კოვიდ-პანდემიის გავლენა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვაზე და მათი მკურნალობა სარეაბილიტაციო სამედიცინო მეთოდებით

კოვიდ-პანდემიის გავლენა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვაზე და მათი მკურნალობა სარეაბილიტაციო სამედიცინო მეთოდებით

ავტორები

  • ნინო ხიჯაკაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ირმა მანჯავიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.02.08

საკვანძო სიტყვები:

Covid-19, Autism, Rehabilitation

ანოტაცია

პოსტ კოვიდურმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფიზიკურ ფუნციონირებაზე და პირის ყოველდღიურ აქტივობაზე. პანდემია დიდ საფრთხეს უქმნის, ასა-ს მქონე ბავშვებში განვითარების მიზნების განხორციელებას. პოსტ COVID-19 მდგომარეობის სიმპტომები და შედეგები ალტერნატიული დიაგნოზით ვერ აიხსნება. სტატისტიკა განსხვავებულია ბავშვებში. დიდია პანდემიის არაპირდაპირი გავლენაც მოზარდებზე. კორონავირუსის პანდემიის (COVID-19) გავრცელებამ გაურკვევლობა, შფოთვა და სტრესი გამოიწვია, ბავშვები ემოციებს განსხვავებულად აღიქვამენ და უმკლავდებიან. კიდევ უფრო რთულადაა საქმე, როცა საუბარია ასა-ს მქონე ბავშვთა პოპულაციაზე. მოგეხსენებათ, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებში ძირითადად გამოხატულია ორი სფეროს დეფიციტი, ესენია: სოციალური კომუნიკაცია და სოციალური ურთიერთობები (შეზღუდული განმეორებადი ქცევები). ეს ბავშვთა ის ჯგუფია, რომლებიც მუდმივად დამოკიდებულნი არიან თერაპიულ თუ საგანმანათლებლო სერვისებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საინტერესო იყო კორელაციის დადგენა. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელიც მოიცავდა ასა-ს მქონე ბავშვთა მხოლოდ ორ ჯგუფს. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 10 ბავშვი 5 თვის მანძილზე, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფიდან: პირველ ჯგუფს ვირუსი გადატანილი ჰქონდა ერთზე მეტჯერ, ხოლო მეორე ჯგუფს მხოლოდ ერთხელ. კვლევა ჩატარდა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში. შეფასებისთვის გამოყენებული იყო ბავშვის ქცევაზე დაკვირვება (ADOS) და მშობლებთან სტრუქტურირებული ინტერვიუ (ADI-R), ასევე ფიზიოთერაპევტის გეგმიური ჩანაწერი და კონსულტაცია. პირველი, რაც ყველაზე ნათლად აჩვენა კვლევამ, გახლდათ სუნთქვის სიხშირის ცვლილება, დასრულებისას, სარეაბილიტაციო პროცესის აღდგენიდან 5 თვეში, თერაპიული პროცედურების უწყვეტად მიწოდების შემდეგ, გამოსაკვლევ ბავშვთა ორივე ჯგუფში, სუნთქვის სიხშირე დაუბრუნდა ფიზ. ნორმას. სტერეოტიპულ მოძრაობათა სიხშირე შემცირდა, თავს იჩენდა მხოლოდ ძლიერი ემოციისას. კვლევის დასასრულს, ფიზიკური აქტივობის შესრულებისას, დამოუკიდებლობის ხარისხი თითქმის 50%-ით გაიზარდა.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (2015წ. მუხლი 23).

აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა (კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) 2018წ.

COVID-19/SARS-CoV-2 - შემდგომი ამბულატორიული სამედიცინო რეაბილიტაცია და კურორტული მკურნალობა. კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი).

Psychological distress among caregivers raising a child with autism spectrum disorder during the COVID-19 pandemic (07 August 2021) https://doi.org/10.1002/aur.2589

Priyanka Fernandes, Hannah Kwak. Autism and COVID-19. 2022. American Academy of Pediatrics, 8-11.

Journal of Autism and Developmental Disorders. Impact of the COVID‑19 Pandemic on Daily Life: Diverse Experiences for Autistic Adults. 2022 Jan 27, PMID: 35083922

Vitacca M, Carone M, Clini EM, et al. Joint Statement on the Role of Respiratory Rehabilitation in the COVID-19 Crisis: The Italian Position Paper. Respiration 2020: 1–7.

COVID-19 pandemic. Journal of Autism and Developmental Disorders, 1–8. https://doi.org/10.1007/s10803-021-05209-z

Colizzi, M., Sironi, E., Antonini, F., Ciceri, M. L., Bovo, C., & Zoccante, L. (2020). Psychosocial and behavioral impact of COVID-19 in autism spectrum disorder. 8-13.

Brugliera, L, Spina, A, Castellazzi, P, et al. (2020) Rehabilitation of COVID-19 patients. J Rehabil Med; 52: jrm00046. 3-7

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-23

როგორ უნდა ციტირება

ხიჯაკაძე ნ., & მანჯავიძე ი. (2023). კოვიდ-პანდემიის გავლენა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვაზე და მათი მკურნალობა სარეაბილიტაციო სამედიცინო მეთოდებით. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (2). https://doi.org/10.52340/jecm.2023.02.08

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...