ქართული ანტიოქსიდანტი გეომინი ფორტე ათეროსკლეროზის თერაპიულ ასპექტში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.06საკვანძო სიტყვები:
Geomin Forte, atherosclerosis, antioxidantანოტაცია
ჩვენი შრომის მიზანი იყო შეგვესწავლა ბუნებრივი ანტიოქსიდანტური პრეპარატის გეომინი ფორტეს ანტილიპიდური მოქმედება 30 პაციენტზე (28 კაცი, 2 ქალი, 50-დან 75 წლამდე), რომელთაც აღენიშნებოდათ საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის (β), ძალიან დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინისა (პრე-β) და ტრიგლიცერიდების (TG) მაღალი რისკი. გეომინ ფორტეს პაციენტები ღებულობდნენ თერაპიულ დოზებში, 500 მგ. 2 კაფსულა დღეში 3-ჯერ, ერთი თვის მანძილზე. მკურნალობის კურსი მეორდებოდა ყოველ მეოთხე თვეს, ერთი წლის განმავლობაში.
ჩატარებული გამოკვლევა გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ: 1. გეომინი ფორტე აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს; 2. გეომინი ფორტე უპირატესად საერთო ქოლესტერინზე მოქმედებს: 3. გეომინი ფორტეს ბუნებრივი არქიტექტონიკიდან გამომდინარე გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.
Downloads
წყაროები
კოჭლამაზაშვილი ა., გიორგობიანი მ., ორკოშნელი ა. ანტიოქსიდანტების დიოსკორიდისა და გეომინის კომბინირებული გამოყენება დისლიპიდემიის დროს. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, 2017(2):74-76.
კოჭლამაზაშვილი ა., გიორგობიანი მ. პარასამკურნალო პრეპარატების ,,სტატუსისა“ (მცენარეული) და ,,გეომინის“ (მინერალური) კომბინირებული გამოყენების როლი ქალებში ინფარქტის რეაბილიტაციის მიზნით. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, 2020(4):40-42.
კოჭლამაზაშვილი ა., გიორგობიანი მ. გეომინი ფორტეს მონოთერაპიული როლი ინფარქტის შემდგომ პერიოდში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, 2022(7):143-145.