ეკოლოგიურ და სხვადასხვა გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის კავშირი ცხოვრების ყოველდღიურობასთან

ეკოლოგიურ და სხვადასხვა გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის კავშირი ცხოვრების ყოველდღიურობასთან

ავტორები

  • მარინე გაგოშიძე
  • შალვა პეტრიაშვილი
  • ანა პეტრიაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.35

საკვანძო სიტყვები:

ecology, environment, risk factors, negative impact

ანოტაცია

ეკოლოგიურ და სხვადასხვა გარემოს ,,რისკ ფაქტორების’’ უარყოფით ზეგავლენას მჭიდრო კავშირი აქვს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობასთან. ჩვენი შრომის მიზანია ეკოლოგიურ და სხვადასხვა ,,რისკ ფაქტორების“ უარყოფითი ზემოქმედების ადრეული ამოცნობისთვის ცოდნის გაღრმავება, სწრაფი დიაგნოსტიკისა და პრევენციული დახმარების დროულად აღმოჩენისთვის.

მასალა და მეთოდები: შევისწავლეთ გარემოს შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ლიტერატურა, ურთიერთკავშირი სხვადასხვა მიკროელემენტებსა და მუტაგენურ ზემოქმედებას შორის და დავადასტურეთ მათი ურთიერთკავშირი ორგანიზმზე მოქმედების დროს, რაც შესაბამისობაშია ლიტერატურულ მიმოხილვასთან. სტატისტიკური დამუშავება მიმდინარეობდა თანამედროვე კომპუტერული პროგრამების მიხედვით. ზემოქმედების ინდიკატორად ჩვენს მიერ გამოყენებულ იქნა პაციენტის თმის ღერი, სისხლი, შარდი, ზოგადი მდგომარეობა, ანამნეზი, ავადობის სიხშირე, ჰემატოლოგიური, იმუნოლოგიური, ციტოგენეტიკური მაჩვენებლები და სხვა.

შედეგები: ამრიგად, მძიმე მეტალები, არასათანადოდ შერჩეული სან-ეპიდემიოლოგიური მოვლის საშუალებები, დაბინძურებული გარემოს ზემოქმედება იწვევს მძიმე მეტალების დაგროვებას ორგანიზმში. გარემოს მუტაგენების ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია. აღმოჩნდა, რომ მით უფრო ზიანდება ადამიანი, რაც მეტ დროს ატარებს ან მეტად შეხებაშია ერთი ან რამოდენიმე მუტაგენის ზემოქმედებასთან და რაც უფრო ირღვევა მიკროელემენტების მაჩვენებლები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ორგანიზმზე თავიანთი კორელაციებით ერთმანეთთან და გარემო პირობებთან.

დასკვნა: ამრიგად, ეკოლოგიური და სხვადასხვა გარემოს ,,რისკ ფაქტორები“ უარყოფით ზემოქმედებას იწვევს ან პროვოცირებას უკეთებს სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის იწვევს გენეტიკურ დარღვევებს.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

მ. გაგოშიძე, ა. ზედგინიძე, ნ. მანჯავიძე, მ. ანთელავა, ხ. გვიმრაძე. ეკოლოგია და ბავშვები (დარიშხანით დაბინძურებულ გარემოში მცხოვრებ ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მონიტორინგი და შეფასება), თბილისი.

Bailer J, Witthöft M, Rist F. Modern health worries and idiopathic environmental intolerance. J Psychosom Res 2008; 65:425.

М.В. Гагошидзе, Н. Манджавидзе, А. Зедгинидзе, М.В. Гагошидзе, Х. Гвимрадзе, М. Антелава Некоторые показатели гомеостаза детей, проживающих в условиях загрязнения мышьяком окружающей среды. Georgian Med.News. 2009; 4(169):56-60.

Centers for Disease Control and Preventio. National health and nutrition examination survey. https://www.cdc.gov/nchs/nhanes/index.htm (Accessed on June 19, 2020).

Gagoshidze M, Antelava M, Manjavidze N, Aladashvili L, Taboridze I. Evaluation of morbidity risk in school age children living under arsenic influence condition and significance of micronucle assays. The St.Med. Univ. Annals of Biomed. research 2005, 4:202-206.

The United States Department of Health and Human Services. Agency for Toxic Substances and Disease Registry. Public health statement. September 2002. https://www.atsdr.cdc.gov/ToxProfiles/tp9-c1-b.pdf (Accessed on June 19, 2020).

Jorge Yanez, Vladimir Fierro, Hector Mansilla, Leonardo Figueroa, Lorena Cornejoc and Ramon M. Barnesd. Arsenic speciation in human hair: a new perspective for epidemiological assessment in chronic arsenicism. J. Environ. Monit., 2005; 7:1335-1341.

Zedginize, A., Gagoshize, M., Antelava, M., et al. Influence of environment polluted with arsenic on genetic system and health of children. In CHROMOSOME RESEARCH . 2005; 13:112.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-27

როგორ უნდა ციტირება

გაგოშიძე მ., პეტრიაშვილი შ., & პეტრიაშვილი ა. (2023). ეკოლოგიურ და სხვადასხვა გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის კავშირი ცხოვრების ყოველდღიურობასთან. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 158–163. https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.35

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...