დოგმა და თანამედროვეობა მეცნიერებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.27საკვანძო სიტყვები:
science, dogma, modernityანოტაცია
21-ე საუკუნეში ადამიანთა საზოგადოება, როგორც ჩანს, განვითარების ახალ ფაზაში გადადის. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მნიშვნელოვნად ჩქარდება მეცნიერების განვითარების ტემპები და უფრო თვალსაჩინო ხდება კაცობრიობის წინაშე მდგარი მომავლის ამოცანები. ინფორმაციის სწრაფმა გავრცელებამ და გაცვლამ მეცნიერთა შორის ხელი შეუწყო მრავალი დოგმატური შეხედულების დამარცხებას და ახალი იდეებისა და აღმოჩენების წინა პლანზე წამოწევას. ამ ნაშრომში ჩვენ შევეცადეთ ყურადღება გაგვემახვილებინა საკეისრო კვეთით დაბადებული ტყუპების განვითარების და შესწავლის ზოგიერთ თავისებურებებზე. საბოლოო ჯამში, ჩვენი აზრით საკეისრო კვეთით მშობიარობა ტყუპების შემთხვევაში სავსებით ნორმალური და მისაღები პროცესია, როგორც მონოზიგოტური, ისე დიზიგოტური ტყუპების შემთხვევაში, თუმცა ფიზიოლოგიურ მშობიარობას თუ კი ეს შესაძლებელია, ჩვენ მაინც მივანიჭებდით გარკვეულ უპირატესობას.
Downloads
წყაროები
Davit Tskhomelidze, Ivliane Surmava, Athira Tomas. Int. J of Pediatrics, 2024;2-4:61-63.
Sarah Brewer et al. The Science of Pregnancy. 2019; 190-196.
Davit Tskhomelidze, Natalia Chiladze – Int. J of Pediatrics -Tbilisi 2021; 49-50.
https://www.youtube.com/results?search_query=vaginal+birth+after+c+section