საქართველოში მოზარდი ვაზის ფოთლებში ფენოლური ნაერთების განსაზღვრა და ანტიოქსიდანტური აქტივობის დადგენა

საქართველოში მოზარდი ვაზის ფოთლებში ფენოლური ნაერთების განსაზღვრა და ანტიოქსიდანტური აქტივობის დადგენა

ავტორები

  • მარიამ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • თამაზ მურთაზაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მალხაზ ჯოხაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • პაატა თუშურაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • კობა სივსივაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნათია ბოკუჩავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • სოფიო გოქაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.39

საკვანძო სიტყვები:

Grapevine leaves, Phenolic compounds, Antioxidant activity

ანოტაცია

ვაზის პროდუქტები (ღვინო, ყურძენი) მდიდარია ადამიანისთვის სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით. თუმცა, ვაზის კულტივაციის და ყურძნის გადამუშავების პროცესში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით გადანაყარი პროდუქტები, როგორიცაა თესლი, ყურძნის კანი და ვაზის ფოთლები, მათი უმრავლესობა ბილოგიურად აქტიური ნაერთების შემცველობით არა თუ უტოლდება, შეიძლება აღემატებოდეს კიდეც ღვინოსა და ყურძენს.

ვაზის ფოთლები წარმოადგენს ვენახის მოვლის პროცესის თანმხლებ პროდუქტს. ლიტერატურაში არსებული მწირი ინფორმაციის თანახმად, ეს ნედლეული მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, კერძოდ, ორგანული მჟავებით, ტანინებით, პროციანიდინებით, ანთოციანინებით, ფერმენტებით, ვიტამინებითა და კაროტინოიდებით.

სამეცნიერო პრაქტიკული თვალსაზრისით საჭიროდ მივიჩნიეთ ჩაგვეტარებინა ვაზის ფოთლების ფიტოქიმიური ანალიზი. ფენოლური ნაერთების შემცველობის შესწავლის მიზნით, ჩატარებული კვლევების შედეგად, შესწავლილია რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ვაზის ფოთლების, ფენოლური ნაერთების თვისობრივი შემადგენლობა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია – ტანდემური მასსპექტრომეტრული მეთოდის (LC–MS–MS) გამოყენებით.

მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ვაზის ფოთლები განსაკუთრებით მდიდარია ფენოლური მჟავებით და ფლავონოიდებით. იდენტიფიცირებულია შემდეგი ფენოლური ნაერთები: კატექინი, ეპიკატექინი, ქვერცეტინ–3–0–გლუკოზიდი, კოფეინის მჟავა, ტრანს-რესვერატროლი და სხვ. (სულ 19 ფენოლური ნაერთი). აგრეთვე შესწავლილია ნედლეულიდან მომზადებული ექსტრაქტების ანტიოქსიდანტური აქტივობა, რომელიც განისაზღვრა DPPH რეაქტივის გამოყენებით, კვლევის პროცესში კორელაცია გამოიკვეთა ნედლეულის ფენოლური ნაერთების შემცველობასა და ანტიოქსიდანტურ აქტივობას შორის. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ ვაზის ფოთლები წარმოადგენს ბუნებრივი ანტიოქსიდანტების წყაროს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფარმაცევტულ, კვების და კოსმეტიკურ წარმოებაში.

 

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Banjanin T., Uslu N., Vasic Z.R., Özcan M.M. Effect of grape varieties on bioactive properties, phenolic composition, and mineral contents of different grape-vine leaves. J. Food Process. Preserv. 2021; 45:15159.

Baroi A.M., Popitiu M., Fierascu I., Sardarescu I.D., Fierascu R.C., Grapevine Wastes: A Rich Source of Antioxidants and Other Biologically Active Compounds. Antioxidants 2022; 11: 393.

Downey M.O., Dokoozlian N.K., Krstic M.P., Cultural practice and environmental impacts on the flavonoid composition of grapes and wine: A review of recent research. Am. J. Enol. Vitic. 2006; 57:257-268.

Filimon R.V., Rotaru L., Filimon R.M., Quantitative Investigation of Leaf Photosynthetic Pigments during Annual Biological Cycle of Vitis vinifera L. Table Grape Cultivars. S. Afr. J. Enol. Vitic., Vol. 37, No. 1, 2016.

Garcia-Cabezon C., Teixeira G.G., Dias L.G., Salvo-Comino C., García-Hernandez C., Rodriguez-Mendez M.L., Martin-Pedrosa F., Analysis of Phenolic Content in Grape Seeds and Skins by Means of a Bio-Electronic Tongue. Sensors. 2020; 20:4176.

International Organisation Of Vine And Wine, State Of The World Vine And Wine Sector, Pau Roca Director General of the OIV, OIV Press Conference, 20 April 2023.

Lachman J., Sulc M., Faitova K., Pivec V., Major factors influencing antioxidant contents and antioxidant activity in grapes and wines. Int. J. Wine Res. 2009

Magrone, T., Magrone, M., Russo, M.A., Jirillo, E., Recent Advances on the Anti-Inflammatory and Antioxidant Properties of Red Grape Polyphenols: In Vitro and In Vivo Studies. Antioxidants 2020; 9:28.

Sikuten I., Stambuk P., Andabaka Z., Tomaz I., Markovi Z., Stupi D., Maleti E., Konti J.K., Preiner D., Grapevine as a Rich Source of Polyphenolic Compounds. Molecules 2020; 25:5604.

Sochorova L., Prusova B., Cebova M., Jurikova T., Mlcek J., Adamkova A., Nedomova S., Baron M., Sochor J., Health Effects of Grape Seed and Skin Extracts and Their Influence on Biochemical Markers. Molecules 2020; 25:5604.

Troilo M., Difonzo G., Paradiso V.M., Summo C., Caponio F., Bioactive compounds from vine shoots, grape stalks, and wine lees: Their potential use in agro-food chains, Foods 2021; 10:342.

Xia E.Q., Deng G.F., Guo Y.J., Li H.B., Biological activities of polyphenols from grapes. Int. J. Mol. Sci. 2010; 11:622-646.

Yang N.G., Gao J., Cheng X., Hou C.L., Yang Y.Y., Qiu Y.X., Xu M.R., Zhang Y., Huang S.S., Grape seed proanthocyanidins inhibit the proliferation, migration and invasion of tongue squamous cell carcinoma cells through suppressing the protein kinase B/nuclear factor-kappa B signaling pathway. Int. J. Mol. Med. 2017; 40:1881–1888.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-27

როგორ უნდა ციტირება

ტატანაშვილი მ., მურთაზაშვილი თ., ჯოხაძე მ., თუშურაშვილი პ., სივსივაძე კ., ბოკუჩავა ნ., & გოქაძე ს. (2023). საქართველოში მოზარდი ვაზის ფოთლებში ფენოლური ნაერთების განსაზღვრა და ანტიოქსიდანტური აქტივობის დადგენა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 174–180. https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.39

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...