სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში დეპრესიის, შფოთვისა და სტრესის დონე (DASS)
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2026.03.04საკვანძო სიტყვები:
depression, anxiety, stress, DASS-21, medical students, mental health, Georgiaანოტაცია
შესავალი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო აქტუალური ხდება სტუდენტებში, განსაკუთრებით სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში, რომლებიც განიცდიან მაღალ აკადემიურ დატვირთვას, კლინიკურ პასუხისმგებლობებსა და ცხოვრების სტილთან დაკავშირებულ სტრესულ ფაქტორებს.
მიზანი: კვლევის მიზანი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში დეპრესიის, შფოთვისა და სტრესის დონის შეფასება DASS-21 სკალის გამოყენებით.
მეთოდები: ჩატარდა რაოდენობრივი, ერთმომენტიანი ჯვარედინი კვლევა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 280 სტუდენტს შორის. კვლევაში მონაწილეობდნენ ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი მედიცინის ფაკულტეტის IV, V და VI კურსის სტუდენტები, ასევე ქართულენოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის II, III და IV კურსის სტუდენტები. მონაცემები შეგროვდა კონფიდენციალური და ანონიმური ელექტრონული კითხვარის საშუალებით, რომელიც განთავსებული იყო Google Forms-ის პლატფორმაზე. დეპრესიის, შფოთვისა და სტრესის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა DASS-21 სკალა. მონაცემები შეყვანილ იქნა EpiData-ში და გაანალიზდა Stata 14.0-ის გამოყენებით.
შედეგები: კვლევამ გამოავლინა დეპრესიის, შფოთვისა და სტრესის მაღალი გავრცელება სტუდენტებში. მძიმე ან უკიდურესად მძიმე დეპრესია აღენიშნებოდა რესპონდენტთა 26.43%-ს, შფოთვა — 22.86%-ს, ხოლო სტრესი — 16.79%-ს. საერთო ჯამში, ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა იყო შფოთვა, რომლის სხვადასხვა ხარისხის სიმპტომები დაფიქსირდა სტუდენტთა 48.22%-ში. დეპრესიის, შფოთვისა და სტრესის მაღალი დონე ასოცირებული იყო სოციალურ, ჯანმრთელობისა და ცხოვრების სტილის ფაქტორებთან, მათ შორის დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსთან, ძილის დარღვევებთან, მშობლებთან არადამაკმაყოფილებელ ურთიერთობასთან, დაბალ თვითშეფასებასთან, არჩეული პროფესიით უკმაყოფილებასთან, საუზმის გამოტოვებასა და ენერგეტიკული სასმელების მოხმარებასთან. სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ ცხოვრებას სტრესულად აღიქვამდა.
დასკვნა: დეპრესია, შფოთვა და სტრესი ფართოდ არის გავრცელებული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში და დაკავშირებულია მრავალ პირად, სოციალურ, აკადემიურ და ცხოვრების სტილთან დაკავშირებულ ფაქტორთან. მიღებული შედეგები მიუთითებს უნივერსიტეტის დონეზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემური მხარდაჭერის, პრევენციული ღონისძიებების, სტრესის მართვის პროგრამებისა და ხელმისაწვდომი ფსიქოლოგიური სერვისების დანერგვის აუცილებლობაზე.
Downloads
წყაროები
1. Basudan S, Binanzan N, Alhassan A. Depression, anxiety and stress in dental students. Int J Med Educ. 2017 May 24;8:179-186. doi: 10.5116/ijme.5910.b961.
2. Christian U. Krägeloh, Mohsen Alyami and Oleg N. Medvedev, School of Psychology, The University of Waikato, Hamilton, New Zealand. International Handbook of Behavioral Health Assessment Depression Anxiety Stress Scales (DASS-21) in International Contexts, Springer Nature Switzerland AG 2023, 10.1007/978-3-030-89738-3_15-1
3. Dalky HF, Gharaibeh A. Depression, anxiety, and stress among college students in Jordan and their need for mental health services. Nurs Forum. 2019 Apr;54(2):205-212. doi: 10.1111/nuf.12316.
4. Fawzy M, Hamed SA. Prevalence of psychological stress, depression and anxiety among medical students in Egypt. Psychiatry Res. 2017 Sep;255:186-194. doi: 10.1016/j.psychres.2017.05.027.
5. Gao W, Ping S, Liu X. Gender differences in depression, anxiety, and stress among college students: A longitudinal study from China. J Affect Disord. 2020 Feb 15;263:292-300. doi: 10.1016/j.jad.2019.11.121.
6. Mustafa S, Mohammed E, Makkawi S, Mohammed Y. Mental Distress among Medical Students in Khartoum, Sudan 2022. Open Journal of Psychiatry. 2022. 12, 345-358. doi: 10.4236/ojpsych.2022.124026.
7. Oei TPS, Sawang S, Goh YW, Mukhtar F. Using the Depression Anxiety Stress Scale 21 (DASS-21) across cultures. Int J Psychol. 2013:755535. 10.1080/00207594.2012.755535
8. Pidgeon A, McGrath S, Magya H, Stapleton P, Lo B. Psychosocial Moderators of Perceived Stress, Anxiety and Depression in University Students: An International Study. Open Journal of Social Sciences. 2014. 23-31. doi: 10.4236/jss.2014.211004.
9. Saravanan, Coumaravelou, Wilks, Ray, Medical Students’ Experience of and Reaction to Stress: The Role of Depression and Anxiety, The Scientific World Journal, 2014, 737382, 8 pages, 2014. https://doi.org/10.1155/2014/737382
10. Shamsuddin K, Fadzil F, Ismail WS, Shah SA, Omar K, Muhammad NA, Jaffar A, Ismail A, Mahadevan R. Correlates of depression, anxiety and stress among Malaysian university students. Asian J Psychiatr. 2013 Aug;6(4):318-23. doi: 10.1016/j.ajp.2013.01.014.
11. Teh C, Ngo C, Zulkifli R, Vellasamy R, Suresh K. Depression, Anxiety and Stress among Undergraduate Students: A Cross Sectional Study. Open Journal of Epidemiology/., 2015. 5, 260-268. doi: 10.4236/ojepi.2015.54030


