საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პესტიციდების ეკოტოქსიკოლოგიური დახასიათება და მათთან კონტაქტში მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება

საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პესტიციდების ეკოტოქსიკოლოგიური დახასიათება და მათთან კონტაქტში მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება

ავტორები

  • მარინა გიორგობიანი
  • ნანა ჩხაიძე
  • ზურაბ ჩეკურაშვილი
  • გიორგი იაკობაშვილი
  • ნიკოლოზ მესხი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.01

საკვანძო სიტყვები:

ecotoxicology, pesticides, halyomorpha halys, Georgia

ანოტაცია

             კვლევი მიზანი: საქართველოში აზიური ფაროსანას - Halyomorpha Halys - წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება პირეტროიდული ჯგუფის - ბიფენტრინის შემცველი პესტიციდები. აღნიშნული ნივთიერებების ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაძლებელი ზეგავლენის შესწავლის მიზნით, პესტიციდების მოქმედების არეალში მცხოვრებთა შორის ჩატარდა აღწერილობითი ეპიდემიოლოგიური კვლევა. ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1386-მა რესპონდენტმა.

             კვლევის შედეგები: კვლევის შედეგების გაანალიზების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ რესპონდენტების პესტიციდებთან კონტაქტმა, რიგ შემთხვევაში, მოახდინა ძირითადი (ექიმის მიერ დადგენილი) დაავადებების პროვოცირება და ჩივილებიც შესაბამისად გამოვლინდა. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ რესპონდენტებს შორის, ერთეულ შემთხვევაში, გამოვლინდა პესტიციდებით მსუბუქი მოწამვლის ფაქტები, რაც გამოწვეული იყო მათივე დაუდევრობით (რასაც თვითონვე აღნიშნავდნენ) და ზოგჯერ, სამწუხაროდ, შეწამვლითი სამუშაოების წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩატარებით.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

რა არის აზიური ფაროსანა? ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი, 2018.

საერთაშორისო კონფერენცია ,,აზიური ფაროსანა-გლობალური გამოწვევა“. მასალები. თბილისი, 2018 წ. 8 მარტი.

მ. გიორგობიანი, ნ. ჩხაიძე, ნ. ცხოვრებაძე, ი. ცხოვრებაძე. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული შხამ-ქიმიკატების სამედიცინო-ეკოლოგიური ასპექტები. პროფესორ ვიქტორ ერისთავის 80 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ,,გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“, თეზისები, თბილისი, 11-12 ნოემბერი, 2019, გვ.137-139.

M.Giorgobiani, N.Chxaidze, Z.Chekurashvili, G.Iakobashvili. International Conference Brown Marmorated Stink Bug (BMSB). Phytosanitary Regulatory Framework, 11-14 March. 2019, Tbilisi, Georgia.

ნ. ჩხაიძე, მ. გიორგობიანი, ნ. ჩიგოგიძე, ზ. ჩეკურაშვილი, გ. იაკობაშვილი, ბ. ზურაშვილი. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პესტიციდების არეალში მცხოვრებთა შორის ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები აჭარის რეგიონის მაგალითზე. „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“, 2020; 3:22-24.

მ. გიორგობიანი, ნ. ჩხაიძე, ზ. ჩეკურაშვილი, გ. იაკობაშვილი, ნ. მესხი, ბ. ზურაშვილი. აზიური ფაროსანას Halyomorpha Halys წინააღმდეგ გამოყენებული პესტიციდების ეკოტოქსიკოლოგია და მათი ორგანიზმზე შესაძლო მავნე მოქმედების შესწავლა გურიის რეგიონის მოსახლეობაში. „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“, 2021; 5-6:11-16.

მარინა გიორგობიანი, ნანა ჩხაიძე, ზურაბ ჩეკურაშვილი, გიორგი იაკობაშვილი, ნიკოლოზ მესხი. სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პესტიციდების ეკოტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები და ჩატარებული შეწამვლითი სამუშაოების არეალში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგები. „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“, 2022; 7:11-15.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

როგორ უნდა ციტირება

გიორგობიანი მ., ჩხაიძე ნ., ჩეკურაშვილი ზ., იაკობაშვილი გ., & მესხი ნ. (2024). საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პესტიციდების ეკოტოქსიკოლოგიური დახასიათება და მათთან კონტაქტში მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 9–12. https://doi.org/10.52340/jecm.2024.04.01

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...