ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, ორსულობა და ახალშობილთა ჰიპერბილირუბინემია

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, ორსულობა და ახალშობილთა ჰიპერბილირუბინემია

ავტორები

  • ნინო ხოტივარი
  • ელისო თურქაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.05.16

საკვანძო სიტყვები:

COVID-19, SARS-CoV-2, NICU, hyperbilirubinemia

ანოტაცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატოლოგიის დეპარტამენტში 2022 წელს რეტროსპექტული, კოჰორტული, მიზნობრივი კვლევის ფარგლებში, შესწავლილ იქნა 23 ორსულის და მშობიარის (ორსულობის სხვადასხვა ვადაზე გადაიტანეს Sars-CoV-2 ინფექცია) და მათი ახალშობილების სამედიცინო ისტორიები. აღნიშნული 23 ახალშობილი გადაყვანილ იქნა ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (NICU), ჰიპერბილირუბინემიის გამო, ფოტოთერაპიის საჭიროების და ბილირუბინის დონის შემდგომი მონიტორინგის მიზნით. როგორც მონაცემთა ანალიზით დადგინდა, 23-დან 17 შემთხვევაში SARS-CoV-2-ს ინფექცია ორსულობისას და მშობიარობისას საშუალო ან მძიმე მიმდინარეობით ხასიათდებოდა, მათ ახალშობილებს კი დაუდგინდათ ჰიპერბილირუბინემია დაუზუსტებელი მიზეზით, მისი გამომწვევი ძირითადი რისკ-ფაქტორების გამორიცხვისას. ჩვენი კვლევის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჰიპერბილირუბინემია არის SARS-CoV-2-ის ნეონატალური შედეგი, რადგანაც აღნიშნული ინფექცია სავარაუდოდ იწვევს პლაცენტის სისხლძარღვთა მალპერფუზიას და პოლიციტემიას ნაყოფებში, რაც შესაძლოა იყოს კომპენსატორული პასუხი აღნიშნულ ინფექციაზე.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Huang C,Wang Y, et al. Clinical features of patients infected with 2019 novel coronavirus in Wuhan, China. Lancet. 2020; (published online Jan 24. https://doi.org/10.1016/S0140-6736(20)30183-5.)

Ronald J Wong, BA, Vinod K Bhutani, MD, FAAP, Unconjugated hyperbilirubinemia in neonates: Risk factors, clinical manifestations, and neurologic complications

Bhutani VK, Johnson L, Sivieri EM., Predictive ability of a predischarge hour-specific serum bilirubin for subsequent significant hyperbilirubinemia in healthy term and near-term newborns. Pediatrics. 1999; 103:6-14. doi: 10.1542/peds.103.1.6.

Rebutini PZ, Zanchettin AC, et. al. Association Between COVID-19 Pregnant Women Symptoms Severity and Placental Morphologic Features. Front Immunol. 2021 May 26;12:685919. doi: 10.3389/fimmu.2021.685919. eCollection 2021.PMID: 34122449

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-12

როგორ უნდა ციტირება

ხოტივარი ნ., & თურქაძე ე. (2023). ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, ორსულობა და ახალშობილთა ჰიპერბილირუბინემია. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5). https://doi.org/10.52340/jecm.2023.05.16

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...