ზოგიერთ კლინიკურ-ლაბორატორიულ მაჩვენებელთა ცვლილებები ქრონიკული მეორადი იმუნოდისფუნქციისა და თანმხლები დაავადებების ფონზე მიმდინარე ქრონიკული რინოსინუსიტების სხვადასხვა ფორმის შემთხვევებში

ავტორები

  • თამარ ხეჩინაშვილი
  • რაშად ტალიშინსკი
  • ნინო მჭედლიშვილი
  • ნატო ნაკუდაშვილი
  • მარიამ ლომაია
  • ლალი ბერიძე
  • ზაზა ნაკუდაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.18

საკვანძო სიტყვები:

SID, chronic rhinosinusitis, comorbid diseases, diabetes mellitus, allergy, AIDS

ანოტაცია

ქრონიკული მეორადი იმუნური დეფიციტი (მიდ-ი) ვლინდება სხვადასხვა ასაკის ადამიანებში და ვითარდება ინფექციების, კლიმატური პირობების (რადიაციისა და ა.შ.), ალერგიისა და ბრონქული ასთმის; ენდოკრინული დარღვევების და სხვა დაავადებების არსებობის შემთხვევებში. ის იწვევს ცხვირისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის ბარიერული და ელიმინაციური ფუნქციის დაქვეითებას, ინფექციური აგენტის ხანგრძლივ პერსისტენციას და ქრონიკული ანთების ჩამოყალიბებას, რომელსაც აქვს ტენდენცია რეციდივირებადი მიმდინარეობისაკენ.

ნაშრომის მიზანია ქრონიკული მეორადი იმუნოდისფუნქციისა და თანმხლები დაავადებების ფონზე მიმდინარე სხვადასხვა ფორმის ქრონიკული რინოსინუსიტების შემთხვევებში ზოგიერთ კლინიკურ-ლაბორატორიულ მაჩვენებელთა ცვლილებების შესწავლა და გაანალიზება. შესწავლილი იყო 15-დან 72 წლამდე ასაკის მქონე 157 ადამიანი (78 მამაკაცი და 59 ქალი), რომელთაგან 20 იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი პირი. 137 ავადმყოფს აღენიშნებოდა ქრონიკული მიდ-ის მქონე სხვადასხვა ფორმა (37 ბაქტერიული, 62 - შერეული მიკროფლორის და 33 მიკოზური რინოსინუსიტი. 6 შემთხვავაში აღინიშნებოდათ მიცეტომა. გარდა ამისა 34-ში - ალერგიული რინოსინუსიტი და 18-ში პოლიპოზური რინოსინუსიტი. თამხლებ დაავადებებს შორის იყო ალერგიისა და ბრონქული ასთმის (34), შიდსი-ის (27), მიკოზური ინფექციის (25), ჰიპოთირეოზისა (23) და შაქრიანი დიაბეტის (28) შემთხვევებში. ყველა გამოსაკვლევ პირში დეტალურად შეგროვილი იქნა ანამნეზი და ჩატარდა ლორ-ორგანოების ობიექტური გამოკვლევა რუტინული და თანამედროვე მეთოდებით ბოჭკოვან-ოპტიკურ განათებაზე დაფუძნებული ენდოსკოპიური კვლევა; თანამედროვე რენტგენოდიაგნოსტიკა; ცხვირისა და დანამატი წიაღებიდან აღებული ნაცხის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა. ბიოფსიური და ოპერაციის შემდგომ აღებული ქსოვილური მასალის პათოჰისტომორფოლოგიური და იმუნიჰისტოქიმიური კვლევები. ვენოზური სისხლის იმუნოფენოტიპირების შესწავლა ხდებოდა გამდინარე ციტომეტრიის მეთოდით, რომელიც დაფუძნებული იყო CD - მარკერებისადმი მონოკლონური, ანტისხეულების გამოყენებაზე. ამ შემთხვევებში რენტგენოდიაგნოსტიკური კვლევით - ყველაზე ხშირად აღინიშნა ზედა ყბის (ჰაიომორის) წიაღების დაზიანება. პროცესები უპირატესად ორმხრივია (45) (Р>0,05). ქრონიკული მიდ-ისა და თანმხლები დაავადებების ფონზე არსებულ ქრონიკული რნს-ებში მიკრობიოლოგიური პეიზაჟი იყო მეტად მრავალფეროვანი. თანმხლები დაავადებების ფონზე მიდ-ი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიმდინარე ქრონიკული რინოსინუსიტების მიკრობიოლოგიური პეიზაჟის შემადგენლობაზე. ამ შემთხვევებში პაციენტები უფრო ადვილად ავადდებიან უფრო რთული მრავალკომპონენტური პათოგენებით. იმუნიტეტის დარღვევა, ალერგიული სენსიბილიზაცია, ენდოკრინული დარღვევები და მიკოზური ინფექციის არსებობა ხელს უწყობენ ანთებითი პროცესების გაქრონიკულებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე უნდა აღინიშნოს, რომ ქრონიკული მეორადი იმუნური დისფუნქციის შემთხვევებში არსებული ქრონიკული ფორმის რინოსინუსიტების მქონე ავადმყოფებში იმუნოლოგიური თავისებურებების ცოდნა აფუძნებს აუცილებელ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დაავადებულ ადამიანებში ჩატარდეს დიფერენცირებული იმუნოლოგიური გამოკვლევა და ინდივიდუალური მიდგომით განხორციელდეს მათი თერაპიული მკურნალობა. ყოველივე ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს: ამავე პათოლოგიური პროცესების დროულად გამოვლინებას და მართებული და ეფექტური მკურნალობის დასახვას და შესაბამისად პრაქტიკულ მედიცინაში გამოყენებას.  

 

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Захарова Г.П. Храктеристика ултраструктурных особенностей слизистой оболочки верхнечелюстной пазухи при хроническом риносинусите. Новости оториноларингологии и логопатологии. 2002; Т3;25-9

Смирнова О.В., Синяков А.А., Изменение клеточного и гуморального иммунитета с хроническим риносинусите в зависимости от фенотипа заболевания. Жур. Инф и иммунитет, 2024,т14,N6,1097-1103.

Benninger M.S., Ferguson B.J. et al. Adult chronic rhinosinusitis: definitions, diagnosis, epidemiology and pathophysiology. Ytad Neck Surg., 3003, vol. 129(3 Suppl.), pp.51-532.

Jonson J.T., Yu V.L. Infection diseases and antibacterial therapy of ears, nose and throat. Phyladelphia US: Saunders, 1997, p.641.

Kingdom TT. Swain RE. Jr. The microbiology and antimicrobial resistance patterns in chronic rhinosinusitis. Am.J. Otolaryngol.2004, Sep-Oct; 25(5): 323-328.

Kirtsreesakul V. Nazal polyps the relationship to allergy, sinosal infection and hystopathological type.,Med.Assoc.Thai., 2004, ; Mar.: 87(3):277-282

Van Crombruggen, Zhang N. et al. Pathogenesis of chronic rhinosinusitis inflammation. J. Allergy Clin. Immunol, 2011; 128(4): 728-732

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-06-02

როგორ უნდა ციტირება

ხეჩინაშვილი თ., ტალიშინსკი რ., მჭედლიშვილი ნ., ნაკუდაშვილი ნ., ლომაია მ., ბერიძე ლ., & ნაკუდაშვილი ზ. (2026). ზოგიერთ კლინიკურ-ლაბორატორიულ მაჩვენებელთა ცვლილებები ქრონიკული მეორადი იმუნოდისფუნქციისა და თანმხლები დაავადებების ფონზე მიმდინარე ქრონიკული რინოსინუსიტების სხვადასხვა ფორმის შემთხვევებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (2), 102–109. https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.18

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.