საკვერცხის ფიბრომა − იშვიათი შემთხვევის განხილვა

საკვერცხის ფიბრომა − იშვიათი შემთხვევის განხილვა

ავტორები

  • მედეა დარასელია ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
  • ზაზა ციციშვილი ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
  • ნინო კეკელიძე ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
  • მალხაზ კალანდია ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
  • მაია მჭედლიშვილი ა. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი; თბილისი, საქართველო

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.05.22

საკვანძო სიტყვები:

Ovary, Fibroma, leiomyoma, Case report

ანოტაცია

შესავალი: საკვერცხეების ფიბრომა იშვიათი კეთილთვისებიანი სოლიდური სიმსივნური წარმოქმნია. მიეკუთვნება სტრომულ უჯრედოვან სიმსივნეს, რაც შეადგენს საკვერცხეების სიმსივნეების 4%-ს. გვხვდება 20-65 წლის ასაკში. 90%-ში უნილატერალურია და გვხვდება უფრო პოსტმენოპაუზურ პერიოდში. ძალიან იშვიათია ახალგაზრდა ასაკში. კლინიკური სიმპტომებიდან შეიძლება გამოვყოთ ტკივილი ჰიპოგასტრიუმში და მენომეტრორაგია. საბოლოო დიაგნოზი ისმევა მორფოლოგიური კვლევით. საკვერცხის ფიბრომა შესაძლოა იყოს ასიმტომური ან როგორც ჩვენს შემთხვევაში, ახასიათებდეს ყრუ ხასიათის მუცლის ტკივილი, რომელიც მწვავდება მენსტრუაციის დროს. შესაძლოა გახდეს შემთხვევითი აღმოჩენა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კეთილთვისებიან და ავთვისებიან წარმონაქმნებთან, უ/ბ და მრტ კვლევებით შესაძლებელი ხდება სიმსივნის ზომების და ლოკალიზაციის დადგენა, თუმცა საბოლოო დიაგნოზი ისმევა მორფოლოგიური კვლევით.

ჩვენ აღვწერეთ საკვერცხის ბილატერალური ფიბრომის შემთხვევა. ულტრაბგერითი და მრტ კვლევით აღმოჩენილი იყო საკვერცხეების სოლიდური წარმონაქმნები. ორივე საკვერცხის წარმონაქმნების რეზექცია გაკეთდა ლაპაროტომიით. ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევით დადგინდა საკვერცხის კეთილთვისებიანი მიომა.

დასკვნა: საკვერცხის ფიბრომა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, არის რთული სადიაგნოსტიკოდ პრეოპერაციულად. კლინიკურად და ბიოქიმიურად შესაძლოა მსგავსება სხვა ისეთ წარმონაქმნებთან როგორიცაა: კეთილთვისებიანი ტუბოოვარიული წარმონაქმნი, საკვერცხის ავთვისებიანი წარმონაქმნი, საშვილოსნოს მიომა. საბოლოო დიაგნოზი ისმევა მორფოლოგიურად ოპერაციის შემდგომ.

 

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

A. Chechia, L. Attia, R.B. Temime, et al. Incidence, clinical analysis, and management of ovarian fibromas and fibrothecomas Am. J. Obstet. Gynecol., 199 (5) (2008), p.473e1-e4

R.A. Agha, T. Franchi, C. Sohrabi, G. Mathew, et al. The SCARE 2020 guideline: updating consensus surgical CAse REport (SCARE) guidelines Int. J. Surg., 84 (2020), pp. 226-230

Zhang Z, Wu Y, Gao J. CT diagnosis in the thecoma-fibroma group of the ovarian stromal tumors. Cell Biochem Biophys. 2015;71:937–943.

Foti PV, Attinà G, Spadola S, et al. MR imaging of ovarian masses: classification and differential diagnosis. Insights Imaging. 2016;7:21–41

S. Aram, N.A. Moghaddam Bilateral ovarian fibroma associated with gorlin syndrome Ovarian J. Res. Med. Sci., 14 (1) (2009), p. 57

S. Kojiro, Y. Tomioka, Y. Takemoto, N. Nishida, T. Kamura, M. Kojiro Primary leiomyoma of the ovary a report of 2 resected cases Kurume Med. J., 50 (3–4) (2003), pp. 169-172

S.W. Leung, P.M. Yuen Ovarian fibroma: a review on the clinical characteristics, diagnostic difficulties, and management options of 23 cases Gynecol. Obstet. 62 (1) (2006), pp. 1-5

Chen YJ, Hsieh CS, Eng HL, et al. Ovarian fibroma in a 7-month-old infant: a case report and review of literature. Pediatr Surg Int. 2004;20:894–897. doi: 10.1007/s00383-004-1284-6.

Howell C, Rogers D, Gable D, et al. Bilateral ovarian fibromas in children. J Pediatr Surg. 1990;25:690–691. doi: 10.1016/0022-3468(90)90366-H.

Gargano G, De Lina M, Zito F, et al. Ovarian fibroma: our experience of 34 cases. Eur Radiol. 2004;14:798–804. doi: 10.1007/s00330-003-2060-z.

Martins SM, Klinger OJ. Bilateral ovarian fibromas occurring before menarche. Am J Obstet Gynecol. 1964;89:386–391. doi: 10.1016/0002-9378(64)90698-2.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-15

როგორ უნდა ციტირება

დარასელია მ., ციციშვილი ზ., კეკელიძე ნ., კალანდია მ., & მჭედლიშვილი მ. (2024). საკვერცხის ფიბრომა − იშვიათი შემთხვევის განხილვა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5), 141–145. https://doi.org/10.52340/jecm.2024.05.22

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

<< < 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...