კოენზიმი Q10-ის, კარნიტინი L-ის, მელდონიუმის და მათი ზოგიერთი კომბინაციის შესწავლა სტატინებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების პრევენციისა და მკურნალობისთვის ექსპერიმენტში

კოენზიმი Q10-ის, კარნიტინი L-ის, მელდონიუმის და მათი ზოგიერთი კომბინაციის შესწავლა სტატინებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების პრევენციისა და მკურნალობისთვის ექსპერიმენტში

ავტორები

  • აკაკი კარსანიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნელი ანთელავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნანა გორგასლიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მაია ოკუჯავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მანანა ღონღაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ქეთევან პაჭკორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მანანა გოგოლაური თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.02.12

საკვანძო სიტყვები:

Hyperlipidemia, statins, Сoenzyme Q10, L carnitine, Мeldonium, myopathy

ანოტაცია

 სტატინების ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია მიოპათია, მიალგია, იშვიათ შემთხვევაში მძიმედ მიმდინარე რაბდომიოლიზი და მნიშვნელოვანი ჰეპატოტოქსიკურობა. ცნობილია, რომ სტატინებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოქსიდაციურ სტრესს და მიტოქონდრიული სუნთქვის დარღვევას. აქედან გამომდინარე ანტიოქსიდანტების გამოყენება, როგორიცაა კოენზიმი Q10, კარნიტინი L, მილდრონატი შეიძლება ჩაითვალოს პოტენციურად ეფექტურ მკურნალობად სტატინებით გამოწვეული დაზიანებების დროს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა კოენზიმი Q10-ის, კარნიტინი L-ის, და მელდონიუმის (მილდრონატის) და მათი ზოგიერთი კომბინაციის შესწავლა სტატინებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების პრევენციისა და მკურნალობისთვის. ექსპერიმენტები ჩატარდა თეთრ ვისტარის ჯიშის მამრ ვირთაგვებზე (n=50). მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კოენზიმ Q10 და L-კარნიტინი თითქმის ერთნაირად აუმჯობესებს ჰიპერლიპიდემიის პარამეტრებს, ატორვასტატინით მონოთერაპიასთან შედარებით, თუმცა L-კარნიტინი უფრო კარგად ზრდის HDL-ის მაჩვენებელს ვიდრე კოენზიმ Q10. კოენზიმ Q 10 და L-კარნიტინის კომბინაციამ უკეთესი შედეგები გამოავლინა ლიპიდურ სპექტრზე ვიდრე მონოთერაპიამ. კოენზიმ Q 10-მა, L-კარნიტინმა და მათმა კომბინაციამ სარწმუნოდ შეამცირა ატორვასტატინით გამოწვეული ტრანსამინაზების (ALT, AST) კონცენტრაცია. ხოლო მელდონიუმმა შეამცირა მხოლოდ AST-ს კონცენტრაცია და თითქმის არ შეცვალა ALT-ს პარამეტრი. კრეატინკინაზას მაჩვენებელი სარწმუნოდ შემცირდა კოენზიმ Q10-ის გამოყენებასთან ერთად. ეს პარამეტრი უკეთესად შემცირდა კოენზიმ Q10-ის და L-კარნიტინის კომბინაციის გამოყენების დროს. დანარჩენმა პრეპარატებმა ეს მაჩვენებელი სარწმუნოდ არ შეცვალა. სტატინებით გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და მიოპათიის პრევენციისთვის, რეკომენდებულია კოენზიმ Q10-ის და L-კარნიტინის კომბინაცია ან კოენზიმ Q10-ით მონოთერაპია. კვლევა გვაჩვენებს, რომ მელდონიუმმა სარწმუნოდ არ შეამცირა და არც გააუარესა სტატინებით გაზრდილი ALT-ს და CK-ს მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამოხატული ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე მელდონიუმის სტატინებთან კომბინაცია არ წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობის უკუჩვენებას.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

აკაკი კარსანიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

ნელი ანთელავა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

ნანა გორგასლიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი

მაია ოკუჯავა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

მანანა ღონღაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

ქეთევან პაჭკორია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

მანანა გოგოლაური, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

წყაროები

Abdoli N, Heidari R, Azarmi Y, Eghbal MA. Mechanisms of the statins cytotoxicity in freshly isolated rat hepatocytes. J Biochem Mol Toxicol, 2013;27:287-94. doi: 10.1002/ jbt.21485

Alhasaniah AH. l-carnitine: Nutrition, pathology, and health benefits. Saudi J Biol Sci. 2023 Feb;30(2):103555. doi: 10.1016/j.sjbs.2022.103555.

Charles A German, James K Liao. Understanding the molecular mechanisms of statin pleiotropic effects. Arch Toxicol. 2023 Jun;97(6):1529-1545. doi: 10.1007/s00204-023-03492-6.

Chuang CC, Martinez K, Xie G, et al. Quercetin is equally or more effective than resveratrol in attenuating tumor necrosis factor-{alpha}-mediated inflammation and insulin resistance in primary human adipocytes. Am J Clin Nutr. 2010 Dec;92(6):1511-21. doi:10.3945/ajcn.2010.29807.

Dambrova M, Makrecka-Kuka M, Vilskersts R, Makarova E, Kuka J, Liepinsh E. Pharmacological effects of meldonium: Biochemical mechanisms and biomarkers of cardiometabolic activity. Pharmacological Research, 113(B), 2016, 771-780.

DiNicolantonio JJ, Lavie CJ, Fares H, et al. L-carnitine in the secondary prevention of cardiovascular disease: systematic review and meta-analysis. Mayo Clin Proc 2013;88:544-51.

Gnoni A, S, G.V, A.M. Carnitine in Human Muscle Bioenergetics: Can Carnitine Supplementation Improve Physical Exercise? Molecules. 2020 Jan 1;25(1):182. doi: 10.3390/molecules25010182.

Hamid Mollazadeh , Erfan Tavana , Giovanni Fanni et al. Effects of statins on mitochondrial pathways. J Cachexia Sarcopenia Muscle. 2021 Apr;12(2):237-251. doi: 10.1002/jcsm.12654.

Hanai T, M, Imai K, A , K , M. Usefulness of Carnitine Supplementation for the Complications of Liver Cirrhosis. Nutrients. 2020 Jun 29;12(7):1915. doi: 10.3390/nu12071915.

Joy TR, Hegele RA. Narrative review: statin-related myopathy. Ann Intern Med 2009;150(12):858-68.

Kon M, Kimura F, Akimoto T, et al. Effect of coenzyme Q10 supplementation on exercise-induced muscular injury of rats. Exerc Immunol Rev. 2007;13:76-88

Lee H, Lim JY, Choi SJ. Role of l-carnitine and oleate in myogenic differentiation: implications for myofiber regeneration. J Exerc Nutrition Biochem. 2018 Jun 30;22(2):36-42. doi: 10.20463/jenb.2018.0015

Oyanagi E, Yano H, Uchida M, Utsumi K, Sasaki J. Protective action of L-carnitine on mitochondrial function and structure against fatty acid stress. Biochem Biophys Res Commun 2011;412:61-67.

Pierandrea Vinci, Emiliano Panizon et al. . Statin-Associated Myopathy: Emphasis on Mechanisms and Targeted Therapy Int J Mol Sci. 2021 Oct 28;22(21):11687. doi: 10.3390/ijms222111687

Radcliffe KA, Campbell WW. Statin myopathy. Curr Neurol Neurosci Rep 2008; 8: 66-72.

Venero CV, Thompson PD. Managing statin myopathy. Endocrinol Metab Clin North Am 2009; 38: 121-136.

Yumiko Tsushima, Betul Hatipoglu . Statin Intolerance: A Review and Update. Endocr Pract. 2023 Jul;29(7):566-571. doi: 10.1016/j.eprac.2023.03.004.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-06-04

როგორ უნდა ციტირება

კარსანიძე ა., ანთელავა ნ., გორგასლიძე ნ., ოკუჯავა მ., ღონღაძე მ., პაჭკორია ქ., & გოგოლაური მ. (2024). კოენზიმი Q10-ის, კარნიტინი L-ის, მელდონიუმის და მათი ზოგიერთი კომბინაციის შესწავლა სტატინებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების პრევენციისა და მკურნალობისთვის ექსპერიმენტში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (2), 61–67. https://doi.org/10.52340/jecm.2024.02.12

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...