ანტიმიკრობული საშუალებების ეფექტურობა შექცევადი პულპიტის ბიოლოგიური მეთოდით მკურნალობის დროს
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.029საკვანძო სიტყვები:
pulpitis, antibiotic, corticosteroid, treatmentანოტაცია
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის შემცველი კომბინირებული პრეპარატების კლინიკური შეფასება, პულპიტის შექცევადი ფორმების ბიოლოგიური მეთოდით მკურნალობაში ეფექტურია. კვლევა ჩატარდა 17 პაციენტის მკურნალობის შემთხვევაზე, რომელთა დიაგნოზი იყო: მწვავე კეროვანი სეროზული პულპიტი, პულპის ჰიპერემია, პულპის ელექტრული აგზნებადობის შედეგების საფუძველზე. ასევე გამოყენებული იქნა პერიაპიკალური ქსოვილების რენტგენის სურათი, ტკივილის სინდრომის შეფასება რიცხვითი შკალის მეშვეობით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ანტიბიოტიკისა და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის შემცველი კომბინირებული აგენტის გამოყენებისას ვითარდება გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რომელიც გამოლინდა შემთხვევების 22%-ში პრეპარატის მიღებიდან პირველ საათებში, ხოლო 66,7%-ში - ერთი დღის განმავლობაში. ანტიბიოტიკისა და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის შემცველი პასტის გამოყენება გამართლებული იყო პულპის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული ეფექტის გამო, რომელიც გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან მე-2, მე-3 დღეს და გრძელდებოდა მთელი რეაბილიტაციის პერიოდის განმავლობაში პაციენტების 77,8%-ში.
Downloads
წყაროები
Е.В. Боровский. „Ошибки эндодонтического лечения зубов“, Клиническая эндодонтия - М., 2003, 32-35.
Масюкова, Э.А. Применение пасты «ЛЕДЕРМИКС» при лечении больных с осложненными формами кариеса. Вестник КазНМУ; 2013. № 3(1):159—160.
Петрикас, А.Ж3. Пульпэктомия - М.: АльфаПресс, 2006, 300 с.
J. Am. Dent. Assoc Эндодонтология / под ред. Г. Бердженхольц; пер. с англ. под науч. ред. С.А. Кутяева. М.: Таркомм, 2013, 408 с.
Bonica, J.J. The management of pain // 2nd ed. -Philadelphia, PA: Lea&Febiger, 1990, 28-94.
Briseno Marroquin E. Viola, A.B. Christoffers, B. Die antibakterielle Wirkung von Ledermix als medikamentöse Wurzelkanaleinlage - eine 7 InvitroVersuch sreihe / Willershausen // Dtsch. Zahnarztl. Z. 2004, Vol.59: 650-54.
Lewis, B.B., Chestner B.B, Lewis, S.B Formaldehyde in dentistry: a review of mutogenic and carinogenic potential.