ტრავმული დაზიანების ეპიდემიოლოგიური მახასიათებლების შესწავლა საქართველოს ერთი ჰოსპიტლის მაგალითზე

ტრავმული დაზიანების ეპიდემიოლოგიური მახასიათებლების შესწავლა საქართველოს ერთი ჰოსპიტლის მაგალითზე

ავტორები

  • შოთა გელაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ქეთევან ახობაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნატო ფიცხელაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნინო ჩხაბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნინო ჩიხლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.05.17

საკვანძო სიტყვები:

Injury, hospitalization, epidemiological characteristics, Georgia

ანოტაცია

ტრავმატიზმი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროში მსოფლიო მასშტაბით, თუმცა არაპროპორციულად მოქმედებს განვითარებად ქვეყნებზე. კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიის შესწავლას, თბილისში არსებული ერთი საავადმყოფოს მაგალითზე. კვლევისთვის გამოყენებული იქნა რეტროსპექტული აღწერილობითი მეთოდი. გამოყენებული იქნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2022 წლის ბაზა, რომელიც მოიცავს ჰოსპიტალიზაციის მონაცემებს. ერთი წლის განმავლობაში სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 1101 ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტს, რომელთაგან 709 (64%) იყო მამრობითი სქესის, ხოლო 392 (36%) - მდედრობითი სქესის. პაციენტთა ასაკი მერყეობდა 0-დან 92 წლამდე. მოდალური ასაკობრივი ჯგუფი იყო 10-19 წელი (n=184, 17%) და 20-25 წელი (n=146, 13%). ვარდნა არის ტრავმატიზმის გამომწვევი მთავარი მიზეზი ყველა ასაკობრივ ჯგუფში (n=844, 77%), როგორც კაცებში (n=544, 50%) ასევე ქალებში (n=300, 28%). მეორე ადგილზე არის დაუზუსტებელი ტრავმები (n=133, 12%), ხოლო მესამე პოზიციას იკავებს მოწამვლა (n=52, 5%). დაფიქსირდა 28 ფატალური შემთხვევა, სტაციონარში სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 2.5%. საავადმყოფოში დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობა იყო 3,17 დღე.

კვლევამ გამოავლინა მნიშვნელოვანი კავშირი ასაკს, დაზიანების ტიპს და მექანიზმს, საავადმყოფოში საწოლ დღეებსა და შედეგებს შორის. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს მონაცემთა შეგროვების და მონიტორინგის აუცილებლობას საქართველოში ტრავმების პრევენციის და მკურნალობის უფრო ეფექტური გზების შემუშავებისათვის. აღნიშნული კვლევა წარმოადგენს საბაზო კვლევას მომავალი კვლევის ჩასატარებლად, ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგიური მახასიათებლებების სიღრმისეული შეფასებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრევენციული ინტერვეციების გაუმჯობესებისათვის.

 

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

World Health Organization. 2023. "Injuries and Violence." Accessed July 1, 2024. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/injuries-and-violence

S. L., Abate, D., Abate, K. H., Abay, S. M., Abbafati, C., Abbasi, N., ... & Murray, C. J. (2019). Global, regional, and national incidence, prevalence, and years lived with disability for 354 diseases and injuries for 195 countries and territories, 1990–2017: a systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2017. The Lancet, 392(10159), 1789-1858.

Hyder, A. A., & Morrow, R. (2000). Applying burden of disease methods in developing countries: a case study from Pakistan. American journal of public health, 90(8), 1235-1240.

Mock, C., Quansah, R., Krishnan, R., Arreola-Risa, C., & Rivara, F. (2004). Strengthening the prevention and care of injuries worldwide. The Lancet, 363(9427), 2172-2179.

Pitskhelauri N, Kereselidze M, Akhobadze K, Chkhaberidze N, Chikhladze N. Injury related hospitalization: evidence from oneyear retrospective study. Eur J Public Health. 2023 Oct 24;33(Suppl 2):ckad160.1506.

Akhobadze K, Chkhaberidze N, Pitskhelauri N, Kereselidze M, Chikhladze N, Grdzelidze N, Coman M, Dulf D, Peek-Asa C. EPIDEMIOLOGICAL STUDY OF INJURIES IN THE EMERGENCY DEPARTMENT OF THE UNIVERSITY HOSPITAL OF GEORGIA. Georgian Med News. 2023 Sep;(342):125-129.

Chkhaberidze N, Axobadze K, Kereselidze M, Pitskhelauri N, Jorbenadze M, Chikhladze N. Study of Epidemiological Characteristics of Fatal Injuries Using Death Registry Data in Georgia. Bull Emerg Trauma. 2023;11(2):75-82.

World Health Organization. Injuries. Accessed June 29, 2024. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/injuries-and-violence.

James, S. L., Abate, D., Abate, K. H., Abay, S. M., Abbafati, C., Abbasi, N., ... & Murray, C. J. (2019). Global, regional, and national incidence, prevalence, and years lived with disability for 354 diseases and injuries for 195 countries and territories, 1990–2017: a systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2017. The Lancet, 392(10159), 1789-1858.

World Bank Group. 2021. “What Works and What Does Not Work in Road Safety.” Press Release, March 15, 2021

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-15

როგორ უნდა ციტირება

გელაძე შ., ახობაძე ქ., ფიცხელაური ნ., ჩხაბერიძე ნ., & ჩიხლაძე ნ. (2024). ტრავმული დაზიანების ეპიდემიოლოგიური მახასიათებლების შესწავლა საქართველოს ერთი ჰოსპიტლის მაგალითზე. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5), 107–111. https://doi.org/10.52340/jecm.2024.05.17

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...