სტომატოლოგიური ტრავმა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა: Print version was published: EXPERIMENTAL & CLINICAL MEDICINE N2 (2020): 32-35

სტომატოლოგიური ტრავმა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა

Print version was published: EXPERIMENTAL & CLINICAL MEDICINE N2 (2020): 32-35

ავტორები

  • სოფიო გვაზავა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ვლადიმერ მარგველაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნინო ჩიხლაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2020.02

საკვანძო სიტყვები:

Dental trauma, epidemiology of dental trauma

ანოტაცია

განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში თავისა და სახის ტრავმები ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რომელსაც ამავდროულად შეუძლია დროებითი ან მუდმივი უნარშეზღუდულობა გამოიწვიოს. ტრავმის განვითარება შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა ფაქტორმა, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევები, ვარდნა, სპორტის სხვადასხვა სახეობა, ძალადობა, თავდასხმა, საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტრავმა. ტრავმებს შორის განსაკუთრებული ადგილი ყბა-სახის დაზიანებებს უკავიათ. სახის ტრავმთ განპირობებულმა ნაწიბუროვანმა დამახინჯება პაციენტში შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემები. როგორც წესი ყბა-სახის მიდამოს ტრავმებს თან ერთვის პოსტტრავმული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, სტრესული სინდრომი და დეპრესია. ყბა-სახის მიდამოს დაზიანებები დაკავშირებულია ადამიანის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციასთან,   როგორიცაა: ჭამა, სუნთქვა, ყნოსვა, სმენა და ლაპარაკი. სახის მიდამოს ტრავმები ასევე დაკავშირებულია მაღალი სოციალურ-ეკონომიკური დანახარჯებთან და საავადმყოფოს ხარჯების ზრდასთან. ყბა-სახის ტრავმები გლობალური პრობლემაა,  იგი მსოფლიოს ყველა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას და ჯანდაცვის სისტემის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ეს პრობლემა ეხება როგორც განვითარებად და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, ისე განვითარებულ და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს. საკითხი აქტუალურია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. სახისა და რბილი ქსოვილების დაზიანების ეტიოლოგია შესაძლებელია განსხვავდებოდეს როგორც ქვეყნებს შორის, ისე ერთი და იმავე ქვეყნის ფარგლებში. ეს დაზიანებები სერიოზულ კლინიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, მათი ანატომიური მდებარეობის გამო. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეტიოლოგიურ ფაქტორებს და ტრავმის მექანიზმებს. ეპიდემიოლოგიური კვლევები მნიშვნელოვანია არა მარტო ტრავმის ტვირთის იდენტიფიცირებისათვის, არამედ ჯანდაცვის სფეროში რესურსების მართვის და დაგეგმარებისათვისაც. კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარება, ყბა-სახის მიდამოს დაზიანებების შემცირება ან სულაც თავიდან აცილება.  

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Arnaldo de Franca Caldas, Maria Eleonora Arau´jo Burgos – A retrospective study of traumatic dentalinjuries in a Brazilian dental trauma clinic// Dental Traumatology, 2001; 17: 250-253.

Lam R. – Epidemiology and outcomes of traumatic dental injuries: a review of the literature// Australian Dental J., 2016; 61(1): 4-20.

Thiago Bittencourt Ottoni Carvalho et al. – Six years of facial trauma care: an epidemiological analysis of 355cases// Braz. J, Otorhinolaryngol., 2010; 76(5): 565-574.

Lalloo R., Lucchesi L. al. – Epidemiology of facial fractures: incidence, prevalenceand years lived with disability estimates from the Global Burden of Disease 2017 study// BMJ J., [http://injury-prevention.bmj.com/]

Bart van den Bergha K., Hakki Karagozoglua, Martijn W. – Aetiology and incidence of maxillofacial trauma in Amsterdam: A retrospectiveanalysis of 579 patients// J. Cranio-Maxillo-Facial Surgery, 2012; 40: e165e-e169.

Sung Chul Choi, Jae Hong Park, Ahran Pae, Jong Ryul Kim – Retrospective study on traumatic dentalinjuries in preschool children at Kyung Hee Dental Hospital, Seoul, South Korea// Dental Traumatology, 2010; 26: 70-75. doi: 10.1111/j.1600-9657.2009.00840.x

Mun˜ante-Ca´rdenas Jose Luis et al. – Pattern and treatment of facial trauma in pediatric and adolescent patients// J. Craniofacial Surgery, 2011; v22(4): 134-139.

Kırzıog˘lu Zuhal, O¨zay Ertu¨rk M., Karayılmaz Hu¨seyin – Traumatic injuries of the permanent incisors in children in southern Turkey: a retrospective study//Dental Traumatology, 2005; 21: 20-25.

Arangio P. et al. – Maxillofacial fractures in the province of Latina, Lazio, Italy: Reviewof 400 injuries and 83 cases// J. Cranio-Maxillo-Facial Surgery, 2014; 42: e583-e587.

Bilder L, Margvelashvili V, Sgan-Cohen H, Kalandadze M, Levin L, Ivanishvili R, Machtei EE. Traumatic dental injuries among 12- and 15-year-old adolescents in Georgia: results of the pathfinder study. Dent Traumatol. 2016 Jun;32(3):169-73. doi: 10.1111/edt.12236. Epub 2015 Oct 20. PMID: 26482297.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-11-20

როგორ უნდა ციტირება

გვაზავა ს., მარგველაშვილი ვ., & ჩიხლაძე ნ. (2022). სტომატოლოგიური ტრავმა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა: Print version was published: EXPERIMENTAL & CLINICAL MEDICINE N2 (2020): 32-35. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. https://doi.org/10.52340/jecm.2020.02

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...