კუჭის კიბოს გავრცელების თავისებურებები საქართველოში 2015-2020 წლებში
საკვანძო სიტყვები:
gastric cancer, statistical analysis, Georgiaანოტაცია
საქართველოში კუჭის კიბო, ავადობის მიხედვით, 10 ძირითადი ლოკალიზაციის ონკოლოგიურ დაავადებას შორისაა. კვლევის მიზანს შეადგენდა კუჭის კიბოს ეროვნული გავრცელების თავისებურებების შეფასება 2015-2020 წლებში. ჩატარდა კიბოს პოპულაციური რეგისტრის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზი. შეფასდა კუჭის კიბოს ავადობისა და სიკვდილიანობის ტენდენციები, სქესობრივი და ასაკობრივი გავრცელების თავისებურებები. საქართველოში 2015-2020 წლებში კუჭის კიბოს ავადობის მაჩვენებლები 100,000 მოსახლეზე, ორივე სქესში 9.6-12.8-ის ფარგლებში ვარირებდა. მამაკაცებში ავადობა 1.5-ჯერ მეტია ქალთა ავადობაზე. შემთხვევები ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად მატულობს - 50 წლამდე ასაკში კუჭის კიბოს საერთო შემთხვევების მხოლოდ 5-7% ვლინდება, 50-65 წლის ასაკში 40%-მდე და დანარჩენი 50%-ზე მეტი - 65 წლის ასაკის შემდეგ. 2015-2020 წლებში კუჭის კიბოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 12.9-დან 15.3-მდე გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში დიაგნოსტირებული კუჭის კიბოს მხოლოდ 15% გამოვლინდა პირველ და მეორე სტადიაზე, 72% - მესამე-მეოთხე სტადიებზე, ხოლო 13%-ში - სტადია იყო უცნობი. კუჭის კიბოს ავადობა და სიკვდილიანობა საქართველოში სტაბილურად მაღალია; ავადობა ძირითადად 50 წლის ასაკიდან ვლინდება და მამაკაცებში თითქმის 1.5-ჯერ მაღალია.
Downloads
წყაროები
Anderson WF, Rabkin CS, Turner N, Fraumeni JF Jr, Rosenberg PS, Camargo
MC. The changing face of noncardia gastric cancer incidence among US
non-Hispanic whites. J Natl Cancer Inst. 2018;110:608-615.
Arnold M, Park JY, Camargo MC, Lunet N, Forman D, Soerjomataram I. Is gastric
cancer becoming a rare disease? A global assessment of predicted incidence trends
to 2035. Gut. 2020;69:823-829.
Camargo MC, Anderson WF, King JB, et al. Divergent trends for gastric cancer
incidence by anatomical subsite in US adults. Gut. 2011; 60:1644-1649.
Heer EV, Harper AS, Sung H, Jemal A, Fidler-Benaoudia MM. Emerging cancer
incidence trends in Canada: the growing burden of young adult cancers. Cancer.
;126:4553-4562.
Plummer M, Franceschi S, Vignat J, Forman D, de Martel C. Global burden of gastric cancer attributable to Helicobacter pylori. Int J Cancer. 2015 Jan 15;136(2):487-90.
Sung H, Siegel RL, Rosenberg PS, Jemal A. Emerging cancer trends among young
adults in the USA: analysis of a population-based cancer registry. Lancet Pub Health. 2019;4:e137-e147.
Sung H, Ferlay J, Siegel RL, Laversanne M, Soerjomataram I, Jemal A, Bray F. Global Cancer Statistics 2020: GLOBOCAN Estimates of Incidence and Mortality Worldwide for 36 Cancers in 185 Countries. CA Cancer J Clin. 2021 May; 71(3):209-249.