი, ჩვენს შემთხვევაში არსებული ზომისა და მდებარეობის არაქნოიდული კისტების ქირურგული მკურნალობა მოიცავს შუნტირებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ჩატარდა ცისტოვენტრიკულოცისტერნოსტომია, როგორც არაქნოიდული კისტის, ასევე ჰიდროცეფალიის აღმოსაფხვრელად. ეს მეთოდი გულისხმობს კავშირის დამყარებას კისტასა და პარკუჭს შორის ინტრაკრანიალური წნევის შესამცირებლად. თავის ტვინის საკონტროლო ნეიროვიუალიზაციური კვლევების ჩატარების შემდეგ გამოვლინდა დინამიკაში გაუმჯობესებული სურათი, რაც ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა პაციენტის მკურნალობაში, რაც ხშირ შემთხვევაში უკეთესი გამოსავლით მთავრდება.
წყაროები
Benton JA, Dominguez J, Ng C, Li B, Gandhi CD, Santarelli JG, Houten JK, Kinon MD. Acute communicating hydrocephalus after intracranial arachnoid cyst decompression: A report of two cases. Surg Neurol Int. 2021 Oct 25;12:533. doi: 10.25259/SNI_712_2021. PMID: 34754583; PMCID: PMC8571241.
Carbone J, Sadasivan AP. Intracranial arachnoid cysts: Review of natural history and proposed treatment algorithm. Surg Neurol Int. 2021 Dec 20;12:621. doi:
25259/SNI_946_2021. PMID: 34992937; PMCID: PMC8720473.
Christina Kim, Hrayr K. Shahinian (2017) Arachnoid Cysts. https://rarediseases.org/rarediseases/arachnoid-cysts/
Giuseppe Cinalli; François Lechanoine (2018) Hydrocephalus and Arachnoid Cysts.
https://link.springer.com/referenceworkentry/10.1007/978-3-319-31889-9_62-1
Khan B, Hamayun S, Haqqani U, Khanzada K, Ullah S, Khattak R, Zadran N, Bibi Z, Khan
AW. Early Complications of Ventriculoperitoneal Shunt in Pediatric Patients With Hydrocephalus. Cureus. 2021 Feb 23;13(2):e13506. doi: 10.7759/cureus.13506. PMID: 33786215; PMCID: PMC7993285.
Kwiatkowska K, Milczarek O, Dębicka M, Baliga Z, Maryniak A, Kwiatkowski S. Epilepsy and cognitive deterioration as postoperative complications of the arachnoid cyst fenestration: Case report. Clin Neuropsychol. 2022 Aug;36(6):1599-1609. doi:
1080/13854046.2020.1837959. Epub 2020 Oct 26. Erratum in: Clin Neuropsychol. 2020 Dec 30;:1. PMID: 33103580.
Martínez-Lage JF, Pérez-Espejo MA, Almagro MJ, López-Guerrero AL. Hydrocephalus and arachnoid cysts. Childs Nerv Syst. 2011 Oct;27(10):1643-52. doi: 10.1007/s00381-0111481-2. Epub 2011 Sep 17. PMID: 21928029.
Mustansir F, Bashir S, Darbar A. Management of Arachnoid Cysts: A Comprehensive Review. Cureus. 2018 Apr 10;10(4):e2458. doi: 10.7759/cureus.2458. PMID: 29888162; PMCID: PMC5991924.
Last revised by Rohit Sharma on 7 Oct 2023. Arachnoid cyst. Arachnoid cyst | Radiology Reference Article | Radiopaedia.org
Qin B, Gao L, Hu J, Wang L, Chen G. Intracerebral hematoma after endoscopic fenestration of an arachnoid cyst: A case report. Medicine (Baltimore). 2018 Nov;97(44):e13106. doi: 10.1097/MD.0000000000013106. PMID: 30383697; PMCID: PMC6221673.
Sarwar S, Rocker J. Arachnoid cysts in paediatrics. Curr Opin Pediatr. 2023 Apr
;35(2):288-295. doi: 10.1097/MOP.0000000000001219. Epub 2023 Jan 24. PMID: 36692001.