ჩვევების ცვლილებების გავლენა გართულებების პროგრესირებაზე კოვიდ 19 პანდემიის დროს სოციალური იზოლაციის პირობებში 65 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით პაციენტებში აჭარის რეგიონში

ჩვევების ცვლილებების გავლენა გართულებების პროგრესირებაზე კოვიდ 19 პანდემიის დროს სოციალური იზოლაციის პირობებში 65 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით პაციენტებში აჭარის რეგიონში

ავტორები

  • ლიანა ჯაში
  • რუსუდან კვანჭახაძე
  • ქეთევან დუნდუა
  • თამარ პეშკოვა
  • ლელა ბერიძე
  • კობა ქამაშიძე
  • ეთერ მარგალიტაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.03.16

საკვანძო სიტყვები:

sleep, nutrition, physical activity, alcohol, tobacco, diabetes, covid-19

ანოტაცია

კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა 65 წლამდე პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტით, გლიკემიური კონტროლი, ჩვევების ცვლილებები, გართულებების განვითარების სიხშირე და სამედიცინო დახმარების აუცილებლობა. შედეგები და განხილვა: ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით სოციალური იზოლაციის დროს ძილის, წონის და კვებითი ჩვევის დარღვევის მხრივ ჯგუფებს შორის სტატისტიკურად სარწმუნო სხვაობა არ გამოვლინდა, თუმცა წონის მომატება მდედრობითი სქესის პირებში მეტია n=231 (33.14%) მამაკაცების n=183 (26.26%) შედარებით. პაციენტების მიერ ექიმთან დაკავშირების მხრივ სარწმუნო სხვაობა არ არის, კავშირი ძირითადად ხორციელდებოდა ტელეფონით ან საერთოდ არ ეკონტაქტებოდნენ. სტატისტიკურად სარწმუნო სხვაობა იზოლაციის დროს სისხლში შაქრის დონის მერყეობის მხრივ „სისტემატიურად მქონდა 250მგ% მეტი და მერყეობდა 140მგ% დან 250მგ%-ის ფარგლებში“ სარწმუნოდ მაღალია მდედრობითი სქესის პაციენტებში და შეადგენს n=115 (17.75%) და n=137 (21.14%) შესაბამისად p =.023. ფიზიკური ვარჯიშის მხრივ სხვაობა სტატისტიკურად სარწმუნოა, არ ვარჯიშობდა მამაკაცების n=149 (21.07%) და ქალების n=127 (17.96%) შესაბამისად. p = <.001. იზოლაციის დროს ამბულატორიული დახმარება მაღალი არტერიული წნევის გამო სარწმუნოდ მეტია მდედრობითი სქესის პაციენტებში n=127 (22.01%) p =.001. სიგარეტის და ალკოჰოლის მოხმარების ზრდა სარწმუნოდ მაღალია მამრობითი სქესის პაციენტებში და შეადგენს n=106 (15.08%) p = <.001 და n=61 (8.7%) p = <.001, შესაბამისად. ორივე ფაქტორი საერთო პოპულაციაში თანაბრად ზრდის გულის პრობლემის გამო შუნტირება/სტენტირების მხრივ საავადმყოფოში მოხვედრის რისკს n=119 (16,83% ) - ალკოჰოლის მოხმარება p = <.001 და n=120 (16.95%) სიგარეტის მოხმარება p = <.001. ამრიგად, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ დიაბეტიან პაციენტებში იზოლაციის, სამედიცინო დახმარების შეზღუდვის პირობებში მატულობს მავნე ჩვევებისკენ მიდრეკილება, ასევე ირღვევა გლიკემიური პროფილი და არტერიული წნევის მაჩვენებლები, რაც სარწმუნოდ ზრდის გულის პრობლების გამო შუნტირება/სტენტირების მხრივ საავადმყოფოში მოხვედრის და არასარწმუნოდ მრავლობითი მიკრო-მაკროანგიოპათიის განვითარების რისკს.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

https://www.coronavirus.gov/

Burki, Talha. China's successful control of COVID-19. The Lancet Infectious Diseases, ISSN:1473-3099, 2020; 20(11):1240-1241. https://doi.org/10.1016/S1473-3099(20)30800-8

Machón Sobrado M., Mateo-Abad M., Vrotsou K. et al. Health Status and Lifestyle Habits of Vulnerable, Community-Dwelling Older People During the COVID-19 Lockdown. J Frailty Aging, 2021; 10:286-289. https://doi.org/10.14283/jfa.2021.12

Chattopadhyay S, Malayil L, Kaukab S, Merenstein Z, Sapkota AR. The predisposition of smokers to COVID-19 infection: A mini-review of global perspectives. Heliyon. 2023 Jun 29; 9(7): e17783. doi: 10.1016/j.heliyon.2023.e17783.

García-Álvarez L, Fuente-Tomás L, Sáiz PA, García-Portilla MP, Bobes J. Will changes in alcohol and tobacco use be seen during the COVID-19 lockdown? Adicciones. 2020 Apr 1; 32(2):85-89. English, Spanish. doi: 10.20882/adicciones.1546. PMID: 32347962.

Caroppo E, Mazza M, Sannella A, Marano G, Avallone C, Claro AE, Janiri D, Moccia L, Janiri L, Sani G. Will Nothing Be the Same Again? Changes in Lifestyle during COVID-19 Pandemic and Consequences on Mental Health. Int J Environ Res Public Health. 2021 Aug 10; 18(16):8433. doi: 10.3390/ijerph18168433. PMID: 34444180; PMCID: PMC8393535.

European Society of Cardiology. Social isolation during COVID-19 pandemic linked with high blood pressure. ScienceDaily. 2020, Nov 19. www.sciencedaily.com/releases/2020/11/201119083923.htm.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-18

როგორ უნდა ციტირება

ჯაში ლ., კვანჭახაძე რ., დუნდუა ქ., პეშკოვა თ., ბერიძე ლ., ქამაშიძე კ., & მარგალიტაძე ე. (2023). ჩვევების ცვლილებების გავლენა გართულებების პროგრესირებაზე კოვიდ 19 პანდემიის დროს სოციალური იზოლაციის პირობებში 65 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით პაციენტებში აჭარის რეგიონში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (3). https://doi.org/10.52340/jecm.2023.03.16

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...