რკინის პრეპარატებით მკურნალობის შორეული შედეგები გულის უკმარისობისა და რკინის დეფიციტის მქონე პაციენტებში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.01.06საკვანძო სიტყვები:
heart failure, iron deficiency, IV (III) iron, oral ironანოტაცია
გულის უკმარისობა მთელს მსოფლიოში ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. მრავალი თანმხლები დაავადების არსებობა ართულებს გულის უკმარისობის მიმდინარეობას და ხელს უწყობს მის პროგრესირებას.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ხშირია მრავალი ფაქტორით განპირობებული რკინის დეფიციტი და ანემია, რაც ხელს უწყობს გულის კუნთის დისფუნქციის განვითარებას, იგი ასოცირდება გულის უკმარისობის ცუდ კლინიკურ გამოსავალთან და სიკვდილობის რისკის ზრდასთან.
ჩვენი კვლევის მიზანი იყო გამოგვეკვლია ინტრავენური და პერორალური რკინის პრეპარატებით მკურნალობის გავლენა გულის უკმარისობის მქონე პაციენტების კლინიკურ მახასიათებლებზე.
კვლევა შესრულდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის თანხმობის საფუძველზე. კვლევაში ჩართული თვითოეული პირისგან მიღებულ იქნა ინფორმირებული თანხმობა. ჩვენ შევისწავლეთ 78 ზრდასრული ჰოსპიტალიზირებული პაციენტი, რომელთაც ჩაუტარდათ სტანდარტული კლინიკური შეფასება. კვლევაში ჩართულ პირთა სისხლის ნიმუშებში შევისწავლეთ შემდგომი პარამეტრები: სისხლის საერთო ანალიზი, შრატის რკინის კონცენტრაცია, ფერიტინი, კრეატინინი, გამოთვლილი გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე. გარდა ამისა, შეფასდა ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობა 6 წუთიანი სიარულის ტესტით, ხოლო სიცოცხლის ხარისხი მინესოტას კითხვარის მეშვეობით.
კვლევაში ჩართული პირები დავყავით ორ ჯგუფად: 50-მა მათგანმა (I ჯგუფი) მიიღო ი/ვ რკინის (III) ჰიდროქლორიდი საქაროზის კომპლექსი (Venofer) 5მლ/100მგ; 28 პირი (II ჯგუფი) – გამოიყო როგორც საკონტროლო ჯგუფი. მკურნალობის ხანგრძლივობა ჯგუფში შეადგენდა 7.8±0.4 დღეს. კლინიკიდან გაწერის შემდეგ პაციენტები ამბულატორიულად აგრძელებდნენ მკურნალობას პერორალური რკინით 3 თვე. 3 და 6 თვის შემდეგ განმეორებებით ვაფასებდით საკვლევ პირებში კლინიკურ პარამეტრებს.
ჩვენს კვლევაში რკინით მკურნალობამ 3 თვეში აჩვენა ჰემატოლოგიური პარამეტრების, გულის უკმარისობის ფუნქციური კლასის, NT-pro BNP-ის მაჩვენებლისა და თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესება, მაგრამ განსხვავება ჯგუფებს შორის არ იყო კლინიკურად შესამჩნევი. 6 წუთიანი სიარულის ტესტი და სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რკინით ნამკურნალებ ჯგუფში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. აღნიშნული პარამეტრების ცვლილების დადებითი დინამიკა რკინით მკურნალობის ფონზე შენარჩუნდა მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდგომაც.
რკინის დეფიციტი ხშირია გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მისი კორექცია ჩართული უნდა იყოს გულის უკმარისობის მკურნალობაში. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვანია სისხლის საერთო ანალიზთან ერთად მოწმდებოდეს შრატის რკინა და ფერიტინი. რკინის პრეპარატებით ინტრავენური მკურნალობა უსაფრთხოა, კარგად აიტანება და აუმჯობესებს პაციენტების ფუნქციურ მაჩვენებლებს და ცხოვრების ხარისხს. პერორალური რკინით მკურნალობა შეიძლება გამოყენებულ იქნას გრძელვადიანი ამბულატორიული მკურნალობისთვის. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ პერიოდშიც ნარჩუნდება შედეგების დადებითი დინამიკა.
Downloads
წყაროები
Alain Cohen-Solal, Christophe Leclercq et al. Iron deficiency: an emerging therapeutic target in heart failure. BMJ Heart. Volume 100, Issue 18, 2014http://dx.doi.org/10.1136/heartjnl-2014-305669.
Correale M, Paolillo S, Mercurio V, Limongelli G, Barillà F, Ruocco G, et al. Comorbidities in chronic heart failure: an update from Italian Society of Cardiology (SIC) working group on heart failure. Eur J Intern Med. (2020) 71:23–31. doi: 10.1016/j.ejim.2019.10.008
Von Haehling S, Ebner N, Evertz R, Ponikowski P, Anker SD. Iron deficiency in heart failure: an overview. JACC Heart Fail. (2018) 7:36–46. doi: 10.1016/j.jchf.2018.07.015
Jankowska EA, Malyszko J, Ardehali H, Koc-Zorawska E, Banasiak W, Von Haeling S, et al. Iron status in patients with chronic heart failure. Eur Heart J. (2013) 34:827–34. doi: 10.1093/eurheartj/ehs377
González-Costello J., Comín-Colet J., Lupón J. et al. Importance of iron deficiency in patients with chronic heart failure as a predictor of mortality and hospitalizations: insights from an observational cohort study. BMC Cardiovasc Disorders, 2018, 18:206
Jankowska EA., von Haehling S., Anker SD. et al. Iron deficiency and heart failure: diagnostic dilemmas and therapeutic perspectives. European Heart Journal, 2013, 34:816-829
Klip IT., Comin-Colet J., Voors AA. et al. Iron deficiency in chronic heart failure: An international pooled analysis. American Heart Journal, 2013, 165:575–82
Tang YD, Katz shD. Anemia in chronic heart failure: prevalence, etiology, clinical correlates, and treatment options. Circulation. 2006; May 23; 113 (20): 2454-61
Groenveld HF, Januzzi JL et al. Anemia and mortality in heart failure patients: a systematic review and meta-analysis. J Am Coll Cardiol. 2008; 52 (10): 818-27
Enjuanes C, Klip IT, Bruguera J, et al. Iron deficiency and health-related quality of life in chronic heart failure: results from a multicenterEuropean study.Int J Cardiol 2014;174:268–275.
Jankowska EA, Rozentryt P, Witkowska A, et al. Iron deficiency predicts impaired exercise capacity in patients with systolic chronic heart failure. J Card Fail2011;17:899–906.
Zhou X, Xu W, Xu Y, Qian Z. Iron supplementation improves cardiovascular outcomes in patients with heart failure. Am J Med 2019;132:955–963.
Kapoor M, Schleinitz MD, Gemignani A, Wu W-C. Outcomes of patients with chronic heart failure and iron deficiency treated with intravenous iron: a meta-analysis. Cardiovasc Hematol Disord Drug Targets 2013;13:35–44.
Lewis GD, Malhotra R, Hernandez AF et al. Effect of oral iron repletion on exercise capacity in patients with heart failure with reduced ejection fraction and iron deficiency: the IRONOUT HF randomized clinical trial. JAMA 2017;317:1958–1966.
Kocyigit D, Gurses KM. Iron deficiency and its treatment in heart failure: indications and effect of prognosis. E-Journal of Cardiology Practice 2016; Available from: https://www.escardio.org/Journals/E-Journal-of-Cardiology-Practice/Volume-14/Iron-deficiency-and-its-treatment-in-heart-failure-indications-and-effect-on-prognosis