შაქრიანი დიაბეტის მართვის სახელმწიფო სერვისების განვითარების ტენდენციები საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.07.18საკვანძო სიტყვები:
medical care, diabetes, framework, state programsანოტაცია
კვლევის მიზანს წარმოადგენდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის სამედიცინო დახმარების შეფასება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, პაციენტებისთვის შესაბამისი სერვისის მისაღებად შესაძლო დაბრკოლებების გამოვლენა. კვლევის ფარგლებში მოხდა დიაბეტთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზისა და მომსახურების არსებული სერვისების სტრუქტურის შესწავლა და შეფასება. ჩატარდა ჯვარედინ-სექციული კვლევა, 120 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც ქ.თბილისის მაღალი მიმართვიანობის დაწესებულებებში იღებდნენ ამბულატორიულ მომსახურებას დიაბეტის პროგრამის ფარგლებში. კვლევის შედეგებით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, საჭიროა გაფარდოვდეს სახელმწიფო პროგრამის რესურსი და მოხდეს მისი სერვისების მიწოდების პროპორციული და თანაბარი გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით. მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საშუალებებით დიაბეტის, მისი გართულებების და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო სერვისების შესახებ. გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვის როლი დიაბეტის გამოვლენასა და გართულებების პრევენციაში.
Downloads
წყაროები
Gojka Roglic, C. V. (2016). Global report on diabetes. GENEVA: WHO. მოპოვებული https://www.who.int/publications/i/item/global-report-on-diabetes?fbclid=IwAR15yc64mwMqMfxNNfUuUulioJ6gzpivhxGxFnpQuaveXIkBoHLv31gOfVY
IDF. (2019). Diabetes Atlas. მოპოვებული https://www.diabetesatlas.org/upload/resources/2019/IDF_Atlas_9th_Edition_2019.pdf-დან
IDF. (2021). Diabetes prevalence (%, of population ages 20 to 79). International Diabetes Federation, Diabetes Atlas. მოპოვებული https://data.worldbank.org-დან
NCDC. (2019). დაავადებათ სტატისტიკური ცნობარი. მოპოვებული https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=a9ee8a02-ef7a-4d3a-b510-39aefd5872da-დან
NCDC. (თ. გ.). დაავადებათა სტატისტიკური ცნობარი . მოპოვებული https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=6928ea69-f482-4a77-ad60-0a93b4b50ddd-დან