ქრონიკული სტრესი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში

ქრონიკული სტრესი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში

ავტორები

  • გვანცა კირთაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ელენე ფაღავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.02.18

საკვანძო სიტყვები:

chronic stress, medical students, study

ანოტაცია

თანამედროვე სამყაროში სტრესი ყოველი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქრონიკული სტრესის მიმართ მაღალი მიდრეკილებით გამოირჩევიან სტუდენტები, მათ შორის კი ქრონიკული სტრესის გავრცელების მაღალი დონე ფიქსირდება სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. ამის მიზეზებია აკადემიური გადატვირთვა, წარუმატებლობის შიში, ფინანსური პრობლემები, მათ მიმართ დაწესებული მაღალი მოლოდინები და სხვა. ნაშრომის მიზანია ქრონიკული სტრესის დონის დადგენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში. კვლევის ინსტრუმენტად შეირჩა თვითშეფასებითი კითხვარი - სტუდენტური სტრესის ჩამონათვალი (ქართულ და ინგლისურ ენებზე). შედგენილი კითხვარი შეიცავს 51 შეკითხვას 40 ნეგატიური ერთეულით და 4 ქვესკალით: ფიზიკური ფაქტორები, პირადი ურთიერთობები, აკადემიური საქმიანობა, გარემო ფაქტორები. სტუდენტებს სთხოვეს, შეეფასებინათ კითხვარში მოცემული მოვლენების სიხშირე ბოლო 6 თვის მანძილზე. სტრესის დონე დგინდებოდა ქულათა დაჯამებით. სულ გამოიკითხა 193 სტუდენტი. მათი უმრავლესობა, 69.95% გახლდათ ქალი, 29.5% - მამაკაცი. მედიცინის ფაკულტეტი (ინგლისურენოვანი) 23,32%, მედიცინის ფაკულტეტი (ქართულენოვანი) 56,48%, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი 20,21%. საშუალო ასაკი 22.45±1.3. როგორც კვლევამ ამჩვენა, ქრონიკული სტრესის გამომწვევი ფიზიკური ფაქტორებიდან ყველაზე მაღალი სიხშირით განმეორებითად დასახელდა მუდმივი დაღლილობის შეგრძნება (54,92%) და ძილის პრობლემა (43,00%). პირადი ურთიერთობებიდან - ცოდნა იმისა, რომ მშობლებს მხოლოდ მათი წარმატება სურთ (64,25%). აკადემიური ფაქტორებიდან მეტად სტრესულად სტუდენტთა 53,37%-მა გამოცდებით გამოწვეული ზეწოლა დაასახელა. ხოლო გარემო ფაქტორებიდან ყველაზე ხელისშემშლელად კი 62,17%-მა ცხელი ამინდები დაასახელა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სტუდენტებში ფსიქოლოგიური სიმპტომები მეტად არის გამოხატული, ვიდრე ფიზიკური. საშუალო და მძიმე ხარისხის სტრესის საერთო გავრცელება 60,62%-ია (ქართველები - 63,27%, უცხოელები - 51,11%). ქალ სტუდენტთა უმრავლესობას (63,70%) მეტად საშუალო დონის სტრესი დაუფიქსირდათ, მამაკაცების უმრავლესობას (56,14%) კი - მსუბუქი. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს სტრესის უფრო მაღალი დონე დაუფიქსირდათ, ვიდრე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს. მიღებული შედეგები ზოგადად შეესაბამება საერთაშორისო მონაცემებს. სტრესის გამომწვევი მიზეზების უკეთ შესასწავლად სასურველი იქნებოდა თვისობრივი კვლევის ჩატარებაც.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

C.J. Holahan, J.D Ragan, R.H. Moos, in Reference Module in Neuroscience and Biobehavioral Psychology, Elsevier 2017

Bedewy D, Gabriel A. Examining perceptions of academic stress and its sources among university students: The Perception of Academic Stress Scale. Health Psychol Open. 2015 Jul 30; 2(2):2055102915596714.

Saleh D, Camart N, Romo L. Predictors of Stress in College Students. Front Psychol. 2017 Jan 25;8:19.

Reddy K. J, Menon K. R, Thattil A. Academic stress and its Sources Among University Students. Biomed Pharmacol J. 2018; 11(1).

Jafri SAM, Zaidi E, Aamir IS, et al. Stress Level Comparison of Medical and Non-medical Students: A Cross Sectional Study done at Various Professional Colleges in Karachi, Pakistan. Acta Psychopathol. 2017, 3:2.

Mohamed Arip M.A.S, Kamaruzaman D.N, Roslan A., et al. Development, Validity and Reliability of Student Stress Inventory (SSI). Department of Psychology and Counseling, Sultan Idris Education University. The Social Sciences 10 (7): 1631-1638, 2015. Medwell Journals, 2015

Ragab, E.A., Dafallah, M.A. et al. Stress and its correlates among medical students in six medical colleges: an attempt to understand the current situation. Middle East Curr Psychiatry. 28, 75 (2021).

Abdulghani HM, AlKanhal AA, Mahmoud ES, Ponnamperuma GG, Alfaris EA. Stress and its effects on medical students: a cross-sectional study at a college of medicine in Saudi Arabia. J Health Popul Nutr. 2011 Oct;29(5):516-22.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-23

როგორ უნდა ციტირება

კირთაძე გ., & ფაღავა ე. (2023). ქრონიკული სტრესი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (2), 83–87. https://doi.org/10.52340/jecm.2023.02.18

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...