გრელინის რაოდენობრივი ცვლილებები ვირთაგვებში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს

გრელინის რაოდენობრივი ცვლილებები ვირთაგვებში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს

ავტორები

  • ნათია ჩხეიძე
  • ელენე გიორგაძე
  • მარინა ნიკოლაიშვილი
  • ანა მალაზონია
  • ნიკოლოზ ურიდია
  • მარტა კლდიაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.30

საკვანძო სიტყვები:

T2DM, Ghrelin, Glucose levels, STZ

ანოტაცია

კვლევის მიზანი: კვლევის მიზანს წარმოადგენდა გრელინის კონცენტრაციის განსაზღვრა   შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ ექსპერიმენტულ ცხოველებში, სტრეპტოზოტოცინის  მრავალჯერად დაბალი დოზებით ინექციამდე და ინექციის შემდეგ.

მასალა და მეთოდები: ექსპერიმენტი ჩატარდა ვისტარის მამრ ვირთაგვებზე. ცხოველები დაიყო ორ ჯგუფად; საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფად. საკონტროლო ჯგუფში ცხოველებს ჰქონდათ ნორმალური წონა. ექსპერიმენტული ჯგუფიდან ვირთაგვების წონის მიხედვით ცხოველები დაიყო სამ ქვეჯგუფად: ნორმალური წონის ჯგუფი (I ჯგუფი), ჭარბი წონის ჯგუფი (II ჯგუფი) და სიმსუქნის ჯგუფი (III ჯგუფი). გლუკოზის დონე შემოწმდა 4 კვირის შემდეგ სტრეპტოზოტოცინის მრავალჯერად დაბალი დოზებით ინექციის შემდეგ. ყველა ვირთაგვა, სისხლში უზმოდ გლუკოზის დონით > 14 მმოლ/ლ-ზე, მიჩნეულ იქნა შაქრიანი დიაბეტი ტიპი2-ით დაავადებულად და მათზე გაგრძელდა შემდგომი კვლევები. ყველა ვირთაგვასთან (საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფი), გრელინის დონე შემოწმდა სტრეპტოზოტოცინის  მრავალჯერად დაბალი დოზებით ინექციამდე და ინექციის შემდეგ.

შედეგები: გრელინის დონე უფრო მაღალი იყო ნორმალური წონის ვირთაგვებში, ვიდრე სიმსუქნით  და ჭარბი წონით. ექსპერიმენტულ ჯგუფში, სტრეპტოზოტოცინის ინექციის შემდეგ (30 მგ/კგ - ორჯერ) გრელინის დონე პროპორციულად გაიზარდა სამივე ჯგუფში.

დასკვნა: ექსპერიმენტის დასაწყისში ვირთაგვებში T2DM-ის გარეშე, გრელინის დონე უფრო მაღალი იყო ნორმალური წონის მქონე ვირთაგვებში, ვიდრე სიმსუქნით და ჭარბი წონით, თუმცა, სტრეპტოზოტოცინის ინექციის შემდეგ (30 მგ/კგ- ორჯერ), გრელინის დონე გაიზარდა პროპორციულად სამივე ჯგუფში. როგორც ბოლო კვლევებიდან ცნობილია, ფიზიოლოგიურ პირობებში გრელინი აფერხებს ინსულინის სეკრეციას. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს ყველა ჯგუფში პროპორციულად იმატებს გრელინის დონე. შესაბამისად, შაქრიანი დიაბეტის დროს გრელინის დონის მატება კიდევ უფრო ამცირებს ენდოგენური ინსულინის სეკრეციას, რაც იწვევს გლუკოზის დონის მატებას და აუარესებს დაავადების გამოსავალს. აღნიშნული კვლევის შედეგი ადასტურებს გრელინის დამთრგუნველ ეფექტს ინსულინის სეკრეციაზე.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Kojima M, Hosoda H, Date Y, et al. Ghrelin, a Novel Growth Hormone-Releasing Acylated Peptide, Is Synthesized in a Distinct Endocrine Cell Type in the Gastrointestinal Tracts of Rats and Humans. Nature 1999; 402:656.

Takaya K, Ariyasu H, Kanamoto N, et al. Ghrelin strongly stimulates growth hormone release in humans. J Clin Endocrinol Metab 2000; 85:4908.

Benso A, Casanueva FF, Ghigo E, Granata A (eds): The Ghrelin System. Endocr Dev. Basel, Karger, 2013, vol 25, pp 135–143 (DOI: 10.1159/000346064)

Cummings DE, Purnell JQ, Frayo RS, Schmidova K, Wisse BE, Weigle DS: A preprandial rise in plasma ghrelin levels suggests a role in meal initiation in humans. Diabetes 2001; 50:1714-1719.

Mundinger TO, Cummings DE, Taborsky GJ Jr. Direct stimulation of ghrelin secretion by sympathetic nerves. Endocrinology 2006; 147:2893.

Zhang M, Lv XY, Li J, Xu ZG, Chen L. The characterization of high-fat diet and multiple low-dose streptozotocin induced type 2 diabetes rat model. Experimental Diabetes Research 2008; 2008: 1–9.

Liu Z, Li W, Li X, Zhang M, Chen L, Zheng YN, et al. Antidiabetic effects of malonyl ginsenosides from Panax ginseng on type 2 diabetic rats induced by high-fat diet and streptozotocin. Journal of Ethno- pharmacology 2013; 145: 233–40. doi: 10.1016/j.jep.2012.10.058 PMID: 23147499

Ibrahim Abdalla M. M. (2015). Ghrelin - Physiological Functions and Regulation. European endocrinology, 11(2), 90-95. https://doi.org/10.17925/EE.2015.11.02.90

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-02

როგორ უნდა ციტირება

ნათია ჩხეიძე, ელენე გიორგაძე, მარინა ნიკოლაიშვილი, ანა მალაზონია, ნიკოლოზ ურიდია, & მარტა კლდიაშვილი. (2022). გრელინის რაოდენობრივი ცვლილებები ვირთაგვებში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4). https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.30

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...