მაიმუნის ყვავილის ინფექციის ცნობადობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში საქართველოში

მაიმუნის ყვავილის ინფექციის ცნობადობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში საქართველოში

ავტორები

  • ელენე ფაღავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნინო ჟორჟოლიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ირაკლი მჭედლიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2024.01.10

საკვანძო სიტყვები:

monkeypox, Georgia, awareness, medical professionals

ანოტაცია

კვლევის მიზანი იყო საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში მაიმუნის ყვავილის ინფექციის ცნობადობის დადგენა. სპეციალური კითხვარის (36 კითხვა) გამოყენებით 2023 წლის 18 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა ერთმომენტიანი ჯვარედინი კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 101 რესპონდენტმა. გამოყენებულ იქნა თანმიმდევრული ამონარჩევის შერჩევის მეთოდი. რესპონდენტები გახლდნენ სხვადასხვა სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლები და სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსების სტუდენტები. მონაცემები დამუშავებულ იქნა Stata 14.0-ში.

რესპოდენტების 85,15%-ს მაიმუნის ყვავილის შესახებ გაგონილი ჰქონდა, თუმცა, მხოლოდ 25,7%-მა იცოდა, როდის დაინფიცირდა პირველად ადამიანი ამ დაავადებით. უმრავლესობისთვის ცნობილი იყო, რომ პირველი შემთხვევა აფრიკაში დაფიქსირდა, მაგრამ მხოლოდ 20,0%-მა იცოდა მაიმუნის ყვავილის ვირუსის შტამების რაოდენობის შესახებ. თითქმის ნახევარი ინფორმირებული იყო დაავადების სიმპტომების თაობაზე. თუმცა, მხოლოდ 22,0%-მა გასცა სწორად პასუხი ინკუბაციური პერიოდის შესახებ. ასევე 14,0%-მა უპასუხა სწორად კითხვაზე, ყველაზე მეტად თუ ვინ ინფიცირდებოდა მაიმუნის ყვავილით. 39,0%-მა იცოდა დაავადების გავრცელების გზის შესახებ. მაგრამ მხოლოდ 38,0%-მა იცოდა, რომ არსებობდა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ვაქცინაცია. რესპოდენტების 46,0%-ს მიაჩნია, რომ შეუძლიათ ამოიცნონ და ნაწილობრივ მართონ მაიმუნის ყვავილის ინფექცია. უმრავლესობამ სწორად უპასუხა შეკითხვებს დაავადების პრევენციისთვის ჰიგიენური ზომების როლზე.

კვლევამ აჩვენა, რომ მაიმუნის ყვავილის ინფექციის ცნობადობა სამედიცინო განათლების მქონე პირებში საკმაოდ დაბალია. სამწუხაროდ აღინიშნა სამედიცინო სიახლეების არასაიმედო წყაროებიდან მოძიების ტენდენციაც.

მიზანშეწონილია, რომ მოხდეს მაიმუნის ყვავილის შესახებ ცნობადობის გაზრდა სამედიცინო სფეროს, პირველ რიგში პირველადი სამედიცინო რგოლის წარმომადგენლებში და სამედიცინო ინფორმაციის სანდო წყაროებიდან მიღების ხელშეწყობა.

 

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

ელენე ფაღავა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი

ნინო ჟორჟოლიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი

ირაკლი მჭედლიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი

წყაროები

Ahmed SK, Abdulqadir SO, Omar RM, et al. Knowledge, Attitude and Worry in the Kurdistan Region of Iraq during the Mpox (Monkeypox) Outbreak in 2022: An Online Cross-Sectional Study. Vaccines (Basel). 2023 Mar 8;11(3):610.

Alshahrani NZ, Algethami MR, Alarifi AM, et al. Knowledge and Attitude Regarding Monkeypox Virus among Physicians in Saudi Arabia: A Cross-Sectional Study. Vaccines (Basel). 2022 Dec 8;10(12):2099.

Elsayed S, Bondy L, Hanage WP. Monkeypox Virus Infections in Humans. Clin Microbiol Rev. 2022 Dec 21;35(4):e0009222.

Harapan H, Setiawan AM, Yufika A, et al. Knowledge of human monkeypox viral infection among general practitioners: A cross-sectional study in Indonesia. Pathog. Glob. Health 2020,114, 68–75.

Hassan S, Paudyal N, Emaan A, Ibrahim S. Monkeypox Virus: A comprehensive narrative review. Kathmandu Univ Med J (KUMJ). 2023 Jan-Mar;21(81):86-93.

Hatmal MM, Al-Hatamleh MAI, Olaimat AN, et al. Comprehensive literature review of monkeypox. Emerg Microbes Infect. 2022 Dec;11(1):2600-2631.

Huhn GD, Bauer AM, Yorita K, Graham MB, et al. Clinical characteristics of human monkeypox, and risk factors for severe disease. Clin. Infect. Dis. 2005, 41, 1742–1751.

Jose A, David R, Anderson N, Raysa M, Jorge A. Level of Knowledge Regarding Mpox among Peruvian Physicians during the 2022 Outbreak: A Cross-Sectional Study Vaccines (Basel). 2023 Jan; 11(1): 167.

McCollum AM, Damon IK. Human monkeypox. Clin Infect Dis. 2014 Jan;58(2):260-7.

Multi-country monkeypox outbreak in non-endemic countries. (n.d.). Who. Int. Retrieved May 22, 2022.

Petersen E, Kantele A, Koopmans M, et al. Human monkeypox: Epidemiologic and clinical characteristics, diagnosis, and prevention. Infect. Dis. Clin. 2019, 33, 1027–1043.

Riad A, Drobov A, et al. Monkeypox Knowledge and Vaccine Hesitancy of Czech Healthcare Workers: A Health Belief Model (HBM)-Based Study. Vaccines (Basel). 2022 Nov 26;10(12):2022.

Temsah MH, Aljamaan F, Alenezi S, et al. Monkeypox caused less worry than COVID-19 among the general population during the first month of the WHO Monkeypox alert: Experience from Saudi Arabia. Travel Med. Infect. Dis. 2022, 49, 102426.

WHO Multi-country outbreak of mpox. External Situation Report 31, published 22 December 2023

Youssef D, Abboud E, Kawtharani M, Zheim Z, et al. When a neglected tropical zoonotic disease emerges in non-endemic countries: need to proactively fill the unveiled knowledge gaps towards human monkeypox among the Lebanese population. J Pharm Policy Pract. 2023 Mar 7;16(1):39.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-03-11

როგორ უნდა ციტირება

ფაღავა ე., ჟორჟოლიანი ნ., & მჭედლიშვილი ი. (2024). მაიმუნის ყვავილის ინფექციის ცნობადობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში საქართველოში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1), 67–70. https://doi.org/10.52340/jecm.2024.01.10

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 28 29 30 31 32 33 34 35 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...