პოლიპრაგმაზიის რისკები ჰიპერტენზიის მკურნალობაში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.13საკვანძო სიტყვები:
Polypharmacy, chronic hypertension, treatment, risksანოტაცია
პოლიპრაგმაზია, ანუ პოლიფარმაცია თანამედროვე მედიცინის გადაუჭრელი პრობლემაა. განსაკუთრებით ხშირია ასეთი შემთხვევები, ქრონიკული ჰიპერტენზიის მკურნალობაში.
ნაშრომის კვლევის მიზანს წარმოადგენდა პოლიპრაგმაზიის აღმოფხვრის საკითხებში კლინიკური ფარმაცევტის როლის დადგენა; იმის გარკვევა, თუ რამდენად ხშირია 5-ზე მეტი მედიკამენტი ექიმის დანიშნულებებში და როგორია ექიმის და ფარმაცევტის თანამშრომლობა ფარმაკოთერაპიულ პროცესში.
კვლევა ჩატარდა „ს/ს ევექსის კლინიკების” ბაზაზე. შედგენილ იქნა ორი ტიპის კითხვარი, რომელიც განკუთვნილი იყო ექიმების და მათი პაციენტებისათვის. გამოკითხვა ატარებდა ანონიმურ ხასიათს, გამოკითხულ იქნა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 120 პაციენტი და „ს/ს ევექსის კლინიკებში“ მომუშავე სხვადასხვა პროფილის 73 ექიმი. მიღებული შედეგებით ჩანს, რომ პაციენტთა 60%-ს ენიშნება 5-ზე მეტი მედიკამენტი, რაც ზრდის პოლიპრაგმაზიის სიხშირეს.
გამოკითხულ ექიმთა 65% მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, ხოლო 25% საერთოდ არ უხსნის პაციენტს მედიკამენტის მიღების თავისებურებებს, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს წამალთა არასწორ გამოყენებით გამოწვეულ არასასურველ და საზიანო ურთიერთქმედებასთან. სწორედ ასეთ დროს საჭიროა კლინიკურმა ფარმაცევტმა უზრუნველყოს პაციენტი საჭირო ინფორმაციით და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ფარმაკოთერაპიული პროცესის მონიტორინგი.
მიგვაჩნია, რომ კლინიკური ფარმაცევტი სათანადო კვალიფიკაციის მიღების შემდეგ შეძლებს ექიმთან ერთად პოლიპრაგმაზიის არასასურველი შედეგების მინიმუმამდე დაყვანას.
Downloads
წყაროები
მოზრდილებში პირველადი ჰიპერტენზიის მართვა, პროტოკოლი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის N01-260/ო ბრძანება.
ბეჟან წინამძღვრიშვილი, ლევან ყურაშვილი, დალი ტრაპაიძე, ვახტანგ ბარბაქაძე და სხვ. არტერიული ჰიპერტენზია. ნაციონალური გაიდლაინის სრული ვერსია. 2019 წ.
“არტერიული ჰიპერტენზია – პრიორიტეტი ქვეყნის მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში”, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ჯანმო, არაგადამდებ დაავადებათა პროფილი, საქართველო, 2011 (ეპიდემიოლოგიური ბიულეტენი, 2013, სექტემბერი, N9, ტომი 17.
თ. ჭუმბურიძე, ნ. კიკალიშვილი. კლინიკური ფარმაცია - თბილისი, 2006 წ.
თ. ჭუმბურიძე, ნ. ნემსიწვერიძე, დ. შუბითიძე. ფარმაცევტული ზრუნვა თბილისი, 2019 წ.
ინსულტის მართვის გაიდლაინი, WHO Global status report on noncommunicable diseases, 2010. http://www.who.int/nmh/publications/ncd_report_full_en.pdf